სწავლა საზღვარგარეთ: როგორ დავიწყოთ


თუ გჭირდებათ დახმარება:

  • სამოტივაციო წერილის დაწერაში
  • სარეკომენდაციო წერილის დაწერაში
  • უნივერსიტეტის შერჩევაში
  • საუნივერსიტეტო აპლიკაციის შევსებაში

დამიკავშირდით ტელეფონის ნომერზე: 591077488

მომსახურება იქნება ფასიანი

———————-

საზღვარგარეთ სასწავლებლად წასვლა ხანრძლივი და, შეიძლება ითქვას, რუტინული პროცესია. იგი დაახლოებით 12-18 თვით ადრე უნდა დაიწყო და შემდეგ ეტაპებს მოიცავს:

1. სპეციალობის განსაზღვრა, რომელზეც გსურს სწავლის გაგრძელება. ეს შეიძლება იყოს უკვე დაუფლებულისაგან განსხვავებული სპეციალობა ან მისი რომელიმე სპეციფიკური სფერო. სასურველია ზუსტად იცოდე რისი სწავლა გინდა, ამით გაცილებით გაადვილდება უნივერსიტეტის შერჩევა, იმიტომ რომ თითოეული უნივერსიტეტი უნიკალურ სასწავლო პროგრამას სთავაზობს – ძალიან ზოგადიდან დაწყებული ვიწრო სპეციალობამდე. ზოგჯერ ეს არჩევანი განსაზღვრავს გეოგრაფიულ არეალსაც – არის ისეთი პროფესიებიც, რომელსაც ძალიან იშვიათად შეხვდებით მაგალითად, MBA ენერგეტიაკში, კარგი პროგრამით, ბრიტანეთის სულ რამდენიმე სკოლაში შეიძლება ნახოთ.

2. სასურველი ქვეყნის შერჩევა – ყველა ქვეყანას განსხვავებული ტიპის სასწავლო პროგრამები, სასწავლო პროცესი და პრიორიტეტები აქვთ. ევროპული და ამერიკული სისტემები ბევრ სხვადასხვა სერვისს სთავაზობენ სტუდენტებს. ამერიკაში მაგისტრატურაზე სწავლა 2 წლიანია, ბრიტანეთში – მხოლოდ ერთი. ამერიკის უნივერსიტეტში სტაჟირება შეიძლება სავალდებულო იყოს, ევროპაში – სასურველი. მოკლედ, კარგად უნდა დაფიქრდე სანამ გადაწყვეტ სად გინდა სწავლის გაგრძელება.

3. უნივერსიტეტის შერჩევაც არანაკლებ მნიშვნელოვანია. კრიტერიუმები შეიძლება იცვლებოდეს სხვადასხვა პრიორიტეტის მიხედვით – სტიპენდიის აღების შესაძლებლობა, პრესტიჟულობა, მდებარეობა და ა.შ. ამ საკითხის შესახებ ვრცელი პოსტი იხილეთ აქ.

4. ტესტების ჩაბარება: ენის ცოდნის დამადასტურებელ ტესტს ყველა უნივერსიტეტი ითხოვს. ინგლისური ენისათვის ესენია TOEFL და IELTS. მათ შორის არჩევანის გაკეთება იმაზეა დამოკიდებული, თუ სად აპირებ სწავლის გაგრძელებას, ამერიკაში TOEFL არის გავრცელებული, ევროპაში – IELTS. არის უნივერსიტეტები, რომლებიც ორივე შედეგებს იღებენ, თუმცა კარგად უნდა შეამოწმოთ სასურველი უნივერსიტეტის საიტზე, შეიძლება იგი მკაცრად ითხოვდეს მხოლოდ ერთი მათგანის გაგზავნას. ტესტის ჩაბარებაზე ზრუნვა სასურველია დაახლოებით 12-18 თვით ადრე დაიყოთ. ეს პერიოდი მოსამზადებელ დროსაც მოიცავს და მისი მიღების ლოდინსაც. როგორც წესი, საგამოცდო შეფასების მიღებას 4-6 კვირა სჭირდება, ამიტომ გამოცდის დაგეგმვისას ეს დროც მხედველობაში გქონდეს. უნივერსიტეტში საბუთების გაგზავნისას ტესტის შედეგები უკვე უნდა გაგაჩნდეს. სხვა სახის ტესტები, რომელიც შეიძლება დაგჭირდეს ამერიკულ მაგისტრატურასა და დოქტორანტურაში, არის GRE და GMAT. TOEFL-ისა და IELTS-ისაგან განსხვავებით, რომელსაც მოქმედების ვადა მხოლოდ 2 წელი აქვთ, GRE-ის ქულები 5 წლის განმავლობაში გამოიყენება.

