ედმუნდ მასკის სამაგისტრო პროგრამა (Muskie)


Edmund muskie graduate fellowship program logoედმუნდ მასკის სამაგისტრო პროგრამა (Muskie) ერთ-ერთი საუკეთესო შესაძლებლობაა ამერიკის შეერთებულ შტატებში სამაგისტრო დონეზე სტიპენდიის მოსაპოვებლად.

პროგრამის ხანგრძლივობა: 1-დან 2 წლამდე, ხარისხის მოპოვებით ან მის გარეშე.

მასკის სამაგისტრო პროგრამა ფარავს: უნივერსიტეტში სწავლისა და სხვა სავალდებულო გადასახადებს; ჯანმრთელობის დაზღვევას; ყოველთვიურ საცხოვრებელ ხარჯებს ამერიკაში; ასევე, თბილისში ჩასაბარებელი ტესტების, J1 სავიზო მოსაკრებელის, SEVIS-ის (დამატებითი გადასახადი შეერთებულ შტატებში სწავლის მსურველისათვის), სასწავლო მასალებისა და საქართველო-ამერიკა-საქართველოში ორმხრივი ფრენის საფასურს.

მასკის დაფინანსების მოპოვება შეიძლება შემდეგ სფეროებში:

  • ბიზნეს ადმინისტრირება
  • ეკონომიკა
  • განათლება, გარემოს დაცვის მენეჯმენტი
  • საერთაშორისო ურთიერთობები
  • ჟურნალისტიკა და მასკომუნიკაციები
  • სამართალი
  • ბიბლიოთეკა და საინფორმაციო მეცნიერება
  • სახელმწიფო მართვა
  • ჯანდაცვა
  • საზოგადოებრივი პოლიტიკა

ეს ზოგადი ჩამონათვალია, მაგრამ შეგიძლია საკუთარი ინტერესების მიხედვით დააკონკრეტო, რა სპეციალობა გინდა. მაგალითად – საერთაშორისო ურთოერთობებში: კონფლიქტების მოგვარება, სამართალში – საერთაშორისო სამართალი და ა.შ.

კანდიდატები შეირჩევიან შემდეგი ქვეყნებიდან: საქართველო, სომხეთი, აზერბაჯანი, მოლდავეთი, ბელორუსია, ყაზახეთი, ყირგიზეთი, რუსეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, უკრაინა და უზბეკეთი.

პროგრამას აფინანსებს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი, ადმინსიტრირებას უწევს აირექსი. კონკურენცია ძალიან მაღალია, ყოველწლიურად საქართველოდან განაცხადი შეაქვს 500-800 ადამიანს, აქედან ფინალში მხოლოდ 15 გადის. 2010 წლის სტიპენდიისათვის ყველა ქვეყნიდან ერთად 3700-მდე აპლიკაცია შევიდა.

კონკურსის ეტაპები და ვადები:

How to fill scholarship applicaiton– აპლიკაციების შევსება. შეგიძლიათ აირექსის თბილისის ოფისში მიიღოთ ამობეჭდილი ვერსია, ან თავად ჩამოტვირთოთ აირექსის ამერიკული საიტიდან. ან –შეავსოთ ეს ფორმა ონლაინ. მე პირადად ეს უკანასკნელი ვარჩიე, საკმაოდ მარტივი შესავსებია, თან შეგიძლია ნებისმიერ დროს შეწყვიტო და მოგვიანებით ისევ დაუბრუნდე.

სააპლიკაციო ფორმა ზოგად კითხვებთან ერთად (პირადი მონაცემები, საზღვარგარეთ მოგზაურობის ისტორია, ოჯახი და ა.შ.) შეიცავს შემდეგს:

ნიშნების ფურცელი – პირველ ეტაპზე შეგიძლია თავად თარგმნო, ან ინგლისურის კარგ მცოდნეს სთხოვო ამის გაკეთება. ნაბეჭდ აპლიკაციაში მთელი გვერდი აქვს დათმობილი ამას, საჭიროების შემთხვევაში შეგიძლია კიდევ დაამატო. ონლაინ აპლიკაციაში კი ძალიან მარტივად ხდება საგნების ჩამატება. მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გასულ კადიდატებს მოეთხოვებათ ნოტარიალურად დამოწმებული თარგმანი.

