პირველი, პირველი, პირველი


ამერიკის პირველი შთაბეჭდილება

საშინლად დამღლელი. 2 საათი მაინც ვიდექით საიმიგრაციო სამსახურის რიგში, სანამ ოფიცერთან მივაღწევდით. ერთმანეთის უკან იდგნენ აფრიკელები, ინდოელები, მოლდაველები, ჩინელები, იაპონელები, უკრაინელები, შვედები, ფრანგები, ინგლისელები… ერთი შვეიცარიელი ოჯახი მთელი შემადგენლობით შემოდიოდა შეერთებულ შტატებში. დედა რაღაც წიგნს ხმამაღლა უკითხავდა დაღლილ ქალიშვილს. ინდოელი ქალი 5 თვის ჩვილს პამპერსს პირდაპირ იატაკზე უცვლიდა. გადაღლილობისგან მისავათებულმა ერთმ ბავშვმა უღონოდ წაუტირა… ვიდექით 24 საათიანი გზით დაქანცული ქართველები და მაინც ყველას მაგივრად გვიხაროდა ცხოვრება.

პირველი ლექცია

გავაცდინე ბანალური მიზეზით – ვერ მივაგენი. საქმე იმაშია, რომ ამერიკული უნივერსიტეტი ერთი ნაგებობა კი არა, სხვადასხვა დანიშნულების მქონე მთელი კომპლექსია – სასწავლო და ადმინისტრაციული შენობები, ბიბლიოთეკა, სტუდენტების საცხოვრებლები, სტუდენტური ცენტრი, საერთაშორისო სტუდენტების ოფისი, (კალათბურთის, ფეხბურთის) სათამაში მოედნები, ჯანდაცვის ცენტრი, პარკირების ადგილები და ა.შ. ჩემს უნივერსიტეტს საკუთარი პოლიციაც კი ჰყავს.
ეს ყველაფერი საკმაოდ დიდ ტერიტორიაზე გადაჭიმული და ახლადჩასული ადამიანისათვის არც ისე ადვილია აქ ორიენტაცია. მე კი ჩემი რუკა სახლში დავტოვე და ამაო წანწალს შევალიე ძვირფასი დრო😀  შენობაც ვერ ვიპოვე და ონლაინ პიარის პირველ ლექციასაც ვერ დავესწარი.
პირველი მოგება
დღეს ელფოსტამ გამაოცა: Jump Drive მოიგეო. ეს ხტუნია რა იყო დაგუგვლის შემდეგ მივხვდი – თურმე ჩვენებური ფლეშკა ყოფილა ამერიკულ ინგლისურად🙂 მერე დავფიქრდი, რამე გაუგებრობა ხომ არ მოხდა მეთქი და გამახსენდა, რომ 2 თუ 3 დღის წინ სტუდენტების წამახალისებელ გათამაშების ყუთში ჩავუძახე ჩემი უდიდებულესი გვარ-სახელი. ხვალ სტუდენტების მულტიმედია ცენტრში უნდა მივაკითხო ახალ მონაპოვარს🙂

5 thoughts on “პირველი, პირველი, პირველი

    • ნწნწ. რატომ მანერვიულებ, ამდენი დავწერე ამერიკაზე და ახლა დარწმუნდი რომ აქ ვარ?😀 თითქმის ერთი თვის წინ ჩამოვედი🙂

  1. კარგია რომ გაგვიზიარე შენი შთაბეჭდილებები. ისე რატომ არ გადმოხვიდოდი ბლოგსპოტზე?

    • ჩემი პირველი ბლოგი მანდ იყო, მაგრამ საბოლოოდ მაინც ვორდპრესი ავირჩიე – ბევრი უპირატესობა აქვს🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s