მადლიერების დღე


ოჯახური შეკრება

ნოემბრის ბოლო კვირას ამერიკელების ტრადიციული ოჯახ-ფართი ტარდება, ეს არის მადლიერების დღისადმი მიძღვნილი ერთიანი ეროვნული ეროვნული სმა-ჭამა. ქვეყნის უკიდურეს ჯუნგლებში მიკარგული ამერიკელიც კი თავპირისმტვრევით მიეშურება მშობლების სახლისაკენ. ტოვებს ბარში გამობრუჟულ ძმაკაცს, გასაჟიმად გამზადებულ ქალს, კეჩუპმოსხმულ ღორბურგერს და საკუთარ ოთხბორბლიან ლურჯას მიაჭებენს მშობლების სახლისაკენ.

მადლიერების დღეს, როგორც ამბობენ, ამერიკის ჩამოყალიბების დღიდან აღნიშნავენ. ეს არის გახსენება იმისა, თუ როგორ გადაარჩინეს ამერიკელმა ინდიელებმა შიმშილით სიკვდილს კოლონისტები პლიმუტში. ამ ამბავს იხსენებენ ყოველ წელს, ყველა ოჯახში, ეკლესიაში, ორგაზიაციაში, სკოლაში, საბავშვო ბაღში…

პირველი მადლიერების დღე

ეს მოვლენა ასახულია ფოტოებზე, ფილმებში, მოთხრობებში, ლექსებში – ოღონდ ხსოვნას შემორჩეს და შეცვალოს წარმოდგენა იმაზე, თუ რა მოხდა სინამდვილეში. ერთმა ამერიკელმა პირადი საუბრისას მითხრა, მადლიერების დღე არის მცდელობა დაიფაროს სიმართლე – თუ როგორ ამოვწყვიტეთ ადგილობრივი ინდიელები და დავიპყარით მათი ტერიტორიებიო. თუმცა ეს არ არის პოპულარული შეხედულება.ამერიკელების უმეტესობა ასე არ თვლის და ალბათ ბუნებრივად მიაჩნიათ კოლონიზაციის პროცესი.

ასეა თუ ისე, მადლიერების დღე ისეთივე მასობრივი სმა-ჭამის დღეა ამერიკაში, როგორც ჩვენთან შობა-ახალი წელი. ამ დღესასწაულზე ყოველწლიურად ინდაურების გენოციდი ეწყობა: ყველა ოჯახის სუფრაზე, ყველაზე საპატიო ადგილას აუცილებლად განისვენებს მისი უდიდებულესობა ინდაური, გემრიელად შეკმაზული და შესასანსლად გამზადებული. მადლიერების დრის სხვა ტრადიციული კერძებია ტკბილი კარტოფილი, გოგრა, ბოსტნეული, თევზი. ამ დღის გულმოწყალების აქტი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მიერ ერთი ინდაურის საჯარო შეწყალებაა.

ამ ინდაურს მალე მიირთმევენ

ამ პატივნაცემ ფრინველს მიამგზავრებენ სპეციალურ რანჩოზე, სადაც დარჩენილ ცხოვრებას ატარებს სხვა შეწყალებულებთან ერთად. ეს ერთგვარი კარანტინი, სამყაროსაგან იზოლაცია, რომელიც ჰუმანიზმის სახელით ხდება. სპეციალურად მადლიერების დღისათვის 250 მილიონი ამერიკელის გასტრონომიული მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად კი მილიონობით ინდაური აღესრულება ტრაგიკულად. ისინი “მეორე სიცოცხლეს” აგრძელებენ ამერიკელთა ოჯახებში სადღესასწულო ხონჩებზე, შეკმაზულ-შელამაზებულები.

მადლიერების დღე ერთგვარი რიტუალია, რომელიც ერთგულად უნდა შესრულდეს. ოჯახები ერთად იკრიბებიან და სადღესასწაულო სადილს ლოცვით იწყებენ. ეს არ არის ის ლოცვა, რომელსაც მართლმადიდებლურ ტაძარში აღავლენენ ხოლმე, მეეჭვება, რომ მისი ტექსტი რომელიმე ლოცვანში იპოვოთ. ეს არის ექსპრომტი, გულიდან წამოსული სიტყვები. ზოგიერთი ეკლესია სადღესასწაულო სადილზეც ეპატიჟება მსურველებს. ტრადიციული საკვებით უმასპინძლდებიან და ცდილობენ, თავი ისე აგრძნობინონ როგორც საკუთარ სახლში😀

სავაჭრო ცენტრები მთელი ღამე მუშაობენ

მადლიერების წმინდათაწმინდა დღეს ყველა ამერიკელი ისვენებს. სკოლები, უნივერსიტეტები, დაწესებულებები იკეტება. საზოგადოებრივი ტრანსპორტიც კი არ მოძრაობს. ერთადერთი, სადაც გაასმაგებული აქტივობა შეინიშნება, ოჯახების გარდა, არის მაღაზიები. ეს ხომ ამერიკელებისათვის უსაყვარლესი ფასდაკლებების პერიოდია. ნოემბრის ბოლო კვირას ფასების არნახული ვარდნა შეინიშნება – ნაირ-ნაირი საქონელი 10-80%-ით ნაკლებ ფასად იყიდება. ამიტომ ამერიკაში ბევრი ელოდება ნოემბრის დასასრულს, რათა სასურველი ნივთი იაფად შეიძინოს. თუმცა ეს ძირითადად ეხება ტანსაცმელსა და საყოფაცხოვრებო საქონელს. ელექტრონიკის, კომპიუტერების ფასები უმნიშვნელოდ იცვლება.

მადლიერების დღეს 3 მნიშვნელოვანი მოვლენა ხდება:

  1. ოჯახური შეკრება
  2. გემრიელი საკვები
  3. დიდი ფასდაკლებები

ბედნიერებისათვის კი მეტი რა უნდა ჩვეულებრივ ამერიკელს? არც არაფერი.🙂

One thought on “მადლიერების დღე

  1. გემრიელი პოსტია🙂 თან რა სურათებით გაფორმებული ჰოჰო :))

    ინდაური კაიმარა სასმელის საქმე როგორაა? გალეწვამდე თვრებიან და მერე ერთმანეთს აგინებენ როგოც საქართველოშ თუ??

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s