სამოტივაციო წერილი – რატომ გინდა ამერიკის შეერთებულ შტატებში სწავლა და რას გააკეთებ ჩამოსვლის შემდეგ. მაქსიმალური მოცულობა – 1000 სიტყვა, თუმცა ამაზე მეტად მნისვნელოვანი ისაა, რამდენად გამართულადაა ჩამოყალიბებული.

რჩევა: სამოტივაციო წერილი სასურველია იყოს კონკრეტული პრობლემიდან გამომდინარე, და მის მოგვარებაზე ორიენტირებული. სამყაროს გადარჩენის გეგმები ამერიკელებს არ ხიბლავთ. ამას თვითონაც ახერხებენ 😀  აქ უნდა დაიწეროს, რა მიგაჩნია გამოწვევად ქართულ/კავკასიურ კონტექსტში და რა გზებს ხედავ მდგომარეობის გამოსასწორებლად. ეს პოსტი დაგეხმარებათ სამოტივაციო წერილის კარგად ჩამოყალიბებაში.

2 რეკომენდაცია – ლექტორისგან (სასურველია) ან სამსახურში ზემდგომი პირისგან, რომელიც კარგად გიცნობს და შეუძლია შეაფასოს შენი სამუშაო უნარ-ჩვევები, ლიდერობისა და სწავლის პოტენციალი. ნაბეჭდის შემთხვევაში შეიძლება დახურული კონვერტით მიტანა გთხოვონ აირექსის ოფისში, ონალინ აპლიკაციაში კი მხოლოდ რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაციასა და ელ. ფოსტას უთითებ, სადაც მიდის ელექტრონული სარეკომენდაციო ფორმა.

შესასწავლი პროგრამა – აღწერეთ დაახლოებით სამი საგანი, რომელიც არჩეულ სპეციალობას ეხება, და რომლის სწავლასაც ისურვებდით შეერთებულ შტატებში. მაგალითად, საერთაშორისო ურთიერთობებში – საერთაშორისო ორგანიზაციები, საერთაშორისო უსაფრთხოების პოლიტიკა და დიპლომატიის ისტორია. ეს არ უნდა იყოს მშრალი ჩამონათვალი, შეძლებისდაგვარად განავრცეთ.

აპლიკაციის შევსების საბოლოო ვადა ოქტომბრის დასასრულია.

დეკემბრის შუა რიცხვებში უკავშირდებიან შერჩეულ კანიდატებს და უნიშნავენ გასაუბრებას.

– გასაუბრება ტარდება იანვარში კომისიასთან. როგორც წესი, მის შემადგენლობაში შედის 2 ამერიკელი და 1 ქართველი წევრი (ყოფილი მასკელი). შეიძლება აირექსის თბილისის ოფისისა და ამერიკის საელჩოს წარმომადგენლებიც დაესწრონ, მაგრამ გადაწყვეტილების მიღებაში ისინი არ ერევიან.

რას გეკითხებიან გასაუბრებაზე: ძირითადად მოტივაცია – რატომ გინდა მაინცდამაინც ამერიკაში სწავლა, რა გამოცდილება გაქვს შენს სფეროში, რის გაკეთებას აპირებ ჩამოსვლის შემდეგ, როგორ აპირებ სამშობლოსთან კონტაქტის შენარჩუნებას და ა.შ. თუ დააინტერესე, შეიძლება კონკრეტული კითხვებიც დაგისვან სამუშაოსთან, ან შენს მიერ განხორციელებულ რომელიმე პროექტთან დაკავშირებით. გასაუბრება გრძელდება დაახლოებით 15-20 წუთი. შეეცადე მიხვიდე დროით და შესაბამისად ჩაცმული. არგუმენტირებული მსჯელობით უნდა მოახდინო დადებითი შთაბეჭდილება და იყო რაც შეიძლება დამაჯერებელი. გასაუბრებაზე გასვლა არ ნიშნავს ფინალისტობას. 2010 წლის კონკურსზე გასაუბრებაზე დაიბარეს მხოლოდ 54 კანდიდატი, აქედან 30-ს მიეცა ტესტების ჩაბარების უფლება.

