მარაზმული მიმართვა გიჟმაჟ-პრესის მკითხველებს


მკითხველო,
მადლობა შესწირე მაღალ ღმერთს, რომელმაც ამ დღემდე მოგიყვანა და ბლოგის წაკითხვის საშუალება მოგცა
მადლობა შესწირე ვასასი ბიცოლას, რომელმაც დამტაგა და ამ მარაზმის წერა “მაიძულა”😀
მადლობა შემწირე მეც, რომელიც ზემოთხსენებული ორი უზენაესი არსების ნებას ულაპარაკოდ დავემორჩილე
მადლობა შესწირეთ წმინდა ისიდორე სევილიელს – ინტერნეტისა და განსაკუთრებით ბლოგების მფარველს რომელიც დაუშრეტელ ენერგიასა და ინტერნეტ-სივრცეს გვაძლევს ყოველგვარი სისულელის დასაპოსტად
მადლობა შესწირეთ ვორდპრესსაც და ჩემი მეზობლის ძაღლს რომელმაც თავის პატრონს “შემთხვევით” ფეხზე დააფსა

მკითხველო
რომელიც დროს, ცრემლსა და სიცილით სავსე თასებს აცლი ხოლმე ჩემს ბლოგს
რომელიც ხან ამრეზით კითხულობ ხან კი ჩუმად ფხუკუნებ, რომ შენი სიმწრის ხარახარი ახლადჩაძინებულმა ოჯახის წევრებმა არ გაიგონ
მინდა გაგიმხილო ამ ბლოგის ავტორის ზოგიერთი ინტიმური დეტალი

პირველები:
პირველი კომპიუტერი – ელექტრონიკა.
პირველი პროგრამული ენა – Basic
პირველი ძაღლის სახელი – არ-მომეკარო-გიკბენ
პირველი პოსტი – 2009 წლის 16 მაისს
პირველი წიგნი  – მელია და მწყერჩიტა

წარმოშობა: გლეხი. ჩემი გვარის შესახებ ცნობები დაახლოებით IV საუკუნიდან მოიპოვება. ისინი იყვნენ მონადირეები, მეომრები, მიწათმოქმედები. მდაბლად თაყვანი მცენ და ფეხზე კოცნით მეთაყვანონ ბაგრატიონებმა, მათზე დიდი და საინტერესო ისტორია მაქვს.

მოკლე დახასიათება – ტიპიური სოფლელი: ცხოვრების ყველაზე ჯანსაღი წლები სოფელში გავატარე. ამიტომ არ მეუცხოება ძროხის ნეხვის სუნი, არც ტალახიანი მარწყვის ჩაკნაწუნება, არც გასარეცხი ბალი-მსხალი-ალუბალი-ატამი-ქლიავის გემო…….. ვისაც სოფლელობის სცხვენია, გავაძვრინე ახლადდანაყრებული ღორების კოლტის ქვეშ😀

საყვარელი ტანსაცმლის დიზაინერი – ბებიაჩემი. ბავშვობიდან მოყოლებული, ხშირად ვატარებდი მის მოქსოვილ ტანსაცმელს – კაბები, ჯემპრები, ჟაკეტები… რა გინდა სულო და გულო. ცივ ზამთარში მატყლის წინდებს მიქსოვდა. მიკერავდა სხვადსახვა ჩასაცმელს, შეეძლო ნებისმიერი მოდელის ლამაზად გადაკეთება. ყველაზე უფორმო ტანსაცმელსაც კი ლაზათს სძენდა ხოლმე.

ფეხსაცმელი – კარგად მორგებული, ისე რომ ფეხით ხანგრძლივი სიარულისას დისკომფორტი არ შემიქმნას. განსაკუთრებული სიმპათია – ბათინკებს. მაღალქუსლიან ელეგანტურ ფეხსაცმელს მირჩევია მაღალყელიანი, წყალგაუმტარი, შეძლებისდაგვარად მსუბუქი და ყველანაირ რელიეფზე სასიარულოდ მოსახერხებელი ბათინკები; ასე ძალიან დიდი სიამოვნებით დავაჯლაგუნებ ქალაქშიც – რესტორანში, სამსახურში, ქუჩაში… შეიძლება ტალახიანითაც შემოგეფეთოთ და სტრატეგიულ ადგილას მკიდია რას ფიქრობს ჩემზე ტუჩებშეღებილი ვირთხისსახიანი დისტროფიკი.

წონა – “დასაშვებზე მეტი”. ვისაც ჩემი ზედმეტი კოლოგრამები აწუხებს, წყალს მოუყვეს და გულზე მოეშვება😀

ტრანსპორტი – ფეხაძინი. შედარებით დიდ მანძილზე გადასაადგილებლად – თბილისში: მეტრო, ავტობუსი, მარშუტკა. ამერიკაში: ავტობუსი, იშვიათად – მეზობლის მანქანა.

სამზარეულო მომსახურება – ფირმა “მე თვითონ”
.

ნამზეური – ქუჩიდან: ბოდიალისას ან გაჩერებაზე ტრანსპორტის ლოდინისას მებრაწება ხოლმე კანი. ჟანგიან სახურავებს, მით უმეტეს სოლარიუმებს სათოფეზეც არ ვეკარები.

