სოციალური მუშაკის სამაგისტრო პროგრამა


სოცალურ მუშაკის 2 წლიანი სამაგისტრო პროგრამის მიზანია, შერჩეულ ქვეყნებში (საქართველო, აზერბაიჯანი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი) სოციალური სამუშაოს ხელშეწყობა. 2011 წელს გაიცემა 10-მდე სტიპენდია ამერიკის შეერთებული შტატების 2 უნივერსიტეტის მაგისტრატურაში სასწავლებლად: კოლუმბიის უნივერსიტეტი და ვაშინგტონის უნივერსიტეტში (სენტ ლუისი).

კანდიდატები შეირჩევიან შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით: აკადემიური და პროფესიული წარმატება, ლიდერობის პოტენციალი, სოციალურ სამუშაოსთან დაკავშირებული გრძელვადიანი გეგმები მშობლიურ ქვეყანაში და ინგლისური ენის ცოდნის დონე.

პირველ ეტაპზე მოხდება კანდიდატების შეფასება წარდგენილი საბუთების მიხედვით. 2011 წლის 31 იანვარს ყველა აპლიკანტს აცნობებენ საკუთარ სტატუსს. ნახევარფინალისტები ჩააბარებენ ტოეფელს და გავლენ გასაუბრებაზე 2011 წლის იანვართებერვალში. ფინალისტების ვინაობა კი ცნობილი გახდება 2011 წლის 31 მაისს.

სტიპენდია ფარავს შედეგ დანახარჯებს: პროგრამასთან დაკავშირებული მგზავრობა, საორიენტაციო ტრენინგები ამერიკაში გავგზავრების წინ და იქ ჩასვლის შემდეგ, 4 კვირიანი საზაფხულო სკოლის პროგრამა აკადემიური კურსის დაწყებამდე სწავლის დაწყებამდე, ფინალისტის ყოველთვიური საცხოვრებელი ხარჯები, დაზღვევა და შეერთებულ შტატებში პროგრამასთან დაკავშირებულ ღონისძიებებში მონაწილეობის დანახარჯები.

სტიპენდიანტები მიიღებენ J1 ვიზას, რაც ნიშნავს რომ პროგრამის დასრულების შემდეგ შეეხებათ სამშობლოში დაბრუნებისა და 2 წლიანი ცხოვრების ვალდებულება. სწავლის განმავლობაში მათ შეუძლიათ ოჯახის წაყვანაც (2011 წლის შემოდგომისათვის).

კონკურსში მონაწილეობის მსურველი კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

  • უნდა იყოს საქართველოს, აზერბაიჯანის, ყირგიზეთის ან ტაჯიკეთის მოქალაქე
  • ფლობდეს ბაკალავრის დიპლომს აპლიკაციის შეტანის მომენტში და ჰქონდეს კარგი აკადემიური მოსწრება
  • ჰქონდეს ინგლისური ენის ცოდნის მაღალი დონე
  • მოახდინოს სოციალურ სამუშაოში ლიდერობისა და პროფესიონალიზმის დემონსტრაცია
  • დაბრუნდეს სამშობლოში პროგრამის დასრულების შემდეგ

საჭირო დოკუმენტების ნუსხა

  • ესსეარა უმეტეს 2 ნაბეჭდი გვერდისა, ან დაახლოებით 500 სიტყვისა
  • CV ინგლისურ ენაზე, სადაც მოცემული იქნება კანდიდატის პროფესიული გამოცდილება და განათლება
  • სამი სარეკომენდაციო წერილი ორგანიზაციის ან უნივერსიტეტის ბეჭდით. ქართულ ენაზე გაცემის შემთხვევაში თან უნდა დაერთოს ნოტარიალურად დამოწმებული თარგმანი.
  • უნივერსიტეტის მიერ გაცემული ნიშნების ფურცელი და მათი დამოწმებული თარგმანები
  • დიპლომები და მათი დამოწმებული ასლები
  • პასპორტის სურათიანი გევრდის ასლი (არსებობის შემთხვევაში)

დოკუმენტების თარგმანი უნდა იყოს ნოტარიალურად ან უნივერსიტეტის ინგლისური ენის ფაკულტეტის მიერ დამოწმებული.

ყველა ზემოთაღნიშნული დოკუმენტი უნდა ჩაბარდეს სოროსის ფონდის ადგილობრივ ოფისს (თბილისი, ჭოველიძის 10) 2010 წლის 12 ნოემბრამდე. დაგვიანებულ აპლიკაციები არ განიხილება. აპლიკაციების შევსება შეიძლება ონლაინ ან ნაბეჭდი სახითაც. ონლაინ ვერსიის შემთხვევაში, ივსება მხოლოდ აპლიკაცია, CV და ესსე. დანარჩენი დოკუმენტები კი ბარდება სოროსის ფონდის ადგილობრივ ოფისში (ყველა დოკუმენტის ერთი ორიგინალი და 2 ასლი). ნაბეჭდი ვერსიის შევსების შემთხვევაში ყველა დოკუმენტი (ერთი ორიგინალი და 2 ასლი) ერთიანად შედის სოროსის ფონდის ადგილობრივ ოფისში.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ საერთაშორისო განათლების ცენტრს.

4 thoughts on “სოციალური მუშაკის სამაგისტრო პროგრამა

    • ასაკობრივი შეზღუდვა არ არის. თუმცა სასურველია გამოცდილება გქონდეს ამ სფეროში.

  1. ეს სამაგისტრო პროგრამა მომავალ წელს აღარ გრძელდება?

    • ამ სამაგისტრო პროგრამაზე საბუთების მიღება ყოველ წელს ცხადდება. ბლოგზე დავდებ ინფოს, ან ამ პოსტს განვაახლებ.

Leave a reply to fircxo Cancel reply

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.