toefl– მესამე ეტაპი – ტესტები – თებერვალში. მასკის სამაგისტრო პროგამაში მონაწილემ უნდა ჩააბაროს შემდეგი სახის ტესტები:

ტოეფელი – ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი ტესტი, ერთნაირად ეხება ყველას, განურჩევლად სპეციალობისა. უნივერსიტეტები ითხოვენ სულ მცირე 79-80 ქულას IBT-ში, თუმცა შეიძლება ნაკლების შემთხვევაშიც მიგიღონ, სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. ენის არადამაკმაყოფილებლად ცოდნის შემთხვევაში (I am a table-ის დონე არა, სულ მცირე Intermadiate) ამერიკაში ჩასვლის შემდეგ კანდიდატისთვის სავალდებულო იქნება ინგლისურის ინტენსიური კურსის გავლა.

GRE – სავადებულოა თითქმის ყველა სპეციალობისათვის, იურიდიულისა და ბიზნეს ადმინისტრირების გარდა. MBA-ზე სწავლის მსურველები აბარებენ GMAT-ს.

ტესტების ჩაბარების სავარაუდო დრო არის თებერვალი. აირექსი სრულად ფარავს ტესტების საფასურს ყველა კანდიდატისათვის.

ყველა ამ ეტაპის შედეგის გათვალისწინებით ხდება ფინალისტების გამოვლენა. საბოლოო პასუხებს გატყობინებენ მარტის ბოლოს ან აპრილის დასაწყისში.

შემდეგ უკვე ახალი საზრუნავი იწყება – აირექსი საბუთებს უგზავნის უნივერსიტეტს და ელოდები ჩარიცხვის ოფიციალურ წერილს. ემზადები საელჩოში გასაუბრებისათვის, ამზადებ სამედიცინო ფორმას და ა.შ. მთელი ამ პროცესის დასასწრული აგვისტოს დასაწყისში ხარნგძლივი ფრენაა თბილისიდან შეერთებულ შტატებამდე. 🙂

საკმარისია იყო მიზანმიმართული და კარგად იცოდე რა გინდა, ყველაფერი გამოვა.

წარმატებას გისურვებ 🙂

—————–

პ.ს. ედმუნდ მასკის პროგრამას შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა დაფინანსება შეუწყვიტა და 2013 წლისთვის აღარ იქნება. დაწვრილებით ამ პოსტში დავწერე რამდენიმე თვის წინ. 

74 thoughts on “ედმუნდ მასკის სამაგისტრო პროგრამა (Muskie)

  1. რამდენი ჩალიჩი სდომებია, ღმერთო ჩემო, აღარ მახსოვდა. თუმცა გამოსვლით ნაღდად გამოდის 🙂 აგერ მე და გიჟმაჟია ამის მოწმე.

    გიჟმაჟ, აბა შენ იცი, გადარიე ამერიკელები! 🙂

  2. ჯერჯერობით მგონი ამათ მოახერხეს ჩემი გადარევა, მაგრამ მიყურონ, მალე ყველაფერი შეიცვლება :))))

    ————-
    თუ ვინმეს შეკითხვა გექნებატ, რჩევა დაგჭირდებათ, არ მოგერიდოთ, აწინდელი და უწინელი მასკელების მთელი არმია დაგეხმარებათ 🙂

  3. მადლობა საინტერესო ინფორმაციისთვის.
    მხოლოდ Toefl-ი ჭრის?? და თუკი უკვე მაქვს ინგლისური ენის რომელიმე სხვა სერთიფიკატი???

