No One is Online… ომის მოგონებები


აი ახლა 2008 წლის ომის მოგონებებს ვკითხულობ და ვიგრუზები. ფეისბუქში ვიხედები, რომ ემოცია ვინმეს გავუზიარო, თუმცა იქ აღარავინ მხვდება. No One is Online. რა სისასტიკეა. მარტოობისა და უმწეობის შეგრძნება მძაფრდება… მოდიან ნაცარწაყრილი მოგონებები… ცოცხლდება იმ უძლური გააფთრება, რომელიც 2 წლის წინ მეუფლებოდა… “რუსები მოდიან” >> ამაზე საშინელი სიტყვები იმ დღეებში არ არსებობდა. რუსი უკვე დევსა და ბუაზე სახიფათო ცნება გახდა და საქმე იქამდე მივიდა, რომ რამდენიმე დღის წინ ჩვენი პროგრამის რუს მონაწილეებთან დალაპარაკების სურვილიც კი არ გამჩენია… თუმცა ურთიერთობის ინიციატივა არც მათგან წამოსულა… სადამდე მიგვიყვანა ომმა…

– No Friends Online! – დაცარიელებული თვალებით შევყურებ ფეისბუქის გვერდს და ვნატრობ – ერთი, ერთადერთი ადამიანი მაინც შემოვიდეს და დამელაპარაკოს… ვინმე ახლობელი… თუნდაც ყველაზე უბრალო სიტყვები მითხრას… გვერდს ვარეფრეშებ… მაგრამ იგივე – No One is Online. ალბათ კიდევ დიდხანს არ შემოვლენ. ჩემთან ისევ 8 აგვისტოა, საქართველოში უკვე 9 თენდება. ეს რაღაცით დროში მოგზაურობას ჰგავს… მთელი ეს დრო რომ უკან დაბრუნებულიყო… მთელი ეს 2 წელი და რეალობა შეეცვალა… რამდენი უდანაშაულო ადამიანი გადარჩებოდა სიკვდილსა და დაღუპვას… და რამდენი მოიპოვებდა ან დაკარგავდა ახალ შესაძლებლობებს… პირადად ჩემთვისაც ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა, ალბათ ამერიკაშიც არ აღმოვჩნდებოდი და… რომ ვფიქრდები, თავს ვუტყდები რომ იმის წარმოდგენაც არ მინდა, რა იქნებოდა, ახლა სადმე სხვაგან რომ ვყოფილიყავი…

რთულია ცხოვრება, რას იტყვით?…

რაც არ უნდა იყოს, ომი – ჩვენი ტკივილია, და ამ ტკივილით ცხოვრება გვიწევს. მშვიდობა კი ღირსების საქმეა, არა?…

One thought on “No One is Online… ომის მოგონებები

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s