გეიტსის კემბრიჯის სტიპენდია


მათთვის, ვისაც სწავლა კემბრიჯის უნივერისტეტში უნდა, და საამისოდ სასწავლო გრანტს ეძებს, შეუძლია ამისათვის გამოიყენოს გეიტსის კემბრიჯის სტიპენდია. ყოველწლიურად ბილ გეიტსის ფონდიდან გარკვეული თანხა გამოიყოფა სწავლასმოწყურებული ახალგაზრდების დასაფინანსებლად.

Cambridge University

Cambridge University

სტიპენდია განკუთვნილია ნებისმიერი სახელმწიფოს მოქალაქისათვის (გარდა გაერთიანებული სამეფოსი), და არც ასაკობრივი შეზღუდვა აქვს.

მისი მთავარი მოთხოვნებია:

იმისათვის, რომ გეიტსის სტიპენდია მოითხოვოს, კანდიდატს

– შეუძლია საბუთები შეტანილი ჰქონდეს კემბრიჯის ნებისმიერ სპეციალობაზე (განსხვავებით ჩვენი ე.წ. პრეზიდენტის სტიპენდიისგან, რომელიც უნივერსიტეტებში მხოლოდ განსაზღვრულ ფაკულტეტებზე სწავლას აფინანსებს)

– შეიძლება უნდოდეს სწავლა ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთ სასწავლო პროგრამაზე:

  • PhD (three year research-only degree)
  • One year postgraduate course (e.g. MPhil, LLM, MASt, Diploma, MBA etc.)
  • MSc or MLitt (two year research-only degree)
  • MBBChir Clinical Studies (four year postgraduate degree)

– ამას გარდა, იგი ჩვეულებრივი სააპლიკაციო პროცედურის გავლით უნდა ჩაირიცხოს კემბრიჯის ზემოთჩამოთვლილ სამეცნიერო ხარისხის პროგრამებში. ფონდი არ უზრუნველყოფს სტუდენტების ჩაიცხვას, იგი მხოლოდ სწავლას უფინანსებს.

– მზად უნდა იყოს კემბრიჯის იმ კურსისათვის, სადაც შეაქვს განაცხადი და აკმაყოფილებდეს უნივერსიტეტის მიერ წაყენებულ ყველა პირობას (მაგ. აკადემიური, ინგლისური ენის და მოთხოვნის შემთხვევში, სხვებსაც)

– უნდა შეეძლოს მაღალი აკადემიური მიღწევების, ლიდერობის პოტენციალის სოციალური ჩართულობისა და კემბრიჯის გარემოში კარგი ადაპტაციის უნარის ჩვენება

– მას, ვინც კემბრიჯში უკვე სწავლობს, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია გეიტსის კემბრიჯის სტიპენდიაზე განაცხადის შეტანა, თუ ახალ სასწავლო კურსს იწყებს (მაგ. ერთლიან მაგისტრატურაზე ყოფს შეუძლია მოითხოვოს დაფინანსება დოქტორანტურისთვის). კანდიდატები, ვინც უკვე სწავლობენ კემბრიჯში და ახალ სასწავლო კურსს არ იქყებენ (მაგ. ჯერ კიდევ სწავლობენ დოქტორანტურაში), არ განიხილებიან სტიპენდიიისათვის.

აპლიკაციის შეტანის ვადა მათთვის, ვინც ამერიკის მოქალაქე არ არის (ე.ი. საქართველოს მოქალაქეებისთვისაც) არის 2010 წლის 1 დეკემბერი. შერჩეულ კანდიდატებთან მარტის ბოლოს იქნება ინტერვიუები, და მალევე დაუკავშირდებიან საბოლოო პასუხით – დაფინანსდება თუ არა მათი სწავლა კემბრიჯში.

ინტერვიუ გრძელდება 20-25 წუთი. კანდიდატი გასაუბრებას გადის კომისიასთან,, რომელსაც მის სფეროში გარკვეული ცოდნა და გამოცდილება გააჩნია. ეკითხებიან სამუშაო გამოცდილებას, რატომაა ეს მნიშვნელოვანი,  რატომ უნდა მაინცდამაინც კემბრიჯში სწავლა და ა.შ.

შეერთებული შტატების გარეთ მყოფი კანდიდატებისთვის გასაუბრება ტარდება კემბრიჯში პირადად ან ტელეფონით (დამოკიდებულია კანდიდატის გეოგრაფიულ მდებარეობაზე). ფონდი დაახლოებით ატარებს 100-მდე ინტერვიუს და გასცემს 50-მდე სტიპენდიას.

გასაუბრების შედეგი კანდიდატს ეცნობება დაახლოებით ერთი კვირის ვადაში.

