TOEFL/IELTS მოსამზადებელი რესურსები საქართველოში


თუ გჭირდებათ დახმარება:

  • სამოტივაციო წერილის დაწერაში
  • CV შედგენაში
  • სარეკომენდაციო წერილის დაწერაში
  • უნივერსიტეტის ან სხვა სასწავლო პროგრამის შერჩევაში
  • საუნივერსიტეტო აპლიკაციის შევსებაში ან სხვა დოკუმენტის შედგენაში

დამიკავშირდით ტელეფონის ნომერზე: 591077488

მომსახურება იქნება ფასიანი

———————-

ევროპისა და ამერიკის ინგლისურენოვანი უნივერსიტეტები მომავალი სტუდენტებისათვის ერთ-ერთ სავალდებულო მოთხოვნად ენის ცოდნის დამადასტურებელ სერტიფიკატს ითხოვენ. ამ შემთხვევაში არ გამოგადგება ზოგადი ინგლისურის კურსის გავლა, აუცილებლად უნდა ჩააბარო ერთ-ერთი აკადემიური ტესტი: IELTS (ევროპული უმაღლესი სასწავლებლებისთვის) ან TOEFL (ამერიკული უნივერსიტეტებისათვის). ორივე დაახლოებით ერთი ტიპის ტესტია, ამიტომ უნივერსიტეტების უმეტესობა ხშირად თანხმდება ხოლმე ერთის მაგივრად მეორის მიღებაზე. თუმცა, ეს ყველას არ ეხება და აუცილებლად გადაამოწმეთ ხოლმე სასურველი უნივერსიტეტის ვებსაიტზე (ინგლისური ენის მოთხოვნების განყოფილებაში, ან კითხვა-პასუხში). გამონაკლისს წარმოადგენენ ის სტუდენტები, ვისაც განათლება ინგლისურ ენაზე აქვს მიღებული

ტესტებისათვის მომზადების რამდენიმე გზა არსებობს:

  • წიგნის შეძენა რომელიმე მაღაზიაში, ან ჩამოტვირთვა ინტერნეტიდან და პერსონალურად მეცადინეობა.
  • კერძო მასწავლებლის მონახვა, რომელიც დაგეხმარებათ კონკრეტული უნარ-ჩვევების გაუმჯობესებაში
  • მოსამზადებელი ცენტრების კურსებზე სიარული

გახსოვდეს, რომ ეს ტესტები ენის გაუმჯობესებისთვის კი არა, კონკრეტული უნარ-ჩვევების გასაზომადაა (საუბარი, მოსმენა, წაკითხულის გააზრება და წერა). გამოცდაზე გასვლაც ფასიანია, და შედეგები მხოლოდ 2 წლის განმავლობაში მოქმედებს. ასე რომ, თუ საზღვარგარეთ სწავლას არ აპირებ და ქულებს არაფერში გამოიყენებ, არ ღირს მათი ჩაბარება. ჯობია ჩვეულებრივი ენის კურსებით დაკმაყოფილდე.

სად ჯობია სიარული? თუ ინგლისური ენის არადამაკმაყოფილებელი დონე გაქვს, მაშინ უკეთესია ჯერ გააუმჯობესო, შემდეგ მოერგო TOEFL/IELTS-ის მოთხოვნებს. ეს შეიძლება მოსამზადებელ ცენტრშიც გააკეთო და კერძო მასწავლებელთანაც.

გაითვლისწინე, რომ ნებისმიერ ცენტრში მოსამზადებელი კურსის დაწყებამდე მოგიწევს ტესტის ჩაბარება, რათა მასწავლებლებმა შეაფასონ შენი ინგლისურის ცოდნის დონე და ნახონ, აკმაყოფილებ თუ არა ენის სტანდარტებს.

