როგორ მოვიპოვოთ “პრეზიდენტის სტიპენდია”


თუ გსურთ უახლესი ინფორმაციის მიღება სხვადასხვა სტიპენდიის, გაცვლითი პროგრამებისა და დაფინანსების წყაროების შესახებ, ასევე პრაქტიკული რჩევები სამოტივაციო წერილის დასაწერად, დაესწარით ტრენინგს.
————————————
სასწავლო-სამაგისტრო პროგრამა საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით შეიქმნა 2005 წელს, ახლა კი საზღვარგარეთის ძვირადღირებულ უნივერსიტეტში სწავლას საქართველოს მოაქალაქეებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უფინანსებს. ესაა ე.წ. პრეზიდენტის სტიპენდია. თანხა გამოიყოფა მხოლოდ მაგისტრატურაში სასწავლებლად, ბაკალავრიატის ან დოქტორანტურის გადასახადები არ ფინანსდება.

Master degree


ვის შეუძლია მოითხოვოს თანხა და რა კრიტერიუმებით ხდება მისი გაცემა?

ასაკობრივი ზღვარი:

განაცხადის შემტანის მინიმალური ასაკი არ არის შეზღუდული, ხოლო მაქსიმალური – 40 წელია.

რომელი უნივერსიტეტები?

განათლების სამინისტრო აფინანსებს მხოლოდ იმ უნივერსიტეტებში სწავლა, რომელსაც თვითონ განსზღვრავს პრიორიტეტულად. ესენი არის მსოფლიოში საუკეთესო უმაღლესი სასწავლებლები. სია წლიდან წლამდე შეიძლება შეიცვალოს (მაგალითად, 2009 წელს პრიორიტეტულად მიჩნეული ბევრი სასწავლებელი არ აღმოჩნდა განათლების სამინისტროს 2010 წლის სიაში). ასე რომ საზღვარგარეთ უნივერსიტეტში საბუთების გაგზავნამდე გადაამოწმეთ არის თუ არა იგი სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ნუსხაში. თუ გამოქვეყნებას ვერ ელოდები, შეგიძლია დაგუგლო და ისე შეარჩიო შენი მომავალი ალმა მატერი. თუმცა ამ შემთხვევაში არსებობს იმის რისკი, რომ იგი სამინისტროს სიაში არ იყოს და, შესაბამისად, დაფინანსებაც ვერ მიიღო.

გახსოვდეს, რომ სამინისტრო აფინანსებს ჩამონათვალში მყოფი უნივერსიტეტის კონკრეტულ სპეციალობებს. მოკლედ, ყურადღებით უნდა გადაამოწმო ყველაფერი, რომ სასწავლო გრანტი მიიღო.

აუცილებელია ასევე უნივერსიტეტში ჩარიცხვის წერილის წარდგენაც. მეორე ეტაპზე ინიშნება გასაუბრება (საბუთებ მიღებიდან 2 კვირის ვადაში). გარკვეული დროის შემდეგ კი კომისია აცნობებს საკუთარ გადაწყვეტილებას კანდიდატს.

საბუთების შეტანის ბოლო ვადა 2010 წელს 31 მაისი იყო. ამას მაინცდამაინც ბოლო დღისთვის ნუ გადადებთ, უმჯობესია ადრე მიიტანოთ საჭირო დოკუმენტები. ამგვარად დროს მოიგებთ იმ შემთხევისათვის, თუ რამის გამოსწორება ან დამატება გახდება საჭირო.

მოთხოვნილი თანხის რაოდენობა გასულ წლებში შეზღუდული არ ყოფილა. თუმცა სასურველია გარკვეული თანადაფინანსება გქონდეთ უნივერსიტეტიდან.

თუ რაიმე კითხვა გაგიჩნდათ, ან დამატებითი ინფორმაცია დაგჭირდათ, დაუკავშირდით განათლების სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის უცხოეთში საგანმანათლებლო პროგრამების სამმართველოს ტელეფონის ნომერზე 31 89 40.

წარმატებას გისურვებთ :)


9 thoughts on “როგორ მოვიპოვოთ “პრეზიდენტის სტიპენდია”

  1. წელს არ იყო მთელი ამბავი ამ სტუდენტებზე, თანხა რომ არ ჩაურიცხეს და ფაქტიურად ქუჩაში რომ ტოვებდნენ?

    • მე მახსოვს, რომ ლამის სწავლის დაწყების დღემდე დაუგვიანეს პასუხები…. მაგრამ საქმე იმაშია, რომ ალტერნატიული დაფინანსების წყარო ქვეყანაში არ არსებობს. გინდა-არ გინდა მაინც განათლების სამინისტროს უნდა მიადგე.

  2. ჩვენი ბიუჯეტის იმედზე სადმე წასვლა შეიძლება?