    • მხოლოდ ტოეფელს ითხოვენ. IBT-ის თვითონ გაბბარებინებე, თუ მესამე ეტაპამდე გახვედი. ასე რომ ახლა თუ არ გაქვს ტოეფელის ქულა, არაფერს ნიშნავს მასკისათვის. 🙂 შეგიძლია შეიტანო საბუთები, როცა კონკურსი გამოცხადდება.

      თუ გინდა, აირექსის ოფისსში დარეკე და გადაამოწმე, მიიღებენ თუ არა IELTS-ის ქულებს… თუმცა მეეჭვება.

  4. Pingback: მასკის პროგრამაზე საბუთების მიღება დაიწყო « Gijmaj-Press

  5. TOEFL-ის მინიმალური ქულა მაინტერესებს მაგ: 43 ქულით შესაძლებელია რომ წახვიდე და იქ გაიარო ენის კურსები, თუ არ არის ამის მინიმალური შანსიც? 😀

  6. ტოეფელის მინიმაური ქულა მასკის პროგრამისათვის არის 79-80. თუმცა მაგის გარდა სხვა დეტალებსაც აქცევენ ყურადღებას. ერთმა წლევანდელმა მასკელმა მითხრა 75 ავიღეო, ოღონდ მისთვის დამატებითი კურსების გავლა არ მოუთხოვიათ. 43 ქულა ძალიან დაბალია, ბაკალავრიატის დონისთვისაც კი. ენის კურსები არის 3 თუ 4 კვირიანი, ასე რომ თუ საფუძველი არ გაქვს, ამ დროში მაინც ვერ ამოქაჩავ ენას იმ დონეზე, რომ შემდეგ მთელი წელი ინგლისურად ისწავლო. იმდენი საკითხავი და საწერია, ყოველი სიტყვა თუ ლექსიკონში ეძებე გაწამდები :))

  7. gamarjoba 🙂 tsu shi vscavlo politikur mecnierebebze xo da magistratura minda rom saertashoriso urtiertobebi davamtavro, am programit meqneba amis sashualeba?
    tu carmatebit gaivli iq magistraturis kurss ratqmaunda shesabamisi diplomic gedzleva albat xo?

    • კი, შეგიძლია მაგისტრატურა საერთაშორისო ურთიერთობებში გაიარო. იქაური დიპლომი იმაზეა დამოკიდებული, რას დაგიფინანსებენ: ერთწლიან პროგრამას ხარისხის მიღების გარეშე თუ 2 წლიან მაგისტრატურას. პირველ შემთხვევაში მხოლოდ ნიშნების ფურცელს გაძლევენ, საგნების ჩამონათვლითა და შეფასებებით. მეორე შემთხვევაში კი მაგისტრის დიპლომს.

    • არა. ბაკალავრის დიპლომი უკვე აღებული უნდა გქონდეს საბუთების შეტანამდე. შეგიძლია მომავალ წელს სცადო 🙂

  8. ისე gre და ტოეფელი თუ ჩავაბარე ,რაღა უნდა კაცს მასკის პროგრამაზე, პირდაპირ PHD-ზე წავა

    • პრიორიტეტის ამბავია 🙂 და კიდევ პატარ-პატარა “დეტალების” 🙂

    • როგორც მახსოვს, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ 5-წლიანი სწავლება გაქვს. დარეკე და გადაამოწმე მაინც.

    • ხუმრობ? :))) თარჯიმანს ვინ მოგიყვანს იქ :))) ჰა-ჰა რას-გულისხმობ-ამიხსენი სთხოვო.

  9. didi madloba informaciisTvis.
    ori kitxva maqvs 🙂
    1. statement of purposeshi unda daiweros tu ara sheni samuSao gamocdilebis Sesaxeb, ra gaqvs gaketebuli Seni muSaobis manZilze?
    2. me rogorc vici Paper TOEFL i bardeboda, wels IBT rom iqneba eg dazustebuli informaciaa?