5. შემდეგ ეტაპზე, როდესაც სასწავლო პროგრამა და კონკრეტული უნივერსიტეტი უკვე არჩეულია, ხდება საბუთების გაგზავნა. უმეტეს შემთხვევაში საბუთების ჩამონათვალი შეიცავს: 1. აპლიკაციას უმეტეს შემთხვევაში ონლაინ ფორმის შევვესაბაა საჭირო. 2. სააპლიკაციო გადასახადს, რომელიც თითოეული უნივერსიტეტისათვის ინდივიდუალურია. შეიძლება იყოს 25-დან 125 დოლარამდე, ზოგჯერ მეტიც. 3. რეკომენდაციებს, სასურველია ყოფილი ლექტორებისგან ან მასწავლებლებისგან, რომელიც მოახდენენ სტუდენტის აკადემიური მოსწრების შეფასებას. უნივერსიტეტები ითხოვენ 2 ან 3 სარეკომენდაციო წერილს, ონლაინ, პირდაპირ ლექტორის ელფოსტიდან ან ჩვეულებრივი ფოსტით დაბეჭდილის გაგზავნას. 4. სამოტივაციო წერილს, რომელიც ხსნის აპლიკანტის მისწრაფებას – თუ რატომ უნდა კონკრეტულ უნივერსიტეტში ამ კონკრეტული სპეციალობის დაუფლება. 5. ნიშნების ფურცელს – ყველა იმ სასწავლო დაწესებულებიდან, სადაც აპლიკანტს უსწავლია. სამაგისტრო პროგრამისათვის აუცილებელია მხოლოდ ბაკალავრიატის ნიშნები, ბაკალავრიატში ჩაბარებისას – სკოლის ნიშნები. 6. ტესტების შედეგებს –TOEFL ან IELTS, GRE ან GMAT. 7. დოქტორანტურაზე ჩაბარების მსურველებისგან უნივერსიტეტების უმრავლესობა ასევე ითხოვს აკადემიური ესსეს ნიმუშს. მისი მოცულობა შეიძლება იყოს 1000-დან 20 000 სიტყვამდე.

მოკლედ, საზღვარგარეთ სწავლისათვის მზადებას ბევრი შრომა და კიდევ უფრო მეტი დრო სჭირდება. არ არსებობს იმის გარანტია, რომ კონკრეტული უნივერსიტეტი აუცილებლად ჩაგრიცხავს და თანაც მთლიანად დაგიფინანსებს სწავლისა და ცხოვრების ხარჯებს. ჩემი შარშანდელი სტატისტიკა ასეთია: საბუთები მქონდა გაგზავნილი 3 უნივერსიტეტში და ედმუნდ მასკის სამაგისტრო პროგრამაში. აქედან ერთმა უარი მომწერა, მეორემ ნიშნების ფურცელი დამიკარგა და ისე გვიან გამაგებინა, აზრი არ ჰქონდა ხელახლა გაგზავნას. თან უკვე მასკის პასუხი ვიცოდი და ზედმეტად თავი აღარ შემიწუხებია. პენსილვანიის უნივერსიტეტმა ჩამრიცხა და გადასახადების დაახლოებით 1/3 დაფინანსება შემომთავაზა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან სასურველი პროგრამა ჰქონდათ, უარის თქმა მომიწია, რამდენადაც ჩემი სპეციალობა პრეზიდებტის ფონდის პრიორიტეტებში არ აღმოჩნდა. სამაგიეროდ მასკის ფინალისტი გავხდი და მაინც ჩამოვედი ამერიკულ უნივერსიტეტში. თქვენც გირჩევთ, რომ რამდენიმე უნივერსიტეტში ერთდროულად გაგზავნოთ საბუთები. ამით საზღვარგარეთ სწავლის შანსებს ზრდით.

