ედინბურგის უნივერსიტეტის სტიპენდია


ღია საზოგადოების ფონდები და ედინბურგის უნივერსიტეტი აცხადებენ კონკურს 2011-2012 აკადემიურ წელს ერთწლიანი სტიპენდიის მოსაპოვებლად, ედინბურგის უნივერსიტეტში, შემდეგ სამაგისტრო პროგრამებზე სასწავლებლად:

** პოლიტიკური სწავლებანი (MSc in Policy Studies)
** ნაციონალიზმის სწავლებანი (MSc in Nationalism Studies)
** პოლიტიკური თეორია (MSc in Political Theory)
** სოციალური კვლევა (MSc in Social Research)
** სოციალური ანთროპოლოგია (MSc in Social Anthropology)
** შედარებითი საზოგადოებრივი პოლიტიკა (MSc in Comparative Public Policy)
** გლობალური ჯანდაცვა და საზოგადოებრივი პოლიტიკა (MSc in Global Health and Public Policy)
** ჯანდაცის უთანასწორობა და საზოგადოებრივი პოლიტიკა (MSc in Health Inequalities and Public Policy
** ჯანდაცვის სისტემები და საზოგადოებრივი პოლიტიკა (MSc in Health Systems and Public Policy).

ძირითადი მოთხოვნები:

პროგრამაში მონაწილეობის მსურველები:

** უნდა იყვნენ საქართველოს მოქალაქენი და განაცხადის შემოტანის მომენტში უნდა ცხოვრობდნენ საქართველოს ტერიტორიაზე. კონკურსში არ დაიშვებიან ის პირები, რომლებიც დროებით იმყოფებიან ქვეყნის გარეთ სამ თვეზე მეტი ვადით;
** ბრწყინვალედ უნდა ფლობდნენ ინგლისურ ენას;
** უნდა ჰქონდეთ მინიმუმ ბაკალავრის ხარისხი ან სწავლობდნენ დამამთავრებელ კურსზე;
** არ უნდა ჰქონდეთ მიღებული დიდი ბრიტანეთის სამთავრობო გრანტი;
** გრანტის ვადის გასვლის შემდეგ უნდა დაბრუნდნენ საქართველოში სწავლის ან სამუშაოს გასაგრძელებლად.

ედინბურგის უნივერსიტეტის სტიპენდიის მოპოვება იწარმოებს კონკურსის საფუძველზე.

განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 1 თებერვალი, 2011 წ.

დამატებითი ინფორმაციისა და საგანაცხადო ფორმებისათვის მიმართეთ შემდეგ მისამართზე:

საერთაშორისო განათლების ცენტრი
ჭოველიძის ქ. 10, თბილისი
საკონტაქტო ტელეფონი: 252615
ვებ-გვერდი: http://www.cie.ge

ჯგუფური კონსულტაციები ჩატარდება ყოველ სამშაბათს, 15:30 საათზე.

4 thoughts on “ედინბურგის უნივერსიტეტის სტიპენდია

  1. სამაგისტრო პროგრამები ბიზნესზე და მენეჯმენტის პეციალობებზე რატოა ასე იშვიათი?

    • იშვიათი არაა, თითქმის ყველა დიდ უნივერსიტეტს აქვს, მოძებნა უნდა ხოლმე. მე ასე შერჩევით არ ვეძებ, თუ რამეს წავაწყდები, ან უკვე მაქვს ინფო პროგრამის შესახებ, იმას ვდებ ბლოგზე. ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტს აქვს, მაგრამ როგორც მახსოვს ნაწილობრივ აფინანსებს.

  2. http://www.gradschools.com/ ერთი კითხვა და თხოვნა მაქ. ამ საიტის შესახებ თუ შეგილია რაიმე ინფო დადო. ეს როგორც მივხვდი არის ამერიკის უნივერსიტეტების ბაზა, როგორ უნდა მოვძებნოთ აქ სტიპენდია? თითოეული უნის საიტზე უნდა შევიდე და ვნახო თუ აქვთ უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთის რაიმე სახის სტიპენდია?

    • მანდ არა მხოლოდ ამერიკა… ევროპა, ახალი ზელანდია, მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნის უნივერსიტეტი შეგიძლია მოძებნო. + სასწავლლ პროგრამები და ა.შ. კიდევ ერთი-ორი კარგი საძიებო სისტემაა და…🙂 დავწერ მაგაზეც🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s