სათვალე – ვარკეთილის რომელიღაც ჩასახვევში ვიყიდე რამდენიმე თვის წინ. ლილოში წასვლა დამეზარა, შემინდოს ერმა და ბერმა!🙂

თვალის ფერი – სათვალის სეზონი რომ გადავა, მოვიხსნი და დაინახავთ.

ბავშვობის მოგონება – ძალიან პატარას ძაღლმა მიკბინა. ჩემს სხეულზე ამ ნაკბენის შრამებს ნუ დაუწყებთ ძებნას, ვერ იპოვით😀 “გარანტირებული” 40 ნემსი არ გაუკეთებიათ, ამიტომ ხანდახან ცოფის ნიშნები თუ შეამჩნიეთ ჩემს პოსტებში, არ გაიკვირვოთ.

თანამედროვე მსახიობების, მომღერლებს, პოეტების, რეჟისორების, ცნობილი ნარკომანების, ახვრებისა და ნაძირალების სახელებს ნუ მკითხავთ – არ ვიცი იმიტომ, რომ არ მაინტერესებს. Fეშენ შოუებზე, შოპინგზე, წყლის თხილამურებზე სასრიალოდ, ბათუმში მოდი-ერთად-გავაფრინოთ-მარიაჟულ წუსოვკებზე, კლუბებში სიარულითაც არ ვიკლავ თავს. მიყვარს მთები და ზურგჩანთით ბოდიალი; სადმე წყნარ ადგილას მოყუჩება და წერა; ბლოგინგი; მეგობრებთან ერთად რაღაცეების მაიმუნობა; წვიმასთან თამაში; ბალახზე ფეხშიშველი სირბილი; სხვისი ნაყინის ამოთქვლეფა და ხანდახან ვიღაცის ფეხსაცმელში წებოს ჩასხმაც🙂

მოკლედ, მარაზმებში ვიხრჩობი. დახმარების ხელის გამოსაწვდენად თავს ნუ შეიწუხებთ – აქ კომფორტულად ვარ და ფულის ტომრების მარაქაში გარევის სურვილი საერთოდ არ გამაჩნია. ვისაც გულზე ეკლად და გვერდში ხიჭვად ვესობი, ჯანდაბის იქით გზებიც დამილოცნია.

ესტაფეტას გადავცემ ზურიუსსJo Key და ბათუმელ ჟურნალისტს.

16 thoughts on “მარაზმული მიმართვა გიჟმაჟ-პრესის მკითხველებს

  1. აუჰ რა გემრიელი პოსტი იყო პირდაპირ ნერწყვები მომივიდა, უფრო სწორედ დუჟი იმიტომ რომ ბავშვობაში მეც დამკბინეს კატებმა :დ მაგრამ ამის შესახებ არავინ იცოდა შესაბამისად აცრა არ მაქვს :დ

    პ.ს. ყოველთვის მეგონა რომ ბიჭი იყავი :)))

    • აბა სარკეში ჩავიხედო, ეგებ მართლა ბიჭი ვარ და ვერ ვხვდები :))

  2. Pingback: ბაზრობა – თავშესაფარი გოიმთათვის | Zurriuss.Ge

  3. au dzaglma mec mikbina😦 tan tuchze. tan acrilic ar iyo cofze. da mxolod 3 nemsi gavikete😀 ase, rom ert dges ertad gavcofdet tu ginda😀
    yvelaze magari “marazmuli” posti iyo rac wamikitxavs

  4. არ ვიცი რა ჯანდაბა უნდოდა მარა მწარედ მახსოვს😀 ზედა ტუჩზე კბილი ჩამასო😀
    მაგის პატრონი იყო მაგარი😐 ყველაფერზე აცრილია ძაღლი ნუ ნერვიულობთ ცოფის გარდაო😐 და მერე ეგ ძაღლი ცოფმა მოკლა

  5. ” ვისაც ჩემი ზედმეტი კოლოგრამები აწუხებს, წყალს მოუყვეს და გულზე მოეშვება ” +1

  6. “ძალიან პატარას ძაღლმა მიკბინა. ჩემს სხეულზე ამ ნაკბენის შრამებს ნუ დაუწყებთ ძებნას, ვერ იპოვით “გარანტირებული” 40 ნემსი არ გაუკეთებიათ, ამიტომ ხანდახან ცოფის ნიშნები თუ შეამჩნიეთ ჩემს პოსტებში, არ გაიკვირვოთ. ”

    hahaaa es istoria ar vicodi me😀 amas mimalavdi?
    karqi postia gijun🙂

    • თევზ, ხომ იცი, არ არსებობს დამალული, რომელიც არ გაცხადდება😀

  7. cota ar iyos bogmanarevi postia. axla vnaxe es. Cemi statiis komentars gamovyevi. posti ar momecona. am yvelafris gamotqma wyevlis gareshec sheizleba da gorebis koltis qvesh gavatare da jandabamde gza hqonia frazebi martla uxdeba ufro soflis orgobes, vidre blogs. I M H O

    • ბოღმიანიიო? :))) ჰეჰე :))
      ცოტა უფრო მსუბუქად შეხედე ყველაფერს :)))
      შენ თუ ეს ყველაფერი გაკომპლექსებს… რა ჩემი ბრალია😀

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s