წარმატებას გისურვებთ. 🙂

39 thoughts on “სწავლა საზღვარგარეთ: როგორ დავიწყოთ

  1. ერთი კითხვა მაქ, აპლიკაციის გადარჩევის დროს რამდენად აქცევენ ასაკს ყურადღებას?

    • არც ერტი უნივერისტეტის შეფასების კრიტერიუმში არ მინახავს ასაკი. ითვალისწინებენ კონკრეტული პროგრამისათვის აპლიკანტის მზაობას, ენს ცოდნას, სამუშაო გამოცდილებას, სოციალურ აქტოვობებს, კონფერენცია-სემინარებს. ასე რომ თუ აჩვენებ რომ ზუსტად შეეფერები პროგრამას, სხვა კანდიდატებთან შედარებით უპირატესობას ნამდვილად მოგანიჭებენ, მიუხედავად ასაკისა

  2. ერთი კითხვა მაქვს და ძალიან გთხოვ მიპასუხე :)ამერიკაში ვარ უკვე 6 თვეა და ჩაბარება მინდა pace university ში და რა როგორ უნდა შევავსო? საქართველოდან გასაგებია როგორც ხდება შვსება და აქ თუ იცი როგორ ხდება მომწერე რა…: ))

    • სად გინდა ჩაბარება, ბაკალავრიატში თუ მაგისტრატურაში? უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის ერთნაირი პროცედურებია, მნიშვნელობა არ აქვს სად იქნები – საქართველოში თუ ამერიკაში. ანუ ტოეფელისა და GRE ჩაბარება მაინც დაგჭირდება მაგისტრატურისათვის, SAT – ბაკალავრიატში + სააპლიკაციო დოკუმენტების შევსება, სააპლიკაციო გადასახადი და ა.შ.

  3. ევროპული ბიზნეს მენეჯმენტი* (ებმ)

    ეძებ მაღალი დონის ხარისხის პროგრამას, რომელიც საშუალებას მოგცემს იმუშაოთ ავსტრიულ საერთაშორისო გაერტიანებების შვილობილ კომპანიებთან? ავსტრიულ კომპანიებს აქვთ საკმაოდ დიდი რაოდენობით უცხოური ინვესტიციები და ოპერაციები მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რომელშიც სპეციფიკური ფოკუსი კეთდება აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებზე. იმისათვის, რომ ეს ოპერაციები უფრო წარმატებულად განახორციელონ , პრაქტიკული, პროფესიონალური და საერთაშორისო გამოცდილების მქონე კვალიფიციური პიროვნებები მენეჯმენტში ძალიან მიმზიდველნი არიან ავსტრიული ბისნესებისთვის. ჩვენი საკმაოდ ახლო ურთიერთობით ავსტრიულ მრეწველობასთან, თქვენ გექნებათ შესაძლებლობა, რომ დაამყაროთ დასაფასებელი ურთიერთობა პოტენციურ დამსაქმებელთან სტაჟირების, კომპანიის პროექტებისა და თქვენი ბაკალავრის დისერტაციის საშუალებით. ეს ხელს შეუწყობს პრაქტიკულ გაგებას შეაბამის ბიზნეს საკითხებში.
    სრული ებმ პროგრამა ისწავლება ინგლისურ ენაზე. დამატებით, უცხო ენად თქვენ გექნებათ გერმანული ენის შესწავლის საშუალება, იმისათვის რათა შეგეძლოთ ორგანზაციაში ნებისმიერი დონის ეფექტური ურთიერთობის ჩამოყალიბება.

    კარიერის მოკლე მიმოხილვა

    ებმ ხარისხით თქვენ შესანიშნავად იქნებით მომზადებულნი საერთასშორისო კარიერისთვის ევროპის მრავალეროვნული კორპორაციების შვილობილ კომპანიებში /საერთო საწარმოებში. ეს არის მენეჯერული გამოწვევა შესყიდვაში, წარმოების მართვაში, ლოჯისტიკაში თუ იმპორტ-ექსპორტის მართვაში, თქვენ მიიღებთ საჭირო ცოდნას და პრაქტიკულ უნარს ებმ სასწავლო პროგრამის საშუალებით.
    სიღრმისეული თემა მეწარმეობაშიუზრუნველყოფს შესანიშნავ საფუძველს თქვენთვის, რომ შექმნათ საკუთარი ბიზნესი ან ერთად შეხვიდეთ ბაზარზე, როგორც დასაქმებული მენეჯერი.

