როგორ მოვემზადოთ ტესტებისთვის


თუ გადაწყვიტე GRE, Toefl, SAT ან სხვა სახის ტესტის ჩაბარება, ბევრი მეცადინეობა მოგიწევს. ეს ტესტები ძირითადად ორიენტირებულია კონკრეტული უნარების შემოწმებაზე (მოსმენილისა და წაკითხულის გაგება, საუბარი და წერა, ან ანალიტიკური აზროვნება). კარგი შედეგის მისაღებად მოსამზადებელ ცენტრში სიარულთან ერთად სხვა სტრატეგიების გამოყენებაცაა საჭირო. (თუმცა მოსამზადებელი ცენტრი ერთ-ერთი არჩევანია, დამოუკიდებლადაც შეიძლება სასურველი ქულის მიღება). ტესტის ნიმუშები ინტერნეტშია ბევრი, შეგიძლია გუგლით მოძებნო, ან Learning.ge-დან ჩამოტვირთო სასურველი წიგნები. სავარჯიშოების კეთება უმეტესდ წიგნში ან კომპიუტერში მოგიწევს, თუმცა არის რაღაცეები, რის გაკეთებასაც ნებისმიერ დროსა და ადგილზე მოახერხებ.

მოსამზადებელ პერიოდში შემდეგ სტრატეგიებს ვიყენებდი:

“მოსიარულე ლექსიკონი” – უცხო სიტყვებს ვიწერდი ფურცლებზე და თან დამქონდა. ტრანსპორტში, ან გაჩერებაზე ლოდინისას, როცა ერთი შეხედვით საქმე არაფერი იყო, ვიღებდი და ვსწავლობდი. დაახლოებით 30 წუთიანი მგზავრობისას ჩემი ლექსიკა 30 ახალი სიტყვით მდიდრდებოდა. ფურცელი იმიტომ ავირჩიე, რომ შეგიძლია დაკეცო და ნებისმიერ ჯიბეში მოათავსო (ოღონდ ნასწავლი სიტყვების ფურცლები უნდა შეინახო, რა იცი რაში გამოგადგება 🙂 )

“კონტექსტური დამახსოვრება” – Toefl-ში ან GRE-ში ზოგი ძალიან რთული და უცნაური სიტყვა მხვდებოდა, რაღაცის 34839-ე სინონიმი. ამიტომ GRE-ში ანალოგიების გაკეთებისას სიტყვებს ვიმახსოვრებდი წყვილებად, თავისი ანტონიმებით. გარდა ამისა, ვცდილობდი, რომელიმე რთულად დასამახსოვრებელი სიტყვა წინადადებით აღმექვა. ხელახლა როცა მხვდებოდა, ადვილად ვიხსენებდი მის მნიშვნელობას.

“ანალოგიური/ასოციაციური დამახსოვრება” – სინონიმთან ან ანტონიმთან ერთად, ანდა მსგავსი ჟღერადობის ან მნიშვნელობის სიტყვით დამახსოვრება.

აუდიო ლექსიკონიLearning.ge-დან ან სხვა რომელიმე საიტიდან ჩამოტვირთე აუდიო-ლექსიკონები, ან პატარა მოთხრობები და მუდმივად უსმინე – გზაში, ძილის წინ, სამზარეულოში ფუსფუსისას, მოსაწყენ ლექციებზეც… 🙂 ასე მოსმენის უნარსაც გაიუმჯობესებ და ლექსიკასაც გაიმდიდრებ.

მოკლედ, ერთადერთი რამ ჩაგაბარებინებს წარმატებით სავალდებულო ტესტებს: სწავლა, სწავლა და გულმოდგინე სწავლა 🙂

წარმატებას გისურვებთ.

Advertisements

18 thoughts on “როგორ მოვემზადოთ ტესტებისთვის

    • არ გამივლია და არ ვიცი რა სირთულისაა. ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, ტოეფელის შესახებ ვიტყვი რომ თვითდისციპლინით ბევრის სწავლა შეიძლება. კერძო მასწავლებლის რამდენიმე გაკვეთილი საკმარისია, რომ არსებული ხარვეზები გამოასწორო (თუ თვლი რომ რაღაც ვერ გამოგდის). ის მიმართულებას მოგცემს, ან ესეებს შეგისწორებს. დანარჩენს შეგიძლია შენითაც მიჰყვე. წიგნშივე წერია მომზადების და სავარჯიშოების გაკეთების სტრატეგიები. (პასუხებიც). ასე რომ ყველაფერი შესაძლებელია 🙂

