დღეს პირველი აპრილია


ეს ძველი პოსტია, სადღაც ვიპოვე და… დაე, ისტორიას დარჩეს…🙂

——————–

გაზაფხულია, მშვენიერი ამინდი, ჩიტები ჭიკჭიკებენ და ვისაც არ ეზარება, დიდის გულმოდგინებით აღწერს ბუნების ამ საოცრებას. ქუჩაში უჩვეულო რამე ხდება – ყველას სახე უცინის, კეთილ ხასიათზე ჩანს. და ნეტავ რატომ? რა ხდება?დღეს პირველი აპრილია, მოტყუება ადვილია. დღეს ნებადართულია, ვისაც რაც გინდა ის უთხრა, დააჯერო და მერე შედეგებზე პასუხისმგებლობა თავიდან აიცილო. წადი, აუხსენი სიყვარული ვინმეს და როცა თვალები გაუბრწყინდება, უთხარი: დღეს პირველი აპრილიააააა…. აგერ კიდევ N-მა გამოაცხო სახელდახელო ტყუილი. რა თქმა უნდა, არავინ დაუჯერა, მაგრამ ხომ ვიხალისეთ!! მთავარიც ეგააა! ჰოდა ახლა ულვაშებში ეცინებათ ამ ტყუილის შემოქმედსაც და მისგან არმოტყუებულებსაც!!
პირველი აპრილი – სულელების დღე, როცა ყველა იღიმება… წელიწადში მხოლოდ ერთხელ რატომ უნდა იყოს. მე არ მინდა, ხვალ რომ ქუჩაში  გავალ, ისევ მოღუშული და თავპირჩამომტირალი სახეები დავინახო, რომელიც მავანთ დეპრესიისა და თვითმკვლელობისაკენ უბიძგებს.

თუკი ტყუილი ასეთი ლამაზია და ადამიანებს ბედნიერებას ანიჭებს, მაშინ წელიწადის ყველა დღე, ერთის გარდა, იყოს სულ ტყუილების….. და სიხარულების…. ჩახუტების, ძმობის და მეგობრობის, ნამდვილი ქართველობის… თუნდაც ყალბის….

და ერთ დღეს, წელიწადში ამორჩეულ იმ ერთადერთ დღეს ერთმანეთს თვალი  გავუსწოროთ და თამამად ვუთხრათ რა ნაგავია ცხოვრება!!!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s