ამერიკული ცისარტყელა


ქართველი, მოლდაველი, უკრაინელი, ზანგი, 2 ჩინელი და 2 აზერბაიჯანელი კომოპიუტერებთან ვსხედვართ და დანარჩენ მსოფლიოსთან ვირტულაურად დაკავშირებას ვცდილობთ. ზოგი დაბალია, ზოგი გამხდარი, ზოგი დაბოღმილი, ზოგი ფეხშიშველი, ზოგიც მომავლის რწმენით სავსე. ყველა ჩვენგანი ერთ ენაზე ურთიერთობს, რომელიც ჩვენს შორის განსხვავებას ამცირებს და ურთიერთგაგების საშუალებას გვაძლევს. ჩვენ ერთად ვიცხოვრებთ და ვისწავლით, სივრცე და მისწრაფებები გაგვაერთიანებს, ხანდახან შეიძლება ვიჩხუბოთ კიდეც, ერთად დავლიოთ, ვიბოდიალოთ, თუმცა ჩვენი უნიკალურობა ერთი წუთითაც არ დაგვავიწყდება.

გაინტერესებთ აქ რანაირი ადამიანები დადიან? მაშინ წარმოიდგინეთ ყველაზე წარმოუდგენელი მრავალფეროვნება, ფანტაზია არ გყოფნით? ეგ არაფერი, კიდევ სცადეთ. თეთრი, შავი, ყვითელი ან გაურკვეველი ფერის კანიანი ხალხი დადის აქ. სხეულის ფორმებიც განსხვავებული აქვთ – ზოგი ცელულიტებში იხრჩობა, სხვები ნავარჯიშები არიან. ვიღაცას გრძელი ცხვირი აქვს, სხვას – გადმოკარკლული თვალები ან აშოლტილი ფეხები… ერთიორი შეიძლება ისეთიც შეგხვდეთ, კიბის მიდგმა რომ სჭირდებათ ხმის მისაწვდენად…

ადამიანების დეფორმაცია ამერიკაში ადგილი საქმეა – სწრაფი კვების პოპულარობა თავისას შვრება. უცნაურად შემწვარი, მოხრაკული, შეკმაზული კერძები აქვთ, რაღაც გარდამავალი გემოთი სიტკბოსა და სიმჟავეს შორის. თუმცა, საკვებს ლამაზად აფორმებენ. ეს კი თვალს აცდუნებს და… როგორც დიაააადი ზვიად ძიძიგური იტყოდა, შედეგი აქვთ უზააარმაზარი.🙂

ესაა ამერიკა- ყველა განსხვავებული და ყველა თანასწორის ქვეყანა, რომელიც გაძლევს შანსს – იყო საუკეთესო და განვითარდე. სწავლა 30 აგვისტოს იწყება, და მთელი ეს ბაბილონის გოდოლი კიდევ უფრო დიიიდი და ხმაურიანი გახდება. იმოძრავებს უფრო მეტი მანქანა და ეგებ კომპიუტერულ კლასში ნემსის ჩასაგდები ადგილიც აღარ დარჩეს… ცხოვრება კიდევ უფრო საქმიანი და საინტერესო გახდება…

წარმატება მისურვეთ🙂

7 thoughts on “ამერიკული ცისარტყელა

  1. saintersod cer, mec mominda maket, oghond es pirveli foto ra dasabrmaveblad dagidia.😛 :)))) momchra tvali. :))))))

    • კი არ დადიან – დანარნარებენ. ზოგიერთი ქუსლებზეცაა შემდგარი და…😀 ერთი კარგი ჯიგიტი უნდათ, შემოიგნოს ცხენზე და ნაბადში გაახვიოს :)))

  2. :))))))))))) jigiti magat shemoisvams sheni azrit? :)))))))))))) tvitmfrinavshi 24 saati chemtvis samotxea. :))))))) frena me rom miyvars, ise gadamfren chitebsac ki ar uyvart.😀😀😀

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s