ნადირობა პიცაზე


წარმოიდგინეთ თანამედროვე ტექნილით აღჭურვილი უზამაზარი ბიბლიოთეკა. აქ მრავალგვარი რესურსებია: წიგნები, მაგიდები, ოთახები ჯგუფური მეცადინეობისათვის, კომპიუტერები, სადაც სტუდენტს შეუძლია რამდენიც უნდა იმდენი დრო გაატაროს. სამუშაო საათები დილის 10-დან ღამის 2-მდეა. ასე რომ, მოწადინებული ადამიანი აკადემიური დავალების შესრულებასაც მოახერხებს და პირადი მიზნებსითვისაც გამოიყენებს. სწავლის დაწყების წინა დღეს აქ დიდი წვეულება იმართება. ყველა სტუდენტი ელ.ფოსტაზე ღებულობს მოსაწვევს, ასე რომ დანიშნულ საღამოს ბევრი ახლაგზარდა იკრიბება ხოლმე.
წელს წვეულება 11-ზე დაიწყო. რითია ეს საღამო გამორჩეული? ეს, პირველ რიგში, ახლადჩამოსული სტუდენტების სოციალიზაციას ემსახურება მიზნად – მათ გაცნობა-დაახლოებას. სამაგიდო თამაშები, მუსიკა და უფასო პიცა სწორედ ამ მიზნისთვისაა. უფასო საკვები ამერიკელის სტუდენტისათვის ძააააალიან მნიშვნელოვანია😀 იმიტომ, რომ აქ პროდუქტები, მით უმეტეს მზა კერძები საკმაოდ ძვირი ღირს. რთულია, შეზღუდული ფინანსური რესურსებით მოახერხო სწორი და, მით უფრო, კარგად კვება. ამიტომ თუ სადმე საკვები უფასოდ ცხადდება, გუდამშიერი სტუდენტი სწორედ იქით მიიჩქარის😀 მენიუსაც არ დაგიდევს, მთავარია თანხის გადახდა არ უწევს😀 ასე რომ, თუ სადმე დიდი შრიფტით, განსაკუთრებით ხაზგასმულად წააწყდებით “უფასო კვებას”, არ გაგიკვირდეთ😀
ბიბლიოთეკაში გამართული წვეულებაც სწორედ ასეთი იყო. “ნადირობა პიცაზე” ზუსტად ასახავს აქაურ სიტუაციას. ხედავთ ამ გრძელ რიგს?

ეს გოგო-ბიჭები სწორედ პიცის დასატაცებლად არიან ჩარიგებული. რამდენიმე პიცა შემოიტანეს და ისე მიაწყდა დამშეული სტუდენტობა, 2-3 წუთში წამლადაც კი არ დარჩენილა ერთი ნაჭერი.

აქ კი დანაყრებულები მაგიდებს შემოსხდომიან და კარტს, დომინოს, ნარდს და სხვა სამაგიდო თამაშებს ჩაკირკიტებენ. არ ვიცი რამდენად ამყარებენ აქ შეძენილ ნაცნობობას, მაგრამ ამ ღამეს უფასო საკვებთან ერთად სიამოვნებასაც კარგად იღებენ🙂
ამერიკაში უცხოელები ბევრნი ჩამოდიან, ამიტომ მათი სოციალიზაცია, რიგი მიზეზების გამო, აუცილებელია. საერთაშორისო სტუდენტების ოფისი დიდ თანხას ხარჯავს მსგავსი ღონისძიებების მოწყობაზე.

– რას იტყვით, ქართულ უნივერსიტეტებში საჭიროა ამგვარი რამ?

6 thoughts on “ნადირობა პიცაზე

  1. ჰეჰეჰე, ძალიან სასაცილო იყო, მაგრამ რას იზამ რეალობაა. და შიმშილი რას არ გაგაკეთებინებ ს:)))))

    ჰოდა აქ ანუ საქართველოსი ჩამოსული უცხოელი სტუდენტებისთვსი საჭიროა თუ არა? რა ვიცი მამენტ უცხელებს აქ ჩამოსულებს ეგ ნაკლებად ჭირდებათ ალბათ,მაგრამ ადგილობრივებისთვსი რომ იყოს…
    რა ვიცი რა ვიცი, მაინც ბიბლიოთეკა და პიცა?!…..

  2. წელიწადში მხოლოდ ერთი დღეა ხოლმე, დღეს პიცით და ტამტამებით რომ შეხვიდე ბიბლიოთეკის შენობაში, მინიმუმ მიგაწყნარებენ უცებ😀

  3. picaze uars ar vityodi :))
    me momcons msgavsi cveulebebis gamartvis idea. tumca biblioteka maincdamainc shesaferis adgilad ar mimachnia. tanac qarTul universitetebis bibliotekebi amistvis sruliad mouxerxebelia.

    • ერთ დღეს რა უშავს, მიალაგებ მაგიდებს და იმხიარულებ :))) სამაგიეროდ შემდეგ მთელი წელი მოგიწევს წიგნებისა და კომპიუტერის ეკრანის ყურება :)))

      ამერიკული უნივერსიტეტის ერთ-ერთი დადებითი მხარე ისაა, რომ ინფორმაცია ღიაა ნებისმიერი ადამიანისათვის. მსგავს ღონისძიებებს რომ გეგმავენ ყველას მისდის ელფოსტა ამის შესახებ, და არა კონკრეტულ ჩაკეტილ ჯგუფს.🙂

    • ჩემი გადაღებულებია🙂 აქ იმდენს გველაპარაკებიან საავტორო უფლებებზე რომ….😀

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s