    • 1. statement-ში უნდა დაიწეროს რატომ გინდა სწავლა. სამუშაო გამოცდილება CV-იში უნდა დაწერო, მაგრამ ესეში – იმ კუთხით, თუ როგორ დაგეხმარა გადაწყვეტილების მიღებაში, შენს სფეროში არსებული პრობლემების იდენტიფიკაციაში, რამდენად განავითარა პროფესიული უნარ-ჩვევები და ა.შ. მოტივაციამ უნდა უპასუხოს კითხვაზე: რატომ გინდა ამერიკაში მაგისტრის ხარისხის მიღება
      2. ნამდვილად ibt იქნება. შარშან მე თვითონ ჩავაბარე.

    • საერთაშორისო პასპორტი თუ არ გაქვს, არაა პრობლემა. პირადობის დასკანირება არ გჭირდება. თუ გახვედი ბოლომდე, მერე გააკეთებ პასპორტს.

  10. onlinit roca avseb aris grafa Copy of Passport* romlis shevseba aucilebelia da asatvirti gilakia aq daskanerebuli piradoba ro avtvirto saertashoriso pasportis nacvlad ar sheileba?

  11. გამარჯობა
    ძალიან კარგია რომ შენი გამოცდილება გაგვიზიარე!

    I have couple of questions:
    Is it easy to get US visa from embassy after winning in this program?
    Is it somehow possible to get US citizenship and stay in the US?

    • 1. მეც და სხვა წლევანდელ მასკელებსაც უპრობლემოდ მოგვცეს ვიზები. თუმცა, როგორც მითხრეს შარშან ერთი უარით გამოისტუმრეს.
      2. ეს არის J1 ვიზა, რომელსაც 2 წლიანი home residency შეზღუდვა ეხება. ანუ სწავლის დამთავრების შემდეგ შენს ქვეყანაში უნდა გაატარო 2 წელი, წინააღმდეგ შემთხვევაში სამუშაო ან საცხორებელ ვიზას არ მოგცემენ შეერთებულ შტატებში. ამ 2 წლიანი ვადის გასვლის შემდეგ თავისუფალი ხარ. 🙂

  12. თუ იცი ამერიკელზე დაქორწინების შემთხვევაში ეგ კანონები როგორ მოქმედებს?

    • DS-2019-ს რომ გაძლევენ, მეორე მხარეს დიდად და გარკვევით უწერიათ: MARRIAGE TO U.S. CITIZEN OR LEGAL PERMANENT RESIDENT, OR BIRTH OF A CHILD IN THE UNITED STATES DOES NOT REMOVE THIS REQUIREMENT

  13. gilocavt yvelas axal wels. Tu iciT shercheul kandidatebs daukavshirdnen ukve? tu yvekas gaagebineben vin gavida da vin ara?

    • როგორც ვიცი, 31-ში დაურეკეს თითქმის ყველას. რამდენიმეს ვერ დავუკავშირდით, მაგრამ 4-ში კიდე ვცდითო.

    • იმათაც დაუკავშირდებიან, ყველა მიიღებს წერილს: ვწუხვართ, მაგრამ შემდეგ ეტაპზე ვერ გახვედით, წარმატებას გისურვებთ – რაღაც ამდაგვარს 😀

      პ.ს. ქართულად დადე ხოლმე კომენტარები თუ შეიძლებოდეს :))

  14. ხო მეც მასე ვიცი რო ყველამ უნდა მიიღოს, და ჩემი მეილი რატომღაც ცარიელია, სპამში ხოარ მოხვდა ნეტა 🙂

    • სავარაუდოდ ხვალ გამოგიგზავნიან. სისტემა გადატვირთაო, ფორუმზე დაწერა აირექსის წარმომადგენელმა 🙂

    • სამი სახის დავალებებს შეიცავს: 1. მათემატიკურს, 2. ვერბალურს და 3. ანალიტიკურ წერას

  15. gamarjobat, dzalian gtxovt mipasuxet aris tu ara sachiro maskis programistvis, rom qartul saswavlebelshi swavlobde magistraturashi, anu aqvs tu ara mnishvneloba magistraturashi swavlob tu ara.

