ამერიკა. თვალშისაცემი ფაქტები


თეთრი სახლი
სულ ერტი ციცქნა ყოფილა. განსაკუთრებით გვერდით წამომართული უზარმაზარი შენობების ფონზე. ფილმებიდან, სურათებიდან უფრო დიდის შთაბეჭდილებას ტოვებდა. ძალაუნებურად ჩვენი პრეზიდენტის სასახლეს შევადარე, რომელმაც დაუნდობლად დაჩრდილა🙂 ამ უკანასკნელის ზომები თეთრ სახლზე გაცილებითმასშტაბურია. სამაგიეროდ, ამერიკელები სხვა პარამეტრებით გვიჯოკრავენ😀

კოღოები, ციყვები და ციცინათელები

უნივერსსიტეტის ბაღში საწერად მოვკალათდი, თუმცა კოღოებმა არ დამანებეს დიდხანს ჯდომა. ჯერ გმირულად ვუმკლავდებოდი მათ შემოტევებს, თუმცა მალეგაჩერება შეუძლებელი შეიქნა და დანანებით დავტოვე ადგილი.
ციყვები ვაშინგტონში ვნახეთ, ბედნიერად დაცუნცულებდნენ და საკვებს შეექცეოდნენ. ვიღაც ბიჭი ერთ-ერთ მათგანს ეფერებოდა კიდეც. ისეთი საყვარლები და კუდბუთქუნები იყვნენ… თურმე ადამიანებისა და ცხოველების ჰარმონიული თანაცხოვრება შესაძლებელი ყოფილა…🙂

ციცინათელები თეთრი სახლის წინ დაფრინავდნენ. ერტი მათგანი ადვიჭირე კიდეც, ცოტა ხნით მუჭში მოვიმწყვდიე… მერე ბავშვობა გამახსენდა, ყველაფერს რომ უცნაურ ახსნას ვუძებნიდით… ნეტა ციცინათელის დაჭერა რას ნიშნავს? … აღარ მახსოვს… ეტყობა მეტისმეტად გავიზარდე…

No Smoking
ამერიკაში თითქმის არსად ეწევიან. ოფისებში, უნივერსიტეტებში, კაფეებში, მაღაზიებში, ქუჩებშიც კი ძაააალიან იშვიათად ნახავთ მწეველებს. ისინი სპეციალურ ადგილებში, მათთვის გამოყოფილ სივრცეში იკმაყოფილებენ ნიკოტინის ჟინს.

კონდიცირებული სივრცე
გარეთ საშინლად ცხელა, შენობასა და ტრანსპორტში კი სიცივეა – ყველგან იფილტრება ჰაერი. თბილისის ცხელ კლიმატს შეჩვეულმა ფილტვებმა გამიპროტესტა, მაგრამ ალბათ მომიწევს შეგუება, შემდეგი წელი აქ უნდა გავატარო…🙂 ამბობენ, სადაც წახვალ, იქაური ქუდი დაიხურეო და მეც ვეძებ ამერიკულ ქუდს, სხვა თუ არაფერი, ცივ ზამთარში მაინც გამომადგება😀

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s