დაგვიანებული (მინი) პოსტები


I. სიმართლის დრო. ნაირა კალანდია

უკვე რამდენიმე კვირა გავიდა, მაგრამ იგივე განცდით ვიხსენებ – გადაცემამ შემძრა. ვიცოდი, რომ 1990იანებში საშინელებები ხდებოდა, თუმცა ასეთი არაადამიანური სისასტიკე მაინც ვერ წარმომედგინა. ადამიანის ისეთი გამხეცება, რასაც ნაირა კალანდია ჰყვებოდა, მხოლოდ ჰოლივუდის ფილმების სცენარისტების ფანტაზიის ნაყოფი მეგონა. 20 წელი გავიდა, თუმცა ახლაც შეუძლებელი ჩანს ემოციების გარეშე საუბარი იმ ტრაგედიების შესახებ, რომლებიც დევნილებმა გადაიტანეს. ეს ისტორიები სისხლითა და ცრემლითაა სავსე… ვუსმენდი ამ ქალს და ჩემს თავს ვეკითხებოდი – ყველაფერი ამის შემდეგ შესაძელებელია შერიგებაზე საუბარი?… ადრე, როდესაც კონფლიქტის მოგვარების შესახებ ვსაუბრობდი, ხშირად ვახსენებდი ხოლმე ვეფხისა და მოყმის ბალადას – შვილმკვდარი დედის გოდებას – “წავიდე, მეც იქ მივიდე, სამძიმარ ვუთხრა შვილისა…” მერე ბევრი წავიკითხე და კიდევ უფრო მეტ ისტორიას მოვუსმინე და ამ თემაზე გავჩუმდი – ომით მიყენებული ჭრილობები მეტისმეტად ღრმა იყო. ნაირა კალანდიას “სიმართლის დროის” შემდეგ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი – როდესაც არსებობენ ადამიანები, რომლებსაც, მიუხედავად უუუდიდესი ტკივილისა, გაწამებული ცხოვრებისა, არაადამიანური ისტორიისა – შენდობა შეუძლიათ – ვეფხისა და მოყმის ბალადა რეალურია. თანაცხოვრება აფხაზებისა და ოსების გვერდით შესაძლებელია – ჩვენ საერთო ტკივილი გვექნება – იმ წლებმა ხომ ყველა ერთნაირად დაგვაზარალა… მაგრამ ერთმანეთს მაინც ვაპატიებთ…

2. 25 თებერვალი, მარო მაყაშვილი და … ვარდისფერი მდუმარება
“25 თებერვალი, 1921 წელი”

თოვდა… და თბილისს ებურა თალხი, დუმდა სიონი და დუმდა ხალხი.
ძილ-ღვიძლად იყო ქალაქი ჩვენი, საშინელებას კვლავ სჭედდა გრდემლი –
ისევ გოლგოთა, სისხლი და ცრემლი! მშობელო დედავ, ისევ გაგყიდეს,
ისევ წამების ჯვარი აგკიდეს, არ შეგიბრალეს, კვლავ არ დაგინდეს!
თოვდა და თბილისს ებურა თალხი. დუმდა სიონი და დუმდა ხალხი.
დაცხრა კოჯორი და ტაბახმელა, მხოლოდღა თოვლი ცვიოდა ნელა,
ეფინებოდა გმირების გვამებს – განგმირულ მკერდებს, დალეწილ მკლავებს,
და უძრავ იყო თებერვლის ღამე. თოვდა… და თბილისს ებურა თალხი,
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი. იმ გზით, სად წინათ ელავდნენ ხმლები,
სად სამას გმირთა დაიფშვნა ძვლები, სად ქართლის დედის ცრემლით ნანამი
მძიმედ დაეშვა ჩვენი ალამი, სად გმირთა სისხლით ნაპოხიერი,
თოვლს დაეფარა კრწანისის ველი, – წითელი დროშით, მოღერილ ყელით,
თეთრ ცხენზე მჯდომი, ნაბიჯით ნელით შემოდიოდა სიკვდილი ცელით!
თოვდა… და თბილისს ებურა თალხი, დუმდა სიონი და დუმდა ხალხი!
კოლაუ ნადირაძე

ომი არის ჭრელი და სწრაფი, და სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად თავგანწირული მარო მაყაშვილი ისტორიის ვარდისფერი ფურცელია.

One thought on “დაგვიანებული (მინი) პოსტები

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s