საჯარო გამოსვლა


I. შესავალი

ფუნქციები:
1. ინტერესის აღძვრა
2. კონტაქტის დამყარება მსმენელთან
3. მსმენელის ნდობით განწყობა
4. საუბრის თემისა და მიზნის მოხაზვა

სახეები:
1. საუბრის შინაარსისა და მიზნის მოკლე მითითება
2. პრობლემური საკითხის დასმა
3. უჩვეულო ეპიზოდის ან ფაქტის მითითება
4. აპელაცია მსმენელთა ინტერესებზე, ავტორიტეტულ წყაროზე
5. პირდაპირ საქმით დაწყება

II. ძირითადი ნაწილი
ამოცანები
1. მსმენელთა ინტერესის შენარჩუნება და გაღრმავება
2. მსმენელთა დარწმუნება, თქვენს პოზიციაზე გადმოყვანა
3. ახალი, უცნობი ინფორმაციის მიწოდება აუდიტორიისათვის
4. თქვენი კომპეტენტურობის ჩვენება
5. მსმენელთა მიერ თქვენი არგუმენტების დახსომება

საშუალებები:
1. გამოიყენეთ მსმენელთათვის ავტორიტეტული წყაროები
2. გააკეთეთ ლოგიკური და ფსიქოლოგიური აქცენტები
3. მიუთითეთ მიზეზ-შედეგობრივ კავშირებზე, გააკეთეთ რეალობიდან გამომდინარე პროგნოზები
4. გამოიყენეთ მსმენელთათვის მოულოდნელი ინფორმაცია
5. მიმართეთ გაზვიადებებს, ხატოვან გამოთქმებს, დრამატიზებას
6. გატაცებით აღწერეთ მოვლენები, რომლებიც გაკავშირებთ მსმენელებთან
7. გამოიყენეთ იუმორი, მიეცით მსმენელებს ამოსუნთქვის საშუალება
8. ახსენეთ და გაანეიტრალეთ თქვენი საწინააღმდეგო არგუმენტები
9. უჩვენეთ პრობლემის გადაჭრის გზები.

III დასკვნა
ფუნქციები:
1. ნათქვამის შეჯამება
2. საუბრით შექმნილი შთაბეჭდილების განმტკიცება
3. აუდიტორიის წინაშე ამოცანების დასახვა
4. გარკვეული ქმედებებისაკენ მოწოდება

სახეები
1. ძირითადი დებულებებისა და დასკვნების მოკლე გამეორება
2. ნათქვამის განზოგადება ადვილად დასამახსოვრებელი ფორმით
3. ამოცანების დასახვა, სურვილების გამოხატვა
4. პერსპექტივებს გამოკვეთა
5. მოწოდება ან ლოზუნგი

ცუდი დასკვნის მაგალითი:
1. უადგილო ხუმრობით დამთავრება, რაც ქმნის არასერიოზულ განწყობას.
2. მობოდიშება, რომ ვერ შეძელით გადმოგეცათ სათქმელი
3. იმაზე მითითება, რომ ვერ შეძელით რეგლამენტში ჩატევა. ეს მიუთითებს მოუმზადებლობაზე.
4. მძიმე, უპერსპექტივობის განცდით დამთავრება
5. მსნემელების მიმართ საყვედურით დამთავრება.

აუდიტორიის წინაშე შებოჭილობას ხსნის კარგი მომზადება და გამოცდილება.
ეცადეთ ხშირად გამოხვიდეთ მსმენელთა წინაშე, ხოლო შემდეგ გააანალიზეთ თუ რა გამოგივიდათ კარგად და რა არა.
“თუ ცურვა გინდათ ისწავლოთ, წყალში უნდა შეხვიდეთ”.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s