რას ფარავს სტიპენდია

Scholarship

  • საუნივერსიტეტო თხზულებისა და კოლეჯის სხვა გადასახადებს
  • ერთი სტუდენტის საცხოვრებელ ხარჯებს (12 500 ფუნტი 12 თვიანი პერიოდისთვის)
  • ერთ ეკონომ-კლასის ბილეთს სტუდენტის ქვეყნიდან კემბრიჯამდე სწავლის დასაწყისში, და მისი დამთავრების შემდეგ
  • სტუდენტის კმაყოფაზე მყოფი პირების საცხოვრებელ ხარჯებს კემბრიჯში
  • შესაძლოა, სტუდენტმა მოითხოვოს გარკვეული თანხაც კონფერენციებზე დასასწრებად არჩეულ სფეროში

აპლიკაციის შესავსებად, ამასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიბრძანდით აქ

სამაგისტრო-სადოქტორო დონეზე სასწავლებლად და გეიტსის სტიპენდიის მოსაპოვებლად კანდიდატებმა უნდა წარადგინონ შემდეგი საბუთები:

  • სააპლიკაციო ფორმა
  • ნიშნების ფურცელი
  • სარეკომენდაციო წერილები (2 აკადემიური და 1 პერსონალური)
  • ინგლისური ენის ტესტის ქულები
  • სხვა დოკუმენტები, რომელიც საჭიროა კონკრეტულ კურსზე ჩასარიცხად, მაგალითად, აკადემიური ესსეს ნიმუში. (დამატებითი მოთხოვნები დამოკიდებულია კონკრეტულ ფაკულტეტზე).

ესეც საკონტაქტო ინფორმაცია სტიპენდიის შესახებ.

15 thoughts on “გეიტსის კემბრიჯის სტიპენდია

    • OK, მითხარი და თემები გაინტერესებს და შევეცდები დავწერო მის შესახებ. სტიპენდიის პროგრამების მიმოხილვები გინდა?🙂

  1. dzalian didi madloba
    dzalian kargi blogia

    shegidzlia informacia imis shesaxeb mogvacodo tu rogor xdeba sazgvargaretul unviersitetebshi charicxva?

    • კვირის ბოლოს მეტი დრო მექნება და დავწერ მაგ პოსტს. ძალიან ბევრი სასწავლი დამიგროვდა და ჯერჯერობით ვეღარ ვიცლი ბლოგისთვის.

  2. ძალია მაგარი ბლოგი გაქვს:) იცი რა მინდა დავაზუსტო,,, მხოლოდ აპლიკაცია არ არის ხომ საკმარისი??? და კიდევ, უკვე კემბრიჯის უნივერსიტეტში უნდა მქონდეს საბუთები შეტანილი???

    • კი, კემბრიჯის რომელიმე სპეციალობაზე უნდა გქონდეს საბუთები შეტანილი, იმისათვის, რომ გეიტსის ფონდმა გაითვალისწინოს შენი აპლიკაცია. თუ ჩაირიცხები უნივერსიტეტში და დამატებით მოთხოვნებსაც დააკმაყოფილებ (ენის ცოდნის დონე, ლიდერობის პოტეციალი და ა.შ.) დიდი შანსია, რომ ფონდი დაგაფინანსებს.

  3. Deadlinebi dzaan cudad aris ganawilebuli, aq deadline aris 1 dekemberi da cambridgeshi saertashoriso urtiertobebze deadline aris 2011 wlis 31 ianvari😦

  4. aaa, ukacravad, ragac arasworad gavige mgoni, anu sakmarisia, rom gagzavnili gkondes marto da araa aucilebeli, rom charicxuli iyo? magram toelf-is chabrebas ver movaswreb mainc😦 netav sagazafxulod ar ikneba migeba cambridgeshi?

    • სტიპენდიაზე აპლიკაციის შესატანად საკმარისია საბუთები გაგზავნილი გქონდეს რომელიმე სპეციალობაზე, მაგისტრატურაში ან დოქტორანტურაში. ჩარიცხვის შემთხვევაში განიხილავენ დაფინანსების გამოყოფის საკითხს.
      კემბრიჯში ალბათ უფრო IELTS დაგჭირდება, მისწერე მიმღებ კომისიას, დეკემბერში ვარ დარეგისტრირებული გამოცდაზე და თუ შეიძლება ქულა ცოტა მოგვიანებით გამოგიგზავნოთ თქო. შეიძლება დაგთანხმდნენ, ხანდახან ტესტის ქულებს ელოდებიან ხოლმე.

    • უნივერსიტეტს უნდა მიწერო, admission office-ს. 50/50-ზეა შანსი, რომ ტესტის ქულას დაელოდონ. თუ თანხმობას მოგცემენ, მაშინ შეგიძლია სცადო საბუთების გაგზავნა, თუ არადა ან მომავალ წლამდე დაიცდი, ან ახალ ალტერნატივას მოძებნი🙂 მე გასულ წელს ერთ უნივერსიტეტს მივწერე ამერიკაში GRE ქულა ჯერ არ მაქვს მეთქი, გამოცდის თარიღი ვუთხარი და დაელოდნენ შედეგს. ერთი ისაა, რომ საბუთების განხილვა დააგვიანეს.

    • სააპლიკაციო გადასახადი ნებისმიერ ევროპულ და ამერიკულ უნივერსიტეტს აქვს. ამერიკაში რაც მე ვნახე, ეს თანხა მერყეობდა 25-დან 125 დოლარამდე. რაც უფრო პრესტიჟული სასწავლებელია, მით მეტს ითხოვს სტუდენტისგან.

      ფონდის ვებსაიტი ვნახე და არ უწერიათ გადასახადი თანხა. ანუ ფონდში საბუთების გაგზავნა უფასოა, უნივერსიტეტში – ფასიანი.

  5. გამარჯობა, იქნებ დამეხმაროთ საფრანგეთში გაცვლითი პროგრამის ან დაფინანსების მოძიებაში ,ვსწავლობ ილიაუნში ,პოლიტიკური მეცნიერებების ფაკულტეტის მეორე კურსზე ,მაქვს ფრანგული ენის სერთიფიკატი delf B2 გმადლობთ. მარიამი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s