თბილისში ბევრი ორგანიზაციაა, რომელიც ამ მომსახურებას გთავაზობთ აი ზოგიერთი მათგანი:

ბრიტანეთის სამყარო

ტესტი: TOEFL

კონტაქტი: თბილისი, პეკინის ქ. 34. ტელ: 387253, 899 94624

———————-

P/T/G

ტესტები: TOEFL IBT, TOEFL PBR, წინამოსამზადებელი კურსები ტოეფელში, GRE, GMAT, SAT I, SAT II.

———————-

ლინგვა ჰაუსი

ტესტები: PET, FCE, CAE, IELTS, TOEFL, SAT, GRE, PRE-TOEFL

კონტაქტი: თბილისი, ვაკე, ტიციან ტაბიძის 114. ტელ: 294376, 368176, 897 757569, 895 502957

——————————-

ინტელექტ-ცენტრი

ტესტები:  PRE-TOEFL; TOEFL (CBT, IBT); IELTS; GRE

——————————–

უცხო ენების შემსწავლელი ცენტრი “ლინგუაფილია”

ტესტი:  TOEFL

კონტაქტი: თბილისი, თაქთაქიშვილის (ყოფილი რიგის) ქუჩა 7ა. ტელ: 890 51 23 58, 899 51 23 58, 29 26 40

————————————

ბრიტანული ენის ცენტრი თბილისში

ტესტი: IELTS. TOEFL

————————————–

ტრენინგ ცენტრი “V&J”

ტესტი: TOEFL, IELTS, GMAT, GRE

————————————-

ELL

ტესტი: TOEFL, IELTS

59 thoughts on “TOEFL/IELTS მოსამზადებელი რესურსები საქართველოში

    • მეორე გვერდზე რომ დევს Preparation Course for the TOEFL Test 2 Book, ეს პროგრამაა, ჩამოტვირთავ, დააყენებ და ივარჯიშებ რამდენსაც გინდა 🙂 ზუსტად იმ სისტემაზეა აწყობილი, როგორც გამოცდაზე იქნება, დროშიც გზღუდავს. მე კაპლანის და ბარონსის წიგნებით გავიარე, + დამატებითაც ვაკეთებდი ტესტებს, ის წიგნები არ დევს საიტზე თუმცა სხვებია, რომლებიც კონკრეტული უნარების განვითარებას ემსახურება,
      A resource for reading and words – ესეც
      POWERPREP for the Computer-Based Toefl Test – ესეც პროგრამაა.
      TOEFL-All-in-One Collection ესეც სცადე აბა
      დანარჩენი – სურვილით და გემოვნებით 😀 მთავარია რაც შეიძლება მეტი ტესტი აკეთო.

      • აღწერის ქვემოთ ასეთი ისარია: >>
        დააჭერ, შევა ლინკზე, იქვე დაინახავ download. გადადიხარ onedrive-ზე და იქიდან ჩამოტვირთავ

    • სად გინდა სწავლა, ევროპაში თუ ამერიკაში? იმის მიხედვით უნდა გადაწყიტო რომელი ტესტის ჩაბარება მოგიწევს. ორივეგან დაახლოებით ერთი სისტემაა. მე ამერიკა მ ინდოდა და ტოეფელ ჩავაბარე, არ გამჭირვებია.
      ერთი განსხვავება: საუბარი ტოეფელის დროს კომპიუტერთან გიწევს ანუ თემას გაძლევენ, შენ ზიხარ, საუბრობ და ლაპარაკი იწერება, IELTS-ზე კი ინგლისურენოვანი ცოცხალი ადამიანი – ბრიტანელი გამომცდელი გიზის და იმას ესაუბრები 🙂

  1. evropaSi… testebs rom vaketebdi titqos ielts ufro meadvila… : ))) uiii savaraudod davibnevi ucxoeltan saubrisas 😐 cota ar ikos meshinia am testebis:|

    • მაშინ IELTS სჯობია რომ ჩააბარო. უცხოელებიც ადამიანები არიან, კაციჭამია ვირთაგვები კი არა :))) საკუთარი თავი უნდა განაწყო პოზიტიურად. თორემ დაბნევას რა უნდა, კომპთან ისე დამება ენა, რამდენიმე სავალდებულო წინადადებას ძლივს მოვუყარე თავი :))))

    • learning.ge ჩაწერე user name-სა და password-ში და გაგიხსნის

  2. უკაცრავად სად შეიძლება ჩავაბარო fce-ის ტესტი? მისამართი თუ შეგიძლიათ რო მითხრათ სად უნდა გავიარო რეგისტრაცია?

