დილა მშვიდობისა, საქართველო


ფეისბუქზე შევედი, ვიფიქრე მეგობრებს დაველაპარაკები მეთქი, მაგრამ ონალინ არავინ დამხვდერია. არადა, შეჩვეული ვარ, რომ სულ მცირე ათიოდე მაინც იყო ხოლმე შემოსული და ერთმანეთს ახალ ამბებს ვუზაირებდით. ახლა რა მოხდა? მასობრივი ინტერნეტის გათიშვა? ცოტა დავფიქრდი და მივხვდი – ახლა მე ვაშინგტონში ვარ, ისინი კი თბილისში, დროის 8 საათიანი სხვაობის გამო ვეღარ ვემთხვევით ერთმანეთს. ახლა უკვე არ ვიცი, დილა მშვიდობისა ვუსურვო ვინმეს თუ საღამო მშვიდობისა, და ვიდრე დავურეკავ, კარგად უნდა დავფიქრდე რომ ვიღაცას არ დავუფრთხო გამტკბარი შუაღამის ძილი…😀 თუმცა ტელეფონში ხმა ისევ ახლოდან ისმის და გგონია, რომ მოსაუბრე სადღაც იქვეა… ტექნოლოგიები ატყუებს სივრცის შეგრძნებას… თუმცა ჩვენ ისევ 10 000 კილომეტრი გვაშორებს…
ამერიკაში ახლა ღამდება… თბილისში თენდება.
– დილა მშვიდობისა, საქართველო!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s