კულინარიული ევოლუცია


I თავი. გასტრონომიული კოშმარები

იყო და არა იყო რა, არაფერიც არ იყო – არც სამზარეულო, არც ბარი, არც ბოსტანი და, თქვენ წარმოიდგინეთ, არც პირველყოფილი შუაცეცხლი – რომანტიკული, თბილი, სასურველი და საყვარელი…. იყო მხოლოდ უცნობ ადგილას უგზოუკვლოდ მოხვედრილი დამშეული ადამიანი… როგორ ფიქრობთ, სად შეეძლო მას დანაყრება? კაფეში ან რესტორანში? ოლოლო თქვენა, ვერ გამოიცანით🙂 ეს პასუხი მხოლოდ ერთჯერადი საჭიროების შემთხვევაში იქნებოდა სწორი. მაშინ კი, როდესაც საქმე გრძელვადიან პერსპექტივას ეხება – ოოოოოოო…. სტუდენტისათვის, რომელსაც სტიპენდია უნდა ეყოს ბინის ქირის, გადასახადების, მობილურისა და სხვა გაუთვალისწინებელი დანახარჯების დასაფარავად – ეს მეტისმეტი ფუფუნებაა. საცხოვრებლის ახლომახლოს ძირითადად ბურგერ-ცხიმიანი საკვებია, ან უცნაური სანელებლებითაა გაჯერებული და ქართულ სამზარეულოს შეჩვეული გემოვნების რეცეპტორების დაუოკებელ პროტესტს იწვევს. ამას ემატება მაღალი  ფასები, გაურკვეველი მომავალი და ყოველთვიური ბიუჯეტის სწრაფად განიავებისა და სხეულის დეფორმაციის საფრთხეები რეალური ხდება.

II თავი. ქებათა ქება დანას
ოოოოო, დიადო დანავ, ვერასოდეს წარმოვიდგენდი, თუ ასე გაგაღმერთებდი!!! ვეთაყვანები შენს ბასრ პირს და მისგან მინიჭებულ ძალაუფლებას!!! ქედს ვიდრეკ შენს მიერ ბოძებული შეუზღუდავი შესაძლებლობების წინაშე და მდაბლად თაყვანს გცემ. შენ ხარ ბედნიერების დაუშრეტელი წყარო და ადამიანის გასტრონომიული მოთხოვნილებების დაკმაყოფილების უალეტრნატივო საშუალება.
ოოო დანავ, დიადო და ყოვლის შემძლევ, ვეთაყვანები შენს ჩხვლეტია წვერსაც, რომლითაც წარუშლელი კვალის დატოვება შეიძლება ყველანაირ ბოსტნეულსა და საკვებზე. მიყვარს შენი ადვილად მოსახელთებელი ტარი, რომელიც წარმართავს შენს დანარჩენ ნაწილს ადამიანური ვნებისა და ფანტაზიის დასაკმაყოფილებლად!!!

ოოო, დიადო დანავ, წვერიდან ტარამდე გეთაყვანები, რადგან მოწყალება მოიღე ჩემზე და საშუალება მომეცი არაჯანსაღი კოშმარებისგან თავი დამეღწია…

III თავი. სამზარეულო

ვერ წარმოიდგენთ, რამხელა კულინარიულ პერპექტივებს გიშლით თუნდაც ყველაზე მარტივი და მოუწყობელი სამზარეულო. იქ უკვე მხოლოდ დანა კი არ დევს ეულად, ქვაბი, ტაფა, გაზი, მაცივარი და სხვა მრავალი დამხმარე ნივთიცაა. სალათების გარდა შესაძლებელია ხორციანი კერძების, სუპების, ნამცხვრების, წვენების, მოხარშული, შემწვარი, მოშუშული, ჩაქაფული, შებრაწული, ჩათუთქული, თუნდაც მიმწვარი ან ჩაფუფქული კერძის გაკეთება… შეგიძლია თავი იღბლიანად ჩათვალო, თუ ეს ყველაფერი გაქვს და ფანტაზიის დაძაბვა არ გიწევს გასტრონომიული  მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად. ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად დიდი ბედნიერებაა საკუთარი სამზარეულო. შედავებას სანამ გაბედავთ, მთელი კვირა სცადეთ მის გარეშე გაძლება და შედეგსაც ნახავთ…. :)))

IV თავი. თავისუფალი წარმოსახვა
როგორი შეიძლება იყოს კულინარიის განვითარების შემდეგი საფეხური? აქ წარმოსახვის თავისუფლება მომიცია ჩემი ბლოგის თითოეული მკითხველისათვის. იოცნებეთ, თან გაგვიზიარეთ, კიდევ დანაყრების რა საშუალება არსებობს🙂 ოღონდ გახსოვდეთ, რომ ეს უნდა იყოს რაღაც ახალი და პროგრესული. აბა რას იტყვით?🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s