    სწავლის აქცენტი

    ზირითადი კომპეტენციები რომლეთაც ამ პროგრამის საშუალებით მოიპოვებთ არის:
    >> ფუნქციური მიმოხილვა: თქვენ მიიღებთ დეტალურ განათლებას მენეჯმენტის ყველაზე მნიშვნელოვან ფუნქციურ ნაწილში როგორიცაა: შესყიდვები, ლოჯისტიკა, წარმოების მართვა, მარკეტინგი, ადამიანური რესურსები და ფინანსები.
    >> ენთერპრენუარშიფი (მეწარმეობა) : ყველაფერი, რაც საჭიროა ბიზნესში პირეველი ნაბიჯების განსახორციელებლად ან თქვენი საკუთარი ბიზნესის დასაწყებად.

    >> ორგანიზაციული ქცევა: მენეჯმენტში „ფსიქო-ლოგიკის“ შესწავლა, როგორ განვავითაროთ AUTHORITY და როგორ გავხადოთ ჩვენი ქცევა წარმატებული და chalanging setting საერთაშორისო კორპორაციაში.
    >> საინფორმაციო ტექნოლოგიები: IT სისტემისა და ინტერნეტ ბისნესის (e-business) ფუნქციებისა და მათი ზოგადი სახის შესწავლა.
    >> ენები: სრული პროგრამე შეისწავლება ინგლისურ ენაზე. ამასთან ერთად ჩატარდება ინტენსიური გერმანული ენის შემსწავლელი ტრენინგები.
    >> სოციალური უნარ-ჩვევები: ჩვენ ჩაგიტარებთ ტრენინგებს რათა დაგეხმაროთ გაუმკლავდეთ მართვის სხვადასხვა რთულ სიტუაციებს. თქენ ასევე მომზადებულნი იქნებით სპეციფიკური გამოწვევებისთვის მართვასა და ლიდერობაში.
    >> პრაქტიკული უნარ-ჩვევები: პროგრამის სრული მიმდინარეობის დროს საშუალებას მოიგცემთ გაიაროთ სტაჟირება, ჩაერთოთ კომპანიის პროექტში და სხვადასხვა სახის ლექციებში.
    >> სპეციალიზაცია: შესაძლებლობა დახელოვნდე ბოლო ორი სემესტრის განმავლობაში გამომდინარე თქვენი კარიერული მოლოდინიდან ერთ კონკრეტულ ბიზნეს ფუნქციაში ჩვენს უნივერსიტეტში ან ჩვენს 100-ზე მეტ პარტნიორ უნივერსიტეტში, რომლებთანაც ჩვენ ვთანამშრომლობთ.

    ხარისხი: ბიზნეს ხელოვნების ბაკალავრი
    ხანგრძლივობა: 6 სემესტრი (180 ECTS კრედიტი)
    დაშვებისთვის საჭირო მოთხოვნები: უნივერსიტეტში შესვლისათვის საჭირო კვალიფიკაცია (მაგ. A-levels, უნივერსიტეტში შესვლის წინა სერთიფიკატი, completed vocational matriculation exam )

    დაშვებისთვის საჭირო პროცედურები: ყველა საჭირო საბუთის გამოგზავნა, ინტერვიუ.
    სტაჟირება: ავსტრიაში ან საზღვარგარეთ.
    სპეციალური მოთხოვნები: სრული პროგრამა მიმდინარეობს ინგლისურად. შესაძლებლობა, რომ ისწავლოთ საზღვარგარეთ ბოლო ორი სემესტრის განმავლობასი.

    ამ უნივერსიტეტში ვიყავი სასწავლებლად მე თვითონ. ახლა კი ვეხმარები მათ ქარტველი სტუდენდების მოზიდვაში. სწავლა არის სრულიად უფასო. ვისაც დაგაინტერესებთ მომწერეთ და აპლიკაციების შევსებაცაა შესაზლებელი. ასაკს არ აქვს მნიშვნელობა. ამ პროგრამაში შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ როგორც აბიტურიენტებმა ასევე სტუდენტებმა ან უკვე კურსდამთავრებულებმა. ერტ ერტი მთავარი ფაქტორია ინგლისური ენის კარგად ცოდნა.