    • ramdenadac vici bakalavriati unda gkondes damtavrebuli, magistraturashi scavlob tu ara didi mnishvneloba ar aqvs …..

  16. გამარჯობა!
    მე მაინტერესებს, აქვს თუ არა მნიშვნელობა დიპლომის ნიშნებს? ანუ ბაკალავრიატში სწავლის შედეგად მიღებულს? ალბათ ითვლება, რომ აქვს მნიშვნელბა (რადგან ითხოვენ), მაგრამ რეალურად რამდენად აქვს მას წონა?

  17. მოგესალმებით, მაინტერესებს თუ საქართველოში მაგისტრატურაზე სწავლობ, გაქვს თუ არა უფლება პროგრამაში მონაწილეობის?

    • კი, გაქვს. დამთავრებულიც რომ გქონდეს მაგისტრატურა, მაინც შეგიძლია საბუთების შეტანა.

      • GIJMAJ დიდი მადლობა პასუხისთვის, ისევ კითხვით უნდა მოგმართო, რჩევა მჭირდება, ვარ ბაკალავრიატის დამამთავრებელი ( მეოთხე კურსის) სტუდენტი და როგორც თქვენს კომენტარებში წავიკითხე, არც ugrad-ში და არც muskie-ში მონაწილეობის უფლება არ მაქვს, ანუ muskie-ში ბაკალავრიატის დიპლომია საჭირო, ხოლო ugrad ში, სწავლობდე 5 წლიან კურსზე, ამ წელს, აზრი აქვს ugrad ში აპლიკაციის შევსებას, თუ უნდა დაველედო მომავალი წლის სამაგისტრო პროგრამას?
        გმადლობ წინასწარ.

      • UGRAD-ზე ფიქრი უკვე აღარ შეგფერის 🙂

        კიდევ 1 წელი დაიცადე და მასკი ან სხვა სამაგისტრო სტიპენდიები სცადე 🙂 საერთაშორისო განალების ცენტრშიც ბევრი კონკურსი ცხადდება ხოლმე ესექსის, ოქსფორდის, მაასტრიხის უნივერსიტეტებში. და არა მხოლოდ.

  18. An xelismowera rogor gavaketebino, bechedis dasma sachiroa?

    p.s. titoeuli section-is shevsebis shemdeg gixsnis meores?

    Madloba winaswar

    • მე რომ შევავსე, მაშჲნ არ იყო სექციები დაბლოკილი, ყველა ღია იყო და შეგეძლო ნებისმიერი თანმიმდევრობით შეგევსო. წესით ახლა ერთის დამთავრების შედეგ უნდა გახსნას მომდევნო.

      რეკომენდაციებს რაც შეეხება: შეგიძლია:
      1. მიუთითო რეკომენდატორის ეკვიზიტები, ელფოსტის მისამართი, სადაც მიუვა სარეკომენდაციო წერილის ფორმა, შეავსებს და მერე თავისით გაგზავნის მითთებულ მაილზე.
      2. ამობეჭდო, შეავსებინო, ხელი მოაწერინი, დაასკანერო და ისე ატვირთო აპლიკაციაში
      2. მთელი აპლიკაცია ამობეჭდო, ქაღალდზე შეავსო და თავისი რეკომენდაცია-ესეებით ჩააბარო აირექის ოფისში.

