სტიპენდიების პროგრამა – AUBG


ამერიკული უნივერსიტეტი ბულგარეთში (AUBG) აცხადებს კონკურსს ღია საზოგადოების ინსტიტუტის მიერ დაწესებული სტიპენდიის მოსაპოვებლად 2011/2012 სასწავლო წლისათვის შემდეგ საბაკალავრო ფაკულტეტებზე:

** ბიზნეს ადმინისტრაცია
** ეკონომიკა
** კომპიუტერული მეცნიერებები
** ისტორია და ცივილიზაცია
** საინფორმაციო სისტემები
** ჟურნალისტიკა/მასობრივი კომუნიკაციები
** პოლიტიკური მეცნიერება/საერთაშორისო ურთიერთობები
** მათემატიკა.

უნივერსიტეტში სწავლა ოთხწლიანია. ღია საზოგადოების ინსტიტუტი აბიტურიენტებს სთავაზობს როგორც სრულ სტიპენდიას, ასევე ნაწილობრივ ფინანსურ დახმარებასაც.

ღია საზოგადოების ინსტიტუტის სრული სტიპენდია ფარავს სწავლის, ცხოვრებისა და სტუდენტური აქტივობისათვის განკუთვნილ თანხებს. სტუდენტს გადასახდელი ექნება ვიზის, მგზავრობის, კვების, წიგნების, ჯანმრთელობის დაზღვევისა და ბულგარეთში დროებით ცხოვრების უფლების ღირებულება. ნაწილობრივი ფინანსური დახმარების ოდენობა კი დამოკიდებული იქნება აპლიკანტთა აკადემიურ მოსწრებასა და მათი ოჯახების ეკონომიურ მდგომარეობაზე.

პროგრამაში მონაწილეობის მსურველები უნდა სწავლობდნენ საშუალო სკოლის დამამთავრებელ კლასში ან იყვნენ აბიტურიენტები. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ პირველი კურსის სტუდენტებსაც. უნივერსიტეტში სწავლება მიმდინარეობს ინგლისურ ენაზე. მიღება იწარმოებს კონკურსის საფუძველზე. აბიტურიენტები აბარებენ TOEFL-სა და SAT ტესტებს.

ბულგარეთის ამერიკული უნივერსიტეტის საგანაცხადო ფორმა შეგიძლიათ მოიპოვოთ უნივერსიტეტისა დასაერთაშორისო განათლების ცენტრის ვებ-გვერდებზე: www.aubg.bg და www.cie.ge

საბუთები და საგანაცხადო ფორმები საერთაშორისო განათლების ცენტრში მიიღება 2010 წლის 17 დეკემბრამდე.

ასევე შეგიძლიათ უნივერსიტეტში გაგზავნოთ ონ-ლაინ საგანაცხადო ფორმა 2011 წლის 1 იანვრამდე.

დეტალური ინფორმაციისათვის მიმართეთ შემდეგ მისამართზე:

საერთაშორისო განათლების ცენტრი
თბილისი, ჭოველიძის ქუჩა 10 (ყოფ. ბელინსკის)
საკონტაქტო ტელეფონი: 25 26 15

ჯგუფური კონსულტაციები ჩატარდება ყოველ ორშაბათს, 15:00 საათზე.

10 thoughts on “სტიპენდიების პროგრამა – AUBG

  1. როგორც ვიცი ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტიც აცხადებს სტიპენდიებს, თუ შეგილია ერთი პოსტი ამ სტიპენდიასაც რო მიუძღვნა, როდისაა დედლაინი ვერ გავიგე😦

    • სხვადასხვა დედლაინი აქვს. https://www.ceu.hu/admissions/2011-2012
      ამ დღეებში მოვიცლი და დეტალებში მაგაზეც დავწერ. ისე, თქვენც თუ იპოვით რამე სასწავლო სტიპენდიას, ან სტაჟირებას, დაწერეთ და დავდებ ბლოგზე.

    • ერთი კვირა ძალიან ბევრი საწერი მაქვს, და ჯერჯერობით ისეთ პოსტებს ვერ დავწერ, რომელსაც ინფორმაციის მოძიება სჭირდება. მაგრამ შევეცდები მალე დავდო. მანამდე თუ თქვენ რამეს იპოვით, მომწერეთ და გამოვაქვეყნებ.🙂

    • საერთაშორისო განათლების ცენტრის ოფისში მიაკითხე, იქ მოგცემენ და დაგაკვალიანებენ კიდეც🙂

      ინგლისურ ფილოლოგიაზე ბევრი პროგრამაა, მასწავლებლებისთვის – კიდევ უფრო მეტი. ჩაჯდომა და მოძებნა უნდა. შეგიძლია gradschools.com გამოიყენო ან უბრლოდ დაგუგლო

  2. AUBG საბუთები ცოტა ვერ გავიგე, ფინანსური რამდენი რამე უნდა დამაბნია და ვერც მივხვდი ზუსტად და შეგიძლია დაწვრილებით დაწერო რა საბუთია საჭირო. და კიდევ ნიშნების ფურცელს GPA რომ ითხოვენ როგორ უნდა გამოვთვალო?

  3. ხომ არ იცი წლიური გადასახადი რამდენია აუბგ-ში?

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s