შობა ამერიკაში


ამერიკელებს რამდენიმე საკითხისადმი აქვთ ძაააააალიან სერიოზული დამოკიდებულება: ერთი მათგანია კვება, მეორე კი ეროვნული დღესასწაულები. ეს ალბათ ერთ-ერთი იშვიათი ერია, რომელიც ქართველებზე მეტად აფასებს პირის გემოს და გასრონომიული მოთხოვნლებების დაკმაყოფილება ფრიად აღელვებთ. გემრიელი მენიუ მათთვის მნიშვნელოვანია, ამიტომ უამრავ მადისაღმძვრელ საკვებს ამზადებენ, განსაკუთრებით კი დღესასწაულებისას. ეს ის წმინდათაწმინდა პერიოდებია, რომელმიც აუცილებლად განსაზღვრული წესებისა და რიტუალების დაცვით უნდა ჩატარდეს. საშობაოდ გემრიელი კერძების დასაგემოვნებლად და სადღესასწაულოდ მთელი ოჯახი ერთად უნდა შეიკრიბოს ხოლმე. ამიტომ არის, რომ საშობაო განწყობა ჩემს საუნივერსიტეტო ქალაქში თითქმის ვერ იგრძნობა. აქ მცხოვრებთა უმრავლესობა ხომ სტუდენტია, რომელიც ზამთრის არდადეგებზე ოჯახებს უბრუნდება. კამპუსი უჩვეულოდ ცარიელი და მდუმარეა. შუადღისასაც კი, როცა, როგორც წესი, ყველა შენობა და არე-მიდამო ახალგაზრდებით სავსე იყო, ახლა ერთ-ორი შემთხვევითი გამვლელის ნახვაღა შეიძლება. მანქანებიც კანტიკუნტად დადიან და საშინელი მოწყენილობაა. საზეიმო მხიარულება, რომელიც თბილისის ყველა ქუჩას ავსებს ხოლმე, აქ სახლებშია ჩაკეტილი. ყველას აქვს ლამაზად მორთული ნაძვის ხე, საჩუქრები და კიდევ ბევრი წვრილმანი, რომელიც შობასთან ასოცირდება.

ყველაზე მეტად საშობაო ფაციფუცი სუპერმარკეტებში იგრძნობა. ეს არის დიდი ფასდაკლებებისა და გამალებული საყიდლების პერიოდი. მზრუნველი ამერიკელები (რომელთაც დაზოგვა ყველაფერს ურჩევიათ), ოჯახის წევრებისათვის იძენენ არა მხოლოდ საშობაო საჩუქრებს, არამედ ყიდულობენ ყველაფერს, რაც კი სასურველად და ხელმისაწვდომად ეჩვენებათ. კიდევ ერთი რამ, რაც ქართულ და ამერიკულ შობას განასხვავებს, არის გარე დეკორაციებით მორთული სახლები. აქ ბევრგან ნახავთ თოვლის პაპას, ფერადი ნატურებით განათებული შესასვლელებს ანდა საშობაო თოჯინებს.

ესეც ამერიკელების სახლების ზოგიერთი მორთულობა:

One thought on “შობა ამერიკაში

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s