    თუ რამიმე კითხვები გექნებათ მომწერეთ 🙂
    nini.aleksishvili@yahoo.com

  4. gamarjobat 🙂
    რაიმე იმფორმაცია არ გაქვთ,როგორ შეიძლება (მაგ: გერმანიაში) სამედიცინო განათლების მიღება? რომელ უნივერსიტეტს რა მოთხოვნები აქვს და ა.შ…
    გმადლობთ წინასწარ,ძალიან კარგი ბლოგია,წარმატებები
    🙂

    • ამ პოსტში მოცემულ ირჩევები უნდა გაითვალისწინო. “სასარგებლო ბმულების” გვერდზე ნახავ ლინკებს, სადაც უნივერსიტეტების მოძებნა შეგიძლია. ეს ან თავად უნდა გააკეთო, ან შესაბამის სააგენტოს მიმართო. იმიტომ რომ ძალიან შრომატევადი პროცესია. უნდა შეხვიდე თითოეულ ვებ-გვერდზე, ნახო სპეციალობები, პროგრამები, გადასახადები ყველას განსხვავებული აქვს და ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული: რომელ ქვეყანაშია, რომელ შტატში, რამდენად პრესტიჟულ სკოლად ითვლება, რა დონეზე გინდა სწავა: ბაკალავრიატზე თუ მაგისტრატურაზე და ა.შ.

  5. ამერიკაში მინდა წასვლა ბაკალავრიატში სასწვლებლად. მინდა ტექნოლოგიური კოლეჯი ან უნივერსიტეტი, მიჩიგანის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მსგავსი და იქნებ ვინმემ მირჩიოთ როგორ..

  6. ინგლისის რომელ უნივერსიტეტშია ლინგვისტიკის სამაგისტრო პროგრამა, ხომ არ იცით?

    • gradschools.com-ით შეგიძლია მონახო კონრეკრეტული პროგრამები. ქვეყნების მიხედვით გაძებნინებს სპეციალობებს.

  7. მე გირჩევთ, რომ მიმართოთ გამოცდილ სააგენტოს, რომელიც დაგეხმარებათ როგორც საბუთების მომზადებაში, ასევე სასურველი კურსის და სკოლის შერჩევაში, რომელსაც ურთიერთობა ექნება ევროპის, თუ მსოფლიოს სხვადასხვა სასწავლებელთან, ვფიქრობ ესეთი სააგენტოს პოვნა რთული არ არის შედიხართ გუუგლში და ძიების გრაფაში წერთ: “სწავლება საზღვარგარეთ”, ასე რომ გაითვალისწინეთ, დაზოგეთ დრო და ნერვები….კონსულტაცია შემიძლია პირადად გაგიწიოთ, მსურველებს შეგიძლიათ მომწეროთ….წარმატებებს გისურვებთ! :–)

    • პატივცემულო “სწავლება”-სა და “სწავლას” შორის დიდი განსხვავებაა. სწავლება გულისხმობს რომ შენ მიდიხარ და სხვებს უკითხავ ლექციებს. აქ კი ის ხალხი შემოდის ვისაც თვითონ უნდა ლექციებზე ჯდომა და სხვების მოსმენა.

      ისიც მიამატე რომ შენს მიერ ხსენებული სააგენტოების მომსახურება არის ფასიანი. და საკმაოდ ძვირი ღირს. + კიდევ ბევრ არასაჭირო მომსახურებას გტენიან.

  8. არსებობს თუ არა პროგრამები რომელიც ბაკალვრიატს დააფინანსებს?

    • ბლოგზე დევს ლინკი სადაც ბაკალავრიატის სტიპენდიებზეა საუბარი. ჩაათვალიერე და იპოვი.

