ვითომც არაფერი


დაგღალა გაუთავებელმა სუფრებმა და ნაძალადევმა სადღეგრძელოებმა? ჩამომაკითხე შეერთებულ შტატებში და ერთად მოვიწყინოთ. მგონი ეს პირველი ახალი წელია, რომელსაც თითქმის მარტო ვხვდები. ჩემი აქაური მეგობრებიდან ზოგი ფლორიდაში გაემგზავრა, ზოგი დისნეი-ლენდში, ზოგიც კალიფორნიაში. იქ ახალ ნაცნობებთან ერთად ან ძველ კოლეგებთან შესახვედრად გაეშურნენ. მათ უხარიათ, რომ ახალ წელს ახალ ქვეყანაში ზეიმობენ. თითქოს ცვლილებაა, არა? თუმცა – დიდი არაფერი. აქაც იგივე ხდება, რაც საქართველოში, ტაჯიკეთში, აზერბაიჯანში, ინდონეზიაში ან იაპონიაში – სუფრა, საჩუქრები, მუსიკა, საიუბილეო განდობანი, მილოცვები, გულის იმედით ავსება და ჯიბის დაცარიელება; მერე ბოთლის გამოცლა ნაბიჯის არევა და უახლოესი რეისის შესაძლო მარშრუტები: სახლი, საავადმყოფო ან პოლიციის განყოფილება. ხომ ხედავთ, ადამიანები მსოფლიოს ყველა მხარეში ერთნაირები არიან. ერთნაირად უხარიათ ან სტკივათ, ზოგჯერ სიტყვები და რეაქციებიც კი აბსოლუტურად იდეტური აქვთ. ერთადერთი, რაც განასხვავებს, არის ენა. მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს, ქართულად მომილოცავენ ახალ წელს, ინგლისურად თუ ჩინურად?

ჰო მართლა, სიტყვამ მოიტანა და ჩემს უნივერსიტეტში მგონი ამერიკელზე მეტი ჩინელი სტუდენტია. ისინი ძირითადად ESL, ანუ ინგლისური ენის შემსწავლელ ერთიან კურსებზე ჩამოდიან და შემდეგ სამშობლოში ბრუნდებიან. ამერიკაში ისინი ენასთან ერთად ე.წ. დასავლური კულტურის ელემენტებსაც ითვისებენ, მათ შორის ქრიტიანობას. როგორც მითხრეს, ჩინეთში რელიგია აკრძალული ხილი ყოფილა. აქ ჩამოსული ახალგაზრდა გამოუცდელი გოგო-ბიჭები კი ადვილად აღმოჩნდებიან ხოლმე გულმოწყალე ქრისტიანების “კლანჭებში”. მეზობელ ქალაქში არის ეკლესია, რომელსაც უცნაური სახელი celebration church ჰქვია და სწორედ ჩინელი სტუდენტების ადაპტაციას ისახავს მიზნად. ამ ეკლესიის მსახურები დაუზარებლად ეხმარებიან თინეიჯერებს ორიენტაციაში, მათთვის გეგმავენ შეხვედრებს (ენის გასაუმჯობესებლად), კულტურულ ტურებს, სემინარებს და ა.შ. მადლიერების დღის აღასანიშნავადაც უზარმაზარი მიღება მოაწყვეს. სასაცილოდ ჟღერს? სულაც არა! ამერიკაში ეკლესია სოციალური ფუნქციების მატარებელიცაა, ეწევა საქველმოქმედო და საგანმანათლებლო საქმიანობას, გასაცდენილი ცხვრების მოშინაურებას და ა.შ. მოკლედ, ახლადჩამოსულ დაბდურებს (😀 ) ამზადებენ ბედნიერი ახალი წლის შესახვედრად.

ჩვენი არ იყოს, ემიგრანტ ჩინელებსაც 2 ახალი წლის ზეიმი უწევთ: ამერიკულის – 1 იანვარს და ჩინურის – რამდენიმე კვირის მოგვიანებით. ასე რომ, 2-ჯერ მეტი მიზეზი აქვთ სამხიარულოდ. ჩინური დრაკონებიანი ახალი წელი მხოლოდ ტელევიზორში მაქვს ნანახი. სიამოვნებით დავესწრებოდი მსგავს კოსტიურმირებულ წარმოდგენას, ეს ცოტა მრავალფეროვნებას შესძენდა ტრაციდიულ სიტუაციებს. გამოვიდოდი ქუჩაში, გავერეოდი უცნაურად აჭრელებულ და გაუგებარ ენაზე მოყატყატე ბრბოში, მთრთოლვარე ხელით გადავიღებდი გადღაბნილ სურათებს და მერე ბლოგზე დადებას გაურკვეველ მომავლამდე გადავდებდი… ეს იქნებოდა რაღაც ახალი, უჩვეულო შეგრძნებებით დატვირთული დღე. მაგრამ ახლა, როცა ვიცი მოვლენები რა მიმდევრობით შეიძლება განვითარდეს, ჩემი არჩევანი მარტოობაა. მირჩევია ოთახში გამოკეტილმა ყველაზე აბსურდული პოსტების მოფიქრებაში დავხარჯო დრო. ეს მოსაწყენი მომავლისაგან თავის დაღწევის ერთ-ერთი გზაა. დღე ჩაივლის ჩვეულებრივ – ვითომც არაფერი… მე ძველებურად გავაგრძელებ დიალოგს გამოგონილ სამყაროსთან.

თუ თქვენც მოგბეზრდათ ტრადიციული ბღენძი სმა-ჭამა, ჩამომაკითხეთ შეერთებულ შტატებში – ერთად გავექცეთ გადარეულ მსოფლიოს. ანდა 1 იანვრის ღამეს მესტუმრეთ ბლოგზე. აქ არ დაგხვდებათ გოზინაყი, ჩურჩხელები და გემრიელი ტკბილეული. არამედ – ბანალურად არაჩვეულებრივი პოსტები. რას იტყვით?

6 thoughts on “ვითომც არაფერი

    • ნაძვის ხე არც გამხსენებია :)) სადმე კედელზე უნდა მივახატო, გზაბნეული სტუმარი თუ შემოეხეტა, თვალს წყალს დაალევინებს :)))

  1. aris aq firmebi sadac shegidzlia mixvide da naxo partniori da imastan ertad shexvde axal wels. hehe. tu ara da mec marto vxvdebi ra uyot mere🙂

    • საშკა, ფირმა რაში მჭირდება, თვითონაც მოვძებნიდი ვინმეს. არც მწამს მაგ საშუამავლო ფირმების, გაცნობისა და დაოჯახების ცენტრების და ა.შ.😀 მაგრამ ასეთი განწყობა მაქვს და რა ვქნა😀 მეგობრებიც მეპატიჟებოდნენ ვაშინგტონში და ნიუ იორკში…. მაგრამ სახლი ტკბილია😀 წამოდი და დიდი თოვლის პაპა გავაკეთოთ არ გინდა?😀

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s