ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის სტიპენდია


ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი (CEU) აცხადებს მიღებას 2011/2012 სასწავლო წლისთვის, მაგისტრატურასა და დოქტორანტურაში, შემდეგ აკადემიურ ფაკულტეტებსა და პროგრამებზე:

** ეკონომიკა (MA,PhD)
** გარემოს დაცვა და პოლიტიკა (MS, PhD, MS – გარემოს დაცვაში, პოლიტიკასა და მენეჯმენტში)
** გენდერული სწავლება და კულტურა (MA, PhD)
** ისტორია (MA, PhD)
** საერთაშორისო ურთიერთობები და ევროპული მეცნიერებები (MA, PhD)
** სამართალი (LLM, MA, SJD)
** მედიეველისტიკა (MA, PhD)
** ნაციონალიზმის სწავლება (MA, PhD)
** ფილოსოფია (MA, PhD)
** პოლიტიკური მეცნიერება (MA, PhD)
** მათემატიკა (PhD)
** სოცილოგია და სოციალური ანთროპოლოგია (MA, PhD)
** საზოგადოებრივი პოლიტიკა (MA, MAPP).

ძირითადი მოთხოვნები:

სწავლის გაგრძელების მსურველებს უკვე უნდა ჰქონდეთ უმაღლესი განათლება ან უნდა იყვნენ უმაღლესი სასწავლებლის დამამთავრებელ კურსზე და კარგად ფლობდნენ ინგლისურ ენას. ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში მიღება იწარმოებს კონკურსის საფუძველზე. ფილოსოფიისა და მატემატიკის PhD ფაკულტეტებზე სასწავლებლად აგრეთვე მიიღებიან სტუდენტები ბაკალავრის დიპლომით.

ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში მიიღება მხოლოდ ონლაინ საგანაცხადო ფორმა, რომელიც შეგიძლიათ მოიპოვოთ ამა წლის ნოემბრის თვიდან უნივერსიტეტის ვებ გვერდზე: http://www.ceu.hu

განაცხადების შემოტანის ბოლო თარიღებია:

15 ნოემბერი, 2010: მათთვის, ვისაც სურს დაფინანსების მიღება სხვა წყაროებიდან (მესამე მხარე).

24 იანვარი, 2011: მათთვის, ვისაც სურს CEU-ს მიერ ადმინისტრირებული მისაღები გამოცდების (მათ შორის ინსტიტუციონალური ინგლისური ენის (TOEFL) ტესტის) ჩაბარება 2011 წლის 12 მარტს;

14 მარტი, 2011: როგორც სამაგისტრო, ასევე სადოქტორო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველთათვის, ვინც საგანაცხადო ფორმასთან ერთად წარმოადგენს ინგლისური ენისა და სხვა მოთხოვნილი ტესტების ქულებს, გარდა იმ ფაკულტეტებისა, სადაც სპეციფიური ტესტების ჩაბარებაა საჭირო (იურიდიული და მატემატიკის ფაკულტეტები);

30 აპრილი, 2011: მათთვის, ვინც აბარებს საჯარო პოლიტიკის ფაკულტეტის ერთწლიან სამაგისტრო პროგრამაზე, აქვთ ჩაბარებული ინგლისური ენის ტესტი და არ აცხადებენ პრეტენზიას ფინანსურ დახმარებაზე;

10 ივნისი, 2011: იმ აპლიკანტებისათვის, ვინც აბარებს “მატილდას” პროგრამაზე და აპლიკაციის გაგზავნის მომენტში ექნებათ ჩაბარებული ინგლისური ენის ტესტი;

განაცხადების შემოტანის ბოლო ვადები “ერასმუს მუნდუსის” პროგრამებისათვის:

3 იანვარი, 2011: “მესპომ”-ის და “მეფფ”-ის პროგრამების აპლიკანტებისათვის, ვისაც სურს “ა” და “ბ” კატეგორიის სტიპენდიების მიღება; მსურველებს განაცხადის შემოტანის მომენტში უნდა ჰქონდეთ ჩაბარებული უცხო ენის ტესტი; “ერასმუს მუნდუსის” პროგრამის აპლიკანტებს არა ქვთ უფლება CEU-ს მიერ ადმინისტრირებული TOEFL-ის ტესტის ჩაბარებისა;

30 აპრილი, 2011: “მესპომ”-ის და “მეფფ”-ის პროგრამების აპილკანტებისათვის, ვისაც არ სურს დაფინანსებაზე განაცხადის გაკეთება და უკვე აქვთ ჩაბარებული ინგლისური ენის ტესტი;

დაწვრილებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ შემდეგ მისამართზე:

საერთაშორისო განათლების ცენტრი
ჭოველიძის ქუჩა 10, თბილისი
ტელ.: 252615

ჯგუფური კონსულტაციები ჩატარდება ყოველ ორშაბათს, 14:00 სააათზე

One thought on “ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის სტიპენდია

  1. ერასმუს მუნდუსის პროგრამაში როცა აპირებ მონაწილეობის მიღებას iBT toefl წინასწარ უნდა გქონდეს ჩაბარებული?

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s