KSU. სტუდენტური ცენტრი


სტუდენტური ცენტრი შთამბეჭდავი შენობაა, გარედან დიდი არაფერი, თუმცა შიგნით თითქმის ყველაფერია, რაც სტუდენტს შეიძლება დასჭირდეს – კაფეები, სტუდენტური კლუბები, ბანკი, წიგნების მაღაზია. აქ წიგნების გარდა უნივერსიტეტის სიმბოლოიანი ტანსაცმლის, ჭიქების, სხვადასხვა აქსესუარების შეძენაც შეიძლება. ცენტრალურ შესასვლელში ყველა იმ ქვეყნის დროშაა გამოკიდებული, საიდანაც ჩამოსული სტუდენტები სწავლობენ.

საქართველოს დროშა მეორე სართულზე, კუთხეში ჰკიდია. თავიდან ვერ შევამჩნიე და გაცეცხლებული ვეძებდი კომპეტენტურ პირს, რომ მასზე ჩემი აღშფოთება გადმომენთხია😀 მაგრამ შემდეგ, როცა უკეთ მივიხედ-მოვიხედე, დავინახე და დავცხრი😀 დროშები ანბანური პრინციპითაა გამოფენილი: დაბლა ა-დან იწყება, შემდეგ ზედა სართულზე გრძელდება.

ერთ-ერთ დარბაზში ახლადჩამოსულ პირველკურსელებს საორიენტაციო ტრენინგები უტარდებათ. აქ ინფორმაციას იღებენ აკადემიური სტანდარტების, ამერიკული ცხოვრების წესის, სამართლებრივი და ფინანსური საკითხების შესახებ და ა.შ. გაცნობის დღეს, როგორც ჩანს, ყველას თავის ენაზე დააწერინეს WELCOME-ის შესაბამისი სიტყვები. ნაცნობი ასოები რომ ვერ შევმჩნიე, “საქართველო” მივაწერე.🙂 ესეც შენი ქართული კუდაბზკობა😀 მერე ჩემმა მოლდაველმა კურსელმაც მომბაძა და სადღაც კუთხეში მშობლიურ ენაზე თავადაც გაუკეთა წარწერა🙂

სტუდენტური ცენტრის კიდევ ერთი ღირსშესანიშნაობა განცხადებათა დაფებია. აქ ყველაფერია – “ვეძებ”, “ვიპპოვე”, “მოვამზადებ ბავშვებს”, კინოაფიშა, შეხვედრა მომღერალთან, Fეშენ-შოუ, საფეხბურთო მატჩები, სამუშაოს შეთავაზება…
აქ სტუდენტებს უფასო გაკვეთილებს სთავაზობენ ინგლისურ წერაში – მათი უმეტესობა ხომ უცხოელია. ყოველწლიურად რამდენიმე ათასი ჩინელი ჩამოდის სხვადასხვა სპეციალობაზე, ან ESL (English as Second Language) კურსებზე და ნამდვილად სჭირდებათ ინგლისურის გაუმჯობესება. მაღალი კურსის სტუდენტები მათ გაკვეთილებს უტარებენ. პირველკურსელებისთვის ეს უფასო მომსახურებაა, თუმცა მასწავლებლები უნივერსიტეტისგან გარკვეულ ანაზღაურებას იღებენ.

ესეც მართლმადიდებლურ-ქრისტიანული განცხადება🙂
მოხალისეობა ამერიკაში ძააალიან პოპულარულია. თუ გინდა შენი გულმოწყალე ხასიათის დემონსტრაცია მოახდინო, რომელიმე საზოგადოებრივ ან რელიგიურ ორგანიზაციაში მოხალისედ უნდა წახვიდე. დაეხმარები უპოვრებს, ძალადობის მსხვერპლებს, ღარიბ ოჯახებს და ა.შ. გარკვეულწილად გამოცდილებასაც მიიღებ და თუ ოდესმე პოტენციურ დამსაქმებელს ამის შესახებ გაუმხელ, დარწმუნებული იყავი რომ მის გულს მოიგებ. სტუდენტური ცენტრის რომელიღაც განყოფილება გეხმარება, მოიძიო შენი ინტერესების შესაბამისი ორგანიზაცია.
აქაც – განცხადებების ნაკრები. ცენტრალური ადგილი დეპრესიული განწყობის წინააღმდეგ ბრძოლას უკავია. ხედავთ, რა გულგატეხილები ყოფილან ამერიკელი სტუდენტები?🙂 და ისიც ხომ ცხადია, თუ როგორ ზრუნავს მათზე დედა (ან მამა) უნივერსიტეტი🙂
ესეც – ხელიხელჩაჭიდებული გოგონები და ბიჭები.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s