ბეისბოლი, ბათუმი და მე


ძნელი დასაჯერებელია, რომ ამ თვალუწვდენელ სივრცეს ტბა ჰქვია.

ეს ამერიკა-კანადის მოსაზღვრე რაიონია. რომელ ტალღაზე გადის ზუსტად გამყოფი ხაზი, ან სად იწყება კანადური ჰაერი – ძნელი სათქმელია. ერის ტბის პირას ულამაზესი ქალაქია  გაშენებული. აქ ყველაფერი მწვანეში იფლობა, საოცარი სიწყნარეა და ძალიან ჰგავს ნაცნობ ადგილებს. ტბის პირას ელიტარული დასახლებაა გაშენებული. იგი ძალიან განსხვავდება ჩემი სტუდენტური ბინისგან. შენობებს საკუთარი დაცვა ჰყავთ, ჩოგბურთის კორტები, აუზი;

აქ ჩვენი მასპინძლის ბინაა, რომელმაც ბეისბოლის დაწყებამდე თავისთან დაგვპატიჟა. შეგიძლია სახურავზე ახვიდე და წინ ისეთი ხედი გადაგეშალოს, რომელიც დაგავიწყებს სიმაღლის შიშით რომ ხარ შეპყრობილი.

კლივლენდის ზოგიერთი ადგილი იმდენად ჰგავდა საქართველოს, რომ ცოტა ხნით მეგონა, მგონი ჩემთვის სიურპირიზის მოწყობა უნდათ და ბეისბოლზე კი არა, დინამოზე მივყავარ ფეხბურთის საყურებლად მეთქი🙂 სტადიონთან ახლოს ბათუმის შერატონის მსგავსი შენობა დავინახე

ოღონდ ეს ერთ-ერთ უდიდესი ამერიკულ მობილურ კომპანიას, at&t ეკუთვნოდა.

სტადიონზე რამდენიმე წუთის დაგვიანებით მივედით, ასე რომ შესასვლელთან თავპირისმტვრევა და რიგები არ მინახავს. ბილეთი ვაჩვენეთ და შევედით.

კარგ ადგილებზე მოვხვდით, თუმცა წინ ისეთი თავგასიებული მეჯდა, სასწაულების ჩადენა მჭირდებოდა მატჩის მიმდინარეობის კარგად დასანახად🙂

ესეც ბეისბოლის თამაში, თავისი ორი გუნდითა და ერთი შეხედვით გაუგებარი წესებით. თუმცა ჩემთვის სასიამოვნო საყურებელი იყო და ის 2,5 საათი კარგად გავერთე.

თვალშისაცემი ფაქტები:

გუნდების ინტერნაციონალური შემადგენლობა: სხვადასხვა წარმოშობის მოთამაშეები ამერიკელი, ჩინელი, ლათინოამერიკელი, აფროამერიკელი (ჩვენებურად ზანგი), ფრანგულ გვარსაც მოვკარი თვალი.

სარეკლამო დაფა: დროდადრო მხიარული სლოგანი მაყურებლებს აპლოდისმენტებისაკენ მოუწოდებდა. დამჯერი ამერიკელებიც მთელი მონდომებით უხლაპუნებდნენ ერთმანეთს ხელისგულებს🙂

საჩუქრები გულშემატკივრებს: დროდადრო პატარა სუვენირებს, მაისურებს ისროდნენ მაყურებლებში. ამ დროს წინა რიგებში მსხდომები – დიდებიც და ბავშვებიც, ფეხზე დგებოდნენ ხელებს მაღლა სწევდნენ და აღტკინებულები იჭერდნენ; თამაშდებოდა სხვადასხვა  პრიზები და გამარჯვებულთან ერთად ყველას უხაროდა.

მაყურებელი: ყველა ასაკის, სქესისა და რასის, ნათელ ფერებში ჩაცმული ადამიანები. ეს გარკვეული კონტრასტი იყო თბილისთან, სადაც ტანსაცმლის პოპულარული შეფერილობა შავია.

მწვანეტანსაცმლიან ხალხს ხომ ხედავთ ალაგ-ალაგ? ისინი ლუდისა და მიწის თხილის გამყიდველები არიან. ეს ის ტრადიციული სასუსნავებია, რასაც ამერიკული საზოგადოება სპორტულ მოედნებზე გეახლება. აი ერთი მათგანიც, პოტენციურ მყიდველთან აწარმოებს მოლაპარაკებას🙂

კიდევ იყვნენ თეთრზოლებიან ფორმაში ჩაცმული მეჰოთდოგეები, რომლებმაც თბილისელი ხაჭაპურის დამტარებლები გამახსენე. თუმცა თბილისში ძირითადად ქალები ეწევიან ამ საქმეს, კლივლენდში კი მხოლოდ მამაკაცები.

ჩემი მოლდაველი მეგობარი მეხუმრებოდა (თავისი ჭკუით), ხაჭაპური გამოაცხე, ჩვენ კი გავყიდითო. ჰოდა გადავწყვიტე, ოდესმე თბილისში თუ მოხვდება, დავაჭერინო დიდი ყუთი და დინამოზე გავუშვა. როგორ გგონიათ, გაასაღებს რამეს?🙂

4 thoughts on “ბეისბოლი, ბათუმი და მე

  1. ნუ აჰლა მაგ მოლდაველს ასტავლე ჯერ ხაჭაპურის ძახილი და ორი რერი ქართული და მერე გეტყვი გაყიდის რამეს თუ მივა სახშ ხელცარიელი 🙂
    და ეგაა ქალო ტბაა?? აბა ზღვა რაღაა მაშნ ::)) ჰოდა შენგახარებას ერთი ბეისბოლის წესები ჩვენც ქე გაგვაგებინე🙂 1-2ჯერ მეც კი მაქვს ნაყურები მარაააააააააა ერთ ის ვიცი რო ბურტს ისვრიან და ბიტას ურტყამენ და მერე თვქუდნოგლეჯილები დარბიან მარა ვინ სად გარვის, რატო და რისთვის? :))

    • ხაჭაპურის ძახილი უკვე იცის :)) ასე რომ თბილისში ჩამოსვლაღა აკლია :)))

      რა ვიცი, მაგ ტბაზე ეც ვუთხარი, მაბოლებთ მეთქი, მაგრამ ტავი გაიგიჟეს, დედა დაიფიცეს და როგორ არ დამეჯერებინა :)))

  2. თავი თ გაიგიჟეს და დედაც დაიფიცეს მაშნ ტბა ყოფილა და ეგაა :))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s