გმირების “ასავალ-დასავალი”-ს პასუხად


მეზობელ ბლოგზე პოსტი დევს – გმირების “ასავალ-დასავალი”, სადაც ავტორი აკრიტიკებს “ასავალ-დასავალს” და მის ფურცლებზე მონარნარე “სასიქადულო მამულიშვილებს” გმირთა მოედნის მემორიალის არაკორექტული სიტყვებით მოხსენიების გამო. თუმცა, “არაკორექტული” საკმაოდ რბილი შეფასებაა იმ დამოკიდებულებისა, რასაც ეს ადამიანები იჩენენ ომში დაღუპულების, მათი ნათესავების მიმართ. ვეთანხმები ავტორს იმაში, რომ “შტიკი”, “ყ***ჯი”, “ფ****ი” წოდება ამ მემორიალისათვის ძააალიან შეურაცხმყოფელია. მაგრამ ისიც საკითხავია, არის თუ არა ასავალ-დასავალი მნიშვნელოვანი და ანგარიშგასაწევი გაზეთი. ესაა რადიკალურ-ექსტრემისტული პერიოდული  გამოცემა, რომელიც ობიექტურობასა და სკანდალურობას იბრალებს – ამორალურობისა და არაკომპეტენტურობის ხარჯზე. დაბალი ინტელექტი + ბოღმიანი აგრესია ასაზრდოებს მის კორესპოდენტებს… ასე რომ, დიდად გულთან ახლოს ნუ მიიტანთ რასაც იქ წერენ. ჩვენს ვაიპოლიტიკანებსაც იმიტომ მოსწონთ, რომ შესაბამისი ინწილექწუალური შესაძლებლობები გააჩნიათ. უსაფუძვლო და შეურაცხმყოფელ ბრალდებების პოპულარიზაციას ამ მაკულატურის ფურცლებიდან იოლად ახდენენ… შესაბამისიდასკვნები თავად გამოიტანეთ…🙂

თუმცა PS-ის საკითხში, ვფიქრობ, დათანხმება შეუძლებელია, როდესაც ძეგლის მდარე არქიტექტურას მისი ავტორის არაქართულ წარმოშობას უკავშირებს. ერთია რომ რაღაც არ შეიძლება მოგეწონოს, მაგრამ სიმდარეს თუ აბრალებ რამეს, უნდა დაასაბუთო კიდეც. შეიძლება ამ სვეტს მხოლოდ მზის სხივები და ღამის განათება აბრწყინებდეს, და არა ფორმების სინატიფე, მაგრამ – დასაბუთებული დაწუნება სჯობია. ანუ აზრის შეთავაზება კონკრეტული შეფასების კრიტერიუმების გათვალისწინებით. ამას გარდა, ვთვლი, რომ “შინაურ” და “გარეულ” წარმოშობას შემოქმედებით პროცესში არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია ხარისხი და კულტურული, გნებავთ პოლიტიკური ღირებულება, + ავტორის ნიჭი და შემოწმედებითი პოტენციალი. აშენონ ესპანელებმა, ფრანგებმა, იტალიელებმა, სკანდინავიელებმა ახალი სახლები, აკეთონ ახალი ძეგლები – ოღონდ შეიქმნას რაიმე ფასეული. შეგახსენებთ, რომ ალავერდი არაბი არქიტექტორის აშენებულია, ისევე როგორც ჩვენი საამაყო ძალიან ბევრი ეკლესია-მონასტერი და ციხე.

პ.ს. სომხეთში, თურქეთის საზღვართან ახლოს, აღმარტულია დაახლოებით იგივე სტილის ძეგლი. იგი გენოციდის მსხვერპლთა უკვდავსაყოფად შექმნეს და იმსიმაღლე გააკეთეს, რომ თურქეთიდან მისი დანახვა შესაძლებელი ყოფილიყო.

One thought on “გმირების “ასავალ-დასავალი”-ს პასუხად

  1. 1. ძალიან კარგია, თუ ჩემი პოსტის წაკითხვისას მუზა გეწვია.
    2. “ასავალ–დასავალს” რაც შეეხება – გეთანხმები, მაგრამ საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი კითხულობს (რაც მართალია, მართალია…).
    3. ძეგლის მდარე ხარისხს მის უცხოელ ავტორს როდი დავუკავშირე – მე ვთქვი, რომ მისი ესთეტიური შეფასებისას ვერაფერი განვიცადე–მეთქი. სასხვათაშორისოდ კი აღვნიშნე, რომ ესპანელი არქიტექტორი 08 08 08 ღამეულ კოშმარებს ჩვენებურად ვერ (და არც) განიცდიდა.
    4. მე ვიხმარე სიტყვა “თანაც”, “ც” ნაწილაკი კი ჩემს მიერ გამოთქმული მოსაზრების დამატებით მიზეზზე მიუნიშნებს.
    5. ამავე დროს პს–ში ვთქვი რომ ძეგლის ხარისხი, შეფასება და ავტორი სხვა თემა იყო, რაც შენ განავრცე დ ვთვლი რომ ძალიან კარგი გამოგივიდა. მე არ დამიწერია ძეგლის შეფასება, ჩემი პოსტი სულ სხვა თემას ეხებოდა…
    6. და საერთოდაც “ძეგლი” კი არა “მემორიალი” (:დ:დ)
    7.კიდევ შემოვიჭყიტები ხოლმე შენს ბლოგზე, კარი ღია დატოვე:))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s