სტიპენდია – ესექსის უნივერსიტეტი


ღია საზოგადოების ინსტიტუტი და ესექსის უნივერსიტეტის ადამიანის უფლებების დაცვის ცენტრი აცხადებენ კონკურს 2011-2012 აკადემიური წლისათვის ერთწლიანი სტიპენდიების მოსაპოვებლად ესექსის უნივერსიტეტის მაგისტრატურაში, შემდეგ დარგებში სასწავლებლად:

** ადამიანის უფლებები (პრაქტიკა და თეორია) – MA
** ადამიანის უფლებები და კულტურული განსხვავება – MA
** საერთაშორისო სამართალი ადამიანის უფლებებსა და ჰუმანიტარიზმში – LLM
** საერთაშორისო სამართალი ადამიანის უფლებებში – LLM.

ძირითადი მოთხოვნები:

პროგრამაში მონაწილეობის მსურველები:

** უნდა იყვნენ საქართველოში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები;
** უნდა იყვნენ დამამთავრებელ კურსზე ან უნდა ჰქონდეთ მინიმუმ ბაკალავრის ხარისხი შესაბამის დარგში;
** უნდა ფლობდნენ ინგლისურ ენას (კონკურსის ფარგლებში საჭირო იქნება ინგლისური ენის ტესტის IELTS ჩაბარება. საბოლოო გამსვლელი ქულაა 7,0; თითოეულ სექციაში არა ნაკლებ 6,5 ქულისა);
** პრაქტიკული გამოცდილება შესაბამის სფეროში მიღებულ იქნება მხედველობაში;
** არ უნდა იყვნენ საქართველოში “საერთაშორისო განათლების ცენტრისა” და “ღია საზოგადოების ინსტიტუტის” თანამშრომლები, რომლებიც უშუალო კავშირში არიან საგრანტო სასწავლო პროგრამებთან, ასევე მათი ნათესავები;
** სწავლის დამთავრების შემდეგ უნდა დაბრუნდნენ საქართველოში;

ესექსის უნივერსიტეტის სტიპენდიის მოპოვება იწარმოებს კონკურსის საფუძველზე.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 2011 წლის 17 იანვარი.

დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ უნივერსიტეტის ვებსაიტზე:

http://www.essex.ac.uk
http://www.sx.ac.uk
http://www.essex.ac.uk/hrc
http://www.sx.ac.uk/hrc

ან საერთაშორისო განათლების ცენტრის ვებ გვერდზე: http://www.cie.ge

საგანაცხადო ფორმებისათვის შეგიძლიათ მიმართოთ შემდეგ მისამართზე:

საერთაშორისო განათლების ცენტრი
ფონდი “ღია საზოგადოება საქართველო”-ს შენობა
თბილისი, ჭოველიძის 10
საკონტაქტო ტელეფონი: 252615

ჯგუფური კონსულტაციები ჩატარდება ყოველ სამშაბათს, 14:30 საათზე.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s