  3. gamarjoba, ielts chabareba minda da vinmem tu ukve chaabaret ras mirchevt momzadeba britanel pedagogtan jobia tu qartveltan?

    • მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია კარგი პედაგოგი იყოს და შენც მოინდომო. მაღალი ქულა მხოლოდ მასწავლებლის დამსახურება არ არის. ბევრი რამე თვითონ მოსწავლეზეცაა დამოკიდებული.

  4. TOEFListvis mosamzadeblad gadmovcere ramdenime saxelmdzgvanelo, gaxsnisas mtxovs ragac passwords da ra unda chavcero?

  5. გამარჯობა. ერთი რაღაც მაინტერესებს. შეიძლება ამერიკასი წავიდე ობურნის უნივერსიტეტში სასწავლებლად და მთხოვენ TOEFL ან IELTS და მაინტეტეესებს თქვენ თუ იცით რა დონე დამჭირდება? თუ ეს კონკეტული უნივერსიტეტის მოთხოვნა უნდა იყოს?

    • სწავალების დონეს გააჩნია, ბაკალავრიატში შეიძლება 71-დან დაკმაყოფილდნენ (ტოეფელი), მაგისტრატურაში – 80 ქულიდან. თუმცა რაც უფრო მაღალი რეიტინგის უნივერსიტეტია, მით უფრო მაღალი მოთხოვნა ექნებათ (100 ქულა ან მეტიც). ვებსაიტზე აუცილებლად ეწერება საერთაშორისო სტუდენტების მოთხოვნებში.

  6. აუ ვერაფრით ვიპოვე. თუ შეძლებ იქნებ დამეხმარო რა, შენ უფრო გარკვეული ხარ ამ საკითხში, ძალიან მეჩქარება. უნივერსიტეტის ვებსიტს დაგიწერ და თუ იპოვი, დაწერე კომენტარებში რა. http://www.auburn.edu/ აი ეს არის. წინასწარ დიდი მადლობა

    • ხო და კიდე, დამავიწყდა მეთქვა რომ მაგისტრატურაში ვაპირებ ჩაბარებას

      • http://www.grad.auburn.edu/forms/intl_instruct.html

        –Students MUST SCORE at least 550 on the paper TOEFL (pBT), 213 on the computer TOEFL (cBT), and 79 on the internet TOEFL (iBT) or 6.5 Overall Band Score on the IELTS to be considered for admission. On the iBT, students must score a minimum of 16 on the four component parts of the iBT (reading, listening, speaking, writing). Some departments require higher scores, but ALL must meet the minimum requirements.

    • TOEFL IBT, ბარონსის ან ლონგმენის. რაც უფრო ახალი გამოშვებაა მით უკეთესი, 2012 ან 2013.

    • ტოეფელი ჩარიცხვის გარანტია არ არის. არსებობს უნივერსიტეტში მიღების პროცედურები და საბუთები, ტოეფელი მხოლოდ ერთ-ერთი მოთხოვნაა. გადაწყვეტილებას იღებენ ყველა დოკუმენტის გათვალისწინებით.

  7. http://uoit.ca/ აქ ტოეფელის რომელი სერთიფიკატი მჭირდება? თუ რა არის საჭირო შეგიძლია მითხრა?

  8. შეგიძლიათ ამიხსნათ GRE რა არის და რითი განსხვავდება TOEFL-სგან?