    გიჟმაჟ ხომ არ შემოგაკლდა პოსტები

  3. საბუთების შეტანა 31 მაისამდე რომ იყო ეგ კი ვიცოდი, მაგრამ 2011 წლისთვის ეს პროგრამა საერთოდ არის ? და თუ არის როდიდან იწყება საბუთბის შეტანა ხომ არ იცით ?

    • როგორც მახსოვს, მარტში ცხადდება ხოლმე საბუთების მიღება. ამიტომ ლოდინის მეტი არაფერი დაგვრჩენია🙂 მანამდე რისი გაკეთებაც შეიძლება, განათლების სამინისტროში დარეკვა და გაგებაა🙂

  4. პრეზიდენტის სტიპენდია სხვა რამეა! პრეზიდენტის სტიპენდია არის ყოველტვიური 150 ლარიანი სტიპენდია, რომელსაც ან აიღებ ან არა, ყველა სემესტრში შიშის კანკალში უნდა იყო და აუცილებლად ამოწმო ქულების დათვლის პროცესი. არ შემოწმებ და ისე ამოგაგდებენ სიიდან თვალს არ დაახამხამებენ. რაც შეეხება იმ პროგრამას რომელზეც აქ საუბრობთ ეს არის სამაგისტრო პროგრამა საზღვარგარეთ სწავლის მსურველებისათვის. ამ დაფინანსების აღება კიდევ უფრო რთულია ვიდრე პრეზიდენტის სტიპენდიისა. რთული იმიტომ რომ მათ მიერ მოცემულ სიაში მხოლოდ ის უნივერსიტეტებია რომლებიც GMAთს ითხოვენ და საკმაოდ რთული გამოცდაა, ცოტა აბარებს წარმატებით. გარდა ამისა რომც ჩააბარო დაფინანსების აღების ძალიან მცირე შანსი გაქვს საქართველოდან🙂

    • პირველ რიგში, ქართული შრიფტით წერე ხოლმე. ახლა კი გადავიყვანე, მაგრამ მომავალში რა იქნება არ ვიცი😀
      მეორე, ეტყობა ყურადღება არ მიგიქცევია პრეზიდენტის სტიპენდია როგორ წერია: 1. ბრჯღალებში. 2. ე.წ.-თან. ეს იმიტომ რომ სტიპენდიის ოფიციალური დასახელება სხვაა, მაგრამ “პრეზიდენტის სტიპენდიის” სახელით უფრო არის ცნობილი და სტუდენტებიც ამ ტერმინით ეძებენ. გასაგებია?😉

      მეორე, რასაც შენ ამბობ, ეგ სტიპენდიაც ვიცი და კიდევ ბევრი სახელობითიც, რომლებიც სხვადასხვა უნივერსიტეტშია დაწესებული კონკრეტული სპეციალობის სტუდენტებისათვის. მაგრამ ბლოგის ერთ-ერთი თემა საზღვარგარეთ სასწავლო პროგრამები და სტიპენდიებია, ამიტომ ამ კონტექსტში უნდა განიხილო. ესეც ხომ გასაგებია?😀

      მესამე, ნებისმიერ სტიპენდიას აქვს მინიმალური მოთხოვნები, ანუ გარკვეულ ზღვარს გიწესებს, როს ქვემოთაც არ უდა ჩამოხვიდე. თუ მისი მოთხოვნების დაკმაყოფილების თავი არ გაქვს, მაშინ რა აზრი აქვს მასზე დროის დაკარგვას???

      მეოთხე, სიძნელე ძალიან პირობითია, GMAT, GRE, TOEFL, IELTS, SAT, კიდევ სპეციალური ტესტები იურისტებისთვის, სამედიცინო სფეროს წარმოამდგენლებისთვის და ა.შ. გარკვეული სირთულის მატარებელი არის, მაგრამ სავსებით შესაძლებელია მაღალი ქულის აღება. GRE da TOEFL მაქვს ჩაბარებული, GMAT საცდელად გავაკეთე და საკმაოდ კარგად გავართვი თავი. თავს თუ შთააგონებ, რომ “შეუძლებელია”, მაშინ მართლა არაფერი გამოგივა. პირადად ვიცნობ რამდენიმე ადამიანს, ვინც განათლების სამინისტროს მიერ პრიორიტეტულად აღიარებულ უნივერსიტეტებში ჩაირიცხა და დაფინანსებაც მიიღო. GMAT ყველა სპეციალობისთვის არ არის მოთხოვნა, ძირითადად ბიზნეს ადმინისტრირებაზეა საჭირო. ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებებზე GRE-ს ითხოვენ, ისიც მაგისტრატურაში.

      • გამარჯოათ , თუ შეგიძლიათ თქვენი ნომერი მომწეროთ GMAT ითან დაკავშირებიათ მაქვს კითხვა

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s