  19. მეოთხე კურსე ვარ ახლა.3,5ზე მაღალი მაქვს GPA.ჩემით ვემზადები TOEFLში და გაზაფხულზე ვგეგმავ ჩაბარებას,დაახლოებით 72-88 შუალედში ველი რო ავიღებ (თუ მოვინდომე:p). ძალიან მინდა მაგისტრატურის უცხოეთში გაკეთება,სისხლის ან საერთაშორისო სამართლის კუთხით.მაინტერესებს,ახლავე უნდა დავიწყო ძებნა და ჩალიჩი,თუ მერე…ან რა პროგრამებს მირჩევთ..აუ,ძაან დაბნეული და უიმედო ვარ,ასე მგონია არაფერი არ გამომივა…არადა არ მინდა თსუ–ს მაგისტრატურა და მომკალი:(

  20. რეკომენდაციის ფორმას ბეჭედი სჭირდება? ან უნივერსიტეტის ან სამუშაო ადგილიდან? თუ მხოლოდ წელმოწერა საკმარისია?

  21. ბოდიში ამდენ კითხვა რომ დაგაყარე, მაგრამ ეს ხელმოწერა რეკომენდაციაზე, აუცილებლად ხელმოწერა უნდა იყოს?? თუ ნაბეჭდი ფორმითაც შეიძლება?

    • ონალინ თუ ავსებს, ნაბეჭდი ფორმაც შეიძლება, თუ ამობეჭდილი აპლიაკციის მიტანას აპირებ მაშინ ხელმოწერა უნდა იყოს.

    • რომელი, ამერიკული საიტის ლინკი რომ მაქვს ის ჩავანაცვლო ადგილობრივით?
      როგორც წესი ონლაინ აპლიკაციის ბმული ამერიკულ საიტზე იდება ხოლმე. ქართულიდან ხდება მასზე გადართვა. ამიტომ დავდე ეგ ლინკი.
      პ.ს. აპლიკაცია მხოლოდ კონკურსის გამოცხადებიდან დედლაინამდე ჩანს ხოლმე 🙂

  22. gamarjoba,
    gijmaj
    ნიშნები რა უნდა გყავდეს საშუალოდ რომ რეალური შანსი გქონდეს კონკურსში მონაწილეობის ედმუნდ მასკის პროგრამაში ან თუნდაც სხვა გრანტზე?? 1 წელი ვიმუშავე და ამან ნიშნებზე ძალიან ჩამცხო და მაქვს რაიმე შანსი საზღვარგარეთ მასტერზე?? და კიდევ International House-ში დავდივარ ინგლისურზე და Post Advance-ის შემდეგ შევედძლებ ტოეფელის სერთიფიკატი ავიღო მაღალი ქულებით?? თუ აუცილებელია ტოეფელში ცალკე მოვემზადო??

    • სასურველია კარგი ნიშნები. მაგრამ მხოლოდ ნიშნებზე დაყრდნობით არ მიიღება გადაწყვეტილება. რეკომენდაციები, მოტივაცია, სამუშაო გამოცდილება და კიდევ ბევრი “წვრილმანი” გაქცევს წარმატებულ კანდიდატად.

      ტოეფელს რაც შეეხება, ეს არის უნარების ტესტი. რამდნად კარგად იგებ წაკითხულს და მოსმენილს, წერ ან საუბრობ ინგლისურად. ცოტა მეცადინეობა დაგჭირდება რომ ტესტის სპეციფიკა კარგად გაიგო. შეგიძლია ეს შენითაც გააკეთო, ან მოემზადო ვინმესთან.

  23. გამარჯობა, რამდენიმე კითხვით შეგაწუხებ .დიდი მადლოაბ წინასწარ პასუხისთვის.ჯავახიშვილში ვსწავლობ, ჟურნალისტიკაზე.ლექტორისგან გავიგე ,რომ ჟურნალისტებისთვის მასკი კარგი პროგრამაა. მაინტერესებს შრომის გამოცდილება აუცილებლად შენი პროფესიით უნდა გქონდეს? მე-3 კურსზე ვარ და ოფიციალურად ჯერ არსად მიმუშავია, მაგრამ სტაჯირების პროგრამებს გავდივარ.ეს დამეხმარება და აუცილებელია სამუშაო გამოცდილება? ინგლისური საშუალო დონეზე ვიცი. კიდევ რა რჩევებს მომცემ?.დრო მაქვს დამტავრებამდე,რომ მოვემზადო. დამეხმარე რა… მადლობა დიდ და ბოდიში შეწუხებისთვის.