  9. აქცევენ თუ არა ყურადღებას ბაკალავრიატი რომელ უნივერსიტეტში დაამთავრე? როგორც ვიცი საქართველოს კერძო უნივერსიტეტებს ბევრი უცხოური უნივერსიტეტი არ ცნობს

    • სახელმწიფო უნივერსიტეტებზე არანაირი პრობლემა არ არის. როგორც ვიცი აკრედიტებული უნივერსიტეტი უნდა იყოს. კონკრეტულ ქვეყანაში უნდა შეამოწმო. ჩემი მეგობრის სდასუს დიპლომი გერმანიაში არ სცნეს. რომელ უნივერსიტეტში სწავლაც გინდა, მისწერე მათ და კონკრეტულ პასუხს ისინი მოგცემენ.

      • სააპლიკაციო ფორმა ყველა უნივერსიტეტს ინდივიდუალური აქვს. შეგიძლია ჩამოტვირთო ან შეავსო ონლაინ. საიტებზე უდევთ.

    • ყველა ინგლისურენოვანი უნივერსიტეტი ითხოვს ენის ცოდნის დამადასტურებელ ტესტებს ანუ ტეოფელი და IELTS. ან შეგიძლია ჩეხურადაც ისწავლო 🙂

  10. ბაკალავრზე მინდა წასვლა ანუ მეორე კურსზე გადავედი და მომავალ წელს მინდა , რომ წავიდე. ეს ორი წელი არ ჩამეთვლება ხო ? და კიდევ ხომ ვერ მეტყოდი დაფინანსება როგორ მოვიპო რეჟისურა ძალიან ძვირია ყველგან 😦

    • უნივერსიტეტს გააჩნია, ზოგი ნებას იძლევა გადაიტანო კრედიტები, ზოგი არა. საიტზე უნდა ნახო, ან უშუალოდ მოწერო.
      დაფინანსებაზეც ძირითადად უნის საიტებზე უნდა ნახო, მე არ ვიცი ფონდები რომლებიც რეჟისურაზე სწავლას აფინანსებენ. რომ დაგუგლო ნახავ ალბათ.

  11. სალამი!
    ძალიან სასარგებლო ინფორმაცია დადეთ! თუ წინააღმდეგი არ იქნებით კითხვით მოგმართავთ:
    მეცხრე კლასელი გოგონა მყავს, რომელიც კარგად ფლობს ინგლისურ ენას, ოცნებობს ინგლისში კოლეჯში სწავლაზე. იქნებ მირჩიოთ მომავლისთვის (თუ ხართ საქმის ყურში) სად შეიძლება მოვიძიოთ პროგრამებზე ინფორმაცია , სადაც კონკურსების მეშვეობით სწავლის უფასო პროგრამებია და იქნებ იცოდეთ ენის რა დონეზე ცოდნაა საჭირო იმისთვის, რომ კონკურსში მიიღოს მონაწილეობა.აქაც IELTS-ი იქნება საჭირო?
    ბოდიშს გიხდით თუ ცოტა უაზრო კითხვებს გისვამთ, მაგრამ მინდა მზად ვიყო და დიდი მადლობელი დაგრჩებით თუ წინასწარ მომაწვდით ინფორმაციას

  12. მოგესალმები,
    თუ შესაძლებელია იმ სააგენტოების კოორდინატები ჩამოწეროთ,რომლებიც ეხმარებიან სტუდენტებს საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელებაში?
    დიდი მადლობა წინასწარ

  13. ყველაზე კარგი ადამიანის ბლოგი… მადლობა დახმარებისთვის. შენ წარმოდგენაც არა გაქ რამდენს ეხმარები ამით

  14. პირდაპურ საბაკალავრო პროგრამაზე მოხვედა როგორ ხდება

    • პირდაპირ აგზავნი საბუთებს სასურველი უნივერსიტეტის სასურველ სპეციალობაზე. ძირითადად ონლაინ აპლიკაციებს იღებენ.

  15. ერთი წელი მეყოფა რომ ყვრლაფერი გავაკეთო? რა რის მერე გავაკეთო? დაბნეული ვარ ძალიან.

    • გამარჯობა თაკო. თუ სურვილი გექნება ონლაინ შეხვედრა შეგვიძლია დავგეგმოთ და შევეცდები შენს კითხვებს ვუპასუხო

  16. Pingback: სწავლა საზღვარგარეთ: ხშირად დასმული კითხვები | Gijmaj-Press

Leave a reply to nino Cancel reply

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.