ამერიკა. ჩემი მეზობელები


არ მეგონა ამერიკაში იმასაც თუ ვნახავდი, როგორ ცხოვრობენ ადამიანები და ცხოველები ერთად XXI საუკუნეში. აქ შეიძლება დილით ადრე აივანზე გამოხვიდე და შენს ეზოში მობალახე შველი დაინახო. წიწკნის ბალახს, თან სიფრიფანა ყურები დაძაბულად უთრთის, ფეხის გაფაჩუნებაზე კრთება და გასაქცევად მზადაა. ირგვლივ ბავშვის სათამაშოებია მიმობნეული – გუშინდელი თამაშის შემდეგ დატოვეს. სახლში ყველას სძინავს და ვერ ხედავენ, როგორ შეექცევა საგულდაგულოდ გაკრეჭილ ბალახს ბუნების მშვენიერი ქმნილება. სიწყნარეა. შველი მაინც მოუსვენრად ცმუკავს და აქეთ-იქით იმზირება.

გარეული ბატები მშვიდობიანად ცხოვრობენ ადამიანების ახლოს. დაბაჯბაჯებე, ყატყატებენ, მრავლდებიან და არაფერი ადარდებთ – მათზე არავინ ნადირობს. არ გამიკვირდება, თუ ერთ მშვენიერ დღეს რომელიმე მათგანი სახლში მესტუმრება და სადილზე დამეწვევა🙂
ეს მაჩვი კი უნივერსიტეტის რომელიღაც კორპუსის წინ ცხოვრობს. თამამად დაცუნცულებს ხოლმე გზაზე, მაგრამ კამერებს ერიდება, ეტყობა რომელიღაც პაპარაცმა მეტისმეტად გააბრაზა😀
შავი კუდბუთქუნა ციყვებიც მოურიდებლად დარბიან. 50-იოდე წლის წინ რამდენიმე მათგანი კანადიდან ჩამოუყვანია უნივერსიტეტის რომელიღაც გულშემატკივარს. მას შემდეგ ისე გამრავლებულან, ყველგან ფეხებში გედებიან. დახტიან ხიდან ხეზე და იმდენ ხანსაც არ ჩერდებიან ერთ ადგილას, რაც ერთ ჩაჩხაკუნებას სჭირდება. კადრში თუ მოხვდა, უნდა ჩათვალო რომ ბედმა გაგიღიმა🙂

One thought on “ამერიკა. ჩემი მეზობელები

  1. me new jersey shi vnaxe shvelebi. movefere kidec. kide iqve kurdglebic iyvnen. ciyvebi da egeti uwyinari cxovelebi

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s