    • გამოცდილებას არ ითხოვენ, მაგრამ თუ გაქვს სპეციაობასთან დაკავშირებით რამე გაკეთებული, დიდი პლიუსია. სტაჟირებები, მოხალისეობა, საკუთარი ინიციატივების განხორციელება და მსგავსი აქტივობებიც ითვლება.
      შეგიძლია რომელიმე ახალგაზრდულ არასამთავრობოში მიხვიდე მოხალისედ. ბევრის კეთებაც არ მოგიწევს, გამოცდილებაც დაგიგროვდება.

  24. მადლობა გაიხარე…კიდევ რა მაინტერესებს თუ ტოეფილსი სეთიფიკატი გაქვს, მაინც მოგიწევს თავიდან გაიარო ტოეფილსი ტესტირება მასკის პროგრამისთვის. თქვენ დაამტავრეტ უკვე პროგრამა თუ კიდევ ამერიკაში ხართ? რა განხრით სწავლობბ? სწვავლა რთულია? მადლობა კიდევ ერთხელ.

    • ტოეფელი და GRE უკვე ჩაბარებული თუ გაქვს, ქულებს უგზავნი მხოლოდ, მე ზაფხულში ჩამოვედიმ საერთაშორისო ურთიერთობები ვისწავლე. ყოველდღიურადაა საჭირო მეცადინეობა. ბევრი საკითხავი და საწერია.

  25. კიდევ გკითხავ რა..დამტავრებული უნდა გქონდეს აუცილებლად გაანცხადი რომ გააკეთო ხომ მასკის პროგრამაზე? მეოთხე კურსელს ,რომ შეავსოს აპლიკაცია? აუცილებელია დიპლომის ასლის წარდგენა? რომ ჩამოხვედი სამსახურის პოვნა გაგიადვილდა ? ანუ როგორც ამერიკაში მაგისტრატურა გავლსი უპირატესობა მოგანიჭეს.. დიდი ბოდიში გაწუხებ კითხვებით, მაგრამ სხვა გამოცდილი ინფორმატორი..:::

    • როგორც მახსოვს უკვე დამთავრებული უნდა გქონდეს, ანუ დიპლომი სავალდებულოა. თუ გინდა აირექსში დარეკე და გადაამოწმე. სამსახური ცოტა ხანს ვეძებე, მერე ჩემი არასამთავრობო ორგანზიაცია დავარეგისტრირე და ახლა სხვადასხვა პროექტების განხორცილებას ვცდილობ. ჩემთან ერთად წასულმა მასკელებმა ძალიან მალე იპოვეს კარგი სამსახურები.

  26. გამარჯობა, რა მაინტერესებს მასკის პროგრამა კიდევ არის? მე მითხრეს დაიხურაო. თუ კიდევ არის როდის დაიწყება შესარჩევი კონკურსი და თუ შემიძლია მე მონაწილეობის მიღება? მეოთხე კურსზე გადავედი და ბიზნეს ადმინისტრირებას ვსწავლობ ჯავახიშვილში.

    • მასკის პროგრამას დაფინანსება შეუწყდა და 2013-დან აღარ იქნება. ეს ნიშნავს რომ წელს კონკურსი აღარ გამოცხადდება. მაგრამ სხვა სამაგისტრო პროგრამები კიდევ იქნება, სექტემბრის ბოლოს/ოქტომბერში დაიწყება საბუთების მიღება. ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის სასტიპენდიო პროგრამა. კიდევ სოციალური მუშაკის… რამდენიმე პროგრამაა. დავდებ ბლოგზე განცხადებებს.

    • პროგრამა გასულ წელს დაიხურა, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა დაფინანსება შეუწყვიტა. დაწვრილებით ამ პოსტში შეგიძლია წაიკითხო

Leave a reply to el Cancel reply

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.