    • საზღვაგარეთ სწავლა თუ გადაწყვეტილი გაქვს, სხვა სერთიფიკატებზე დროს რატომ კარგავ? აიღე მხოლოდ ის, რაც გჭიდება, გაცილებით სწრაფადაც წახვალ, + ბევრ დროს და თანხასაც დაზოგავ 🙂

    • learning.ge-ზე დევს წიგნები, შეგიძლია ჩამოტვირთო და იმათ მიყვე. ბარონსის გამოცემებით რომ დაიწყო სჯობია, ცოტა რთული ტექსტებია, სამაგიეროდ გამოცდის ჩაბარება გაგიადვილდება 🙂 შეგიძლია შენითაც მოემზადო, შემდეგ ცოტა ხანს იარო კერძო მასწავლებელთან რომ წერის და საუბრის უნარები დახვეწო. ან კურსებზე შეხვიდე, ეგენიც ძალიან ბევრია თბილისში – 2 ან 3 თვე და ფასიანები. გამოცდაზე გასვლის თანხა ცალკე იქნება გადასახდელი – 160$. ეს ოფიციალური გადასახადია, რომელსაც არავინ აფინანსებს.

  1. learning.ge dan ver viwer wignebs, upro swored viwer da sxva ragaceebs mixsni:( da ici ra mainteresebs? dapinansebis shansi arsebobs? da tu dagapinanseben mainc ramdeni gchirdeba tanxa rom waxvide da iswavlo? madlob pasuxistvis

    • წიგნებს გამოგიგზავნი ამ დღეებში მაილზე. თანხა დამოკიდებულია იმაზე, თუ რა დონეზე გინდა სწავლა (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა), ან რომელ ქვეყანაში – ევროპა თუ ამერიკა. სწავლისა და ცხოვრების ხარჯები განსხვავებულია ასევე ქალაქების, სპეციალობების მიხედვითაც. შეიძლება დაგჭირდეს წელიწადში $15-20 ათასი-დან 100-150 000მდე. დაფინანსების შემთხვევაში მოგიწევს ვიზისა და გზის დაფარვა მაინც. თუ უფრო კონკრეტულად მეტყვი სად და რისი სწავლა გინდა, უფრო ზუსტად დაგითვლი თანხას.

    • არ დამვიწყებიხარ… 🙂 ბოლო პერიოდი ძალიან აგდარბენებზე ვარ და ვერ მოვახერხე გამოგზავნა. რამდენიმე წიგნი ჩამოვტვირთე შენთვის )

      • საერთაშორისო სტუდენტები სხვა ყველაფერთან ერთად უნდა აკმაყოფილებდნენ 3 მოთხოვნას:
        – დაფინანსებული იყვნენ ეროვნული დონის მთავრობის წარმომადგენლის მიერ
        – ასაკობრივი ზღვარი – 17-დან 22 წლამდე
        – არ იყვნენ დაქორწინებული, ფეხმძიმე, ან გააჩნდეთ ბაშვების შენახვის იურიდიული ვალდებულება.
        კიდევ არის სხვადასხვა მოთხოვნები – ენის, ფიზიკური მომზადების და ა.შ. მოვიცლი და დავდებ ცალკე პოსტს.

      • eseigi exla gavarkvie tavdacvis saministro apinansebs yvelapers ragaca testebis gavlis shemdeg ra . da ai vrceli inpormacia ar momawodes arc tavdacvis saministroshi arada winaze vinc wavida yvela tavdacvidan iyo inpormirebuli. da didad madlieri dagrchebi tu raime damatebit inpormacias momawvdi amis shesaxeb. didi madloba winaswar.

      • ვინც წასულია მათთან არ შეგიძლია დაკავშირება?

  2. imat iseti grapili aqvt mand varjishis dros dasdevdnen rom interviu aegot da im interviushi magastan dakavshirebit araperi weria.

  3. dzalian ki shegawuxet magram kidev ert kitxvaze gamecit pasuxi. ai exla vapireb toifelistvis mzadebas, inglisurshi erovnulebze 65 qula avige (chemit) . ai exla rom chavujde da kargad vimecadino mondomebit. ramden xanshi shevdzleb kargi qulistvis momzadebas. unda mivide specialur centrshi sadac toifelistvis amazadeben da mand unda movemzado. 6 tve meyopa daaxloebit? ps. advilad vitviseb inglisur enas. winaswar didi madloba.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s