    • მარტივად რომ გითხრა, ტოეფელი ენის ტესტია, GRE – უნარების. კონკრეტულ სტრუწტურულ განსხვავებებს მთელი პოსტი სჭირდება. დრო რომ მექნება დავწერ

  9. სულ თავიდან რომ წერია:
    “ევროპისა და ამერიკის ინგლსურენოვანი უნივერსიტეტები”
    უნდა ეწეროს:
    “ევროპისა და ამერიკის ინგლისურენოვანი უნივერსიტეტები”
    ანუ “ი” იყო გამოტოვებული 🙂

  10. tu shegidzliat iqneb damilinkot sad sheidzleba TOEFL testebis gaketeba, iseti sruli versiis testi rom iyos rogoric gamocdaze modis listeningit da speakingit 🙂 madloba winaswar 🙂

  11. გამარჯობა, მადლობა პოსტისთვის, საინტერესო და ბევრის “აქილევსის ქუსლია” ეს სერთიფიკატები. მეც მინდა ჩავაბარო, თუმცა იქამდე მოსამზადებლად მინდა რომელიმე ცენტრში სიარული და თუ გაქვთ გამოცდილება გამიზიარეთ, რომელი სჯობს? International House და ELC (ბარნოვზე რომ არის) მანდ დავდიოდი მაგრამ არცერთი მომეწონა :/

  12. gamarjobat.. tu shegidzliat vinmem mitxrat IELTS GENERAL gamocdaze mchirdeba mosmenashi da saubarshi minimaluri qula 4.momweret ramdenad dzneli iqneba..madloba winaswar..

  13. ვინმე კერძო მასწავლებელი ხომ არ იცით რომ დამეხმაროს ILTS მომზადებაში?

  14. სალამი, IELT-ში მინდა მომზადება და ვინმეს ხომ ვერ მირჩევთ? ინდივიდუალურად მინდა

  15. მოგესალმებით, თუ შეგიძლიათ მიპასუხოთ რამდენი დღით ადრე უნდა დავრეგისტრირდე ტოეფელის გამოცდის ჩასაბარებლად, გმადლობთ წინასწარ

    • ასე მკაცრად განსაზღვრული მოთხოვნა არ არის. შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ ნებისმიერ დროს 3 თვის შუალედში (რის საშუალებასაც ტოეფელის საიტი იძლევა), თავისუფალი ადგილების არსებობის შემთხვევაში.

  16. ugrmesi madloba pasuxistvis.. tu shegidzliat mitxrat IELS. is 6.5 kula TOEFL.is daaxloebit ramdens udris? da aris tu ara 6.5 IELT.s tvis sakmaod magali machvenebeli, ise rogorc vtkvat TOEFL.TVIS 100 da 100 ze meti..gamdlobt cinascar.

  17. international house-ში დგება ჯგუფი, კვირაში სამჯერაა, 2-2 საათი, 190 ლარი ღირს თვეში, საკმაოდ გონივრული ფასია, თან მასწავლებელიც სავარაუდოდ უცხოელი იქნება, თუ ვინმეს გინდათ, შეგიძლიათ მიხვიდეთ ტესტზე, 4 ვართ და ერთიც თუ დაემატება, ჯგუფი დაიწყებს მეცადინეობას

  18. გამარჯობა!

    მადლობა ამომწურავი ინფორმაციისთვის. თქვენ რომელ სასწავლო ცენტრს გვირჩევთ TOEFL-ში მომზადებისთვის?

    • ამერიკაში წასვლის წინ რომ ვაბარებდი, საერთაშორისო განათლების ცენტრში დავდიოდი. კარგი მასწავლებლები ჰყავდათ და შემიძლია გავუწიო რეკომენდაცია. სხვა ცენტრებთან გამოცდილება არ მქონია. სჯობია თავად მიხვიდე რამდენიმე მათგანში, შეადარო ფასები, პირობები, გაესაუბრო ლექტორებს და ისე მიიღო გადაწყვეტილება.

    • ლონგმენის წიგნით შეგიძლია იმეცადინო. ასევე ძალიან ბევრი უფასო ტესტი დევს ინტერნეტში, youtube-ზეც მოუსმენ სავარჯიშოებს.

Leave a reply to Tako Cancel reply

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.