წარმატების XXI საიდუმლო. გაიარეთ “შეუპოვრობის ტესტი”


არაფერს შეუძლია შეუპოვრობის შეცვლა. ტალანტი ვერ შეცვლის მას; არაფერია უფრო მეტად ჩვეულებრივი, ვიდრე ხელმოცარულები, რომელთაც ტალანტი გააჩნიათ. გენიალობასაც არ შეუძლია მისი შეცვლა; ვერაფრის მიმღწევი გენიოსები თითქმის ლეგენდებში შევიდნენ. განათლებაც ვერ იქნება შემცვლელი; მსოფლიო სავსეა განათლებული რენეგატებით. მხოლოდ შეუპოვრობა და სიმტკიცეა ყოვლისშემძლე.

კალვინ კულიჯი

შეუპოვრობა – ადამიანის ხასიათის რკინის თვისებაა. შეუპოვრობა იმდენადვე საჭიროა ადამიანის ხასიათისათვის, რამდენადაც ნახშირბადი – ფოლადისთვის. იგი წარმოადგენს აბსოლუტურად შეუცვლელ თვისებას, რომელიც ცხოვრებაში დიდ წარმატებასთან ხელიხელჩაკიდებული დადის.

აი შეუპოვრობისა და წარამტების ერთ-ერთი უდიდესი მაგალითი: დააპროგრამეთ თქვენი ქვეცნობიერი შეუპოვრობაზე ყველანაირ იმედგაცრუებამდე და უიღბლობამდე, რომლებიც გარდაუვალია მომავალი წარმატების ძიების გზაზე. წინასწარ მიიღეთ გადაწყვეტილება, რომ არასოდეს დანებდებით, მიუხედავად იმისა, რაც შეიძლება მოხდეს.

როდესაც პრობლემას ან სიძნელეს ეჯახებით, საკმარისი დრო არ გაქვთ რომ განავითაროთ აუცილებელი შეუპოვრობა, რომელიც შეგაძლებინებდათ წამოჭრილი შეფერხების ან იმედგაცრუების გადალახვას. მაგრამ თუ წინასწარ დაგეგმავთ დაღმართებისა და აღმართების გარდაუვალობას, მაშინ როდესაც ისინი მოვლენ, ფსიქოლოგიურად მზად დახვდებით. თქვენ დღეს გეცოდინებათ, რომ ისინი აუცილებლად დადგებიან.

გამბედაობა, რომელიც საშუალებას გაძლევთ შეინარჩუნოთ სიჯიუტე და შეუპოვრობა გაჭირვებისა და იმედგაცრუების დროს, – ისეთი თვისებაა, რომელიც სხვა ყველაფერზე მეტად იძლევა წარმატების გარანტიას. თქვენი ყველაზე დიდი პირადი აქტივი შეიძლება აღმოჩნდეს მზაობა, გამოავლინოთ შეუდრეკელობა სხვა გარშემომყოფებზე მეტად. ფაქტიურად შეუპოვრობა არის თქვენი თვითრწმენისა და წარმატების უნარის ჭეშმარიტი საზომი.

გახსოვდეთ, მთელი ცხოვრება არის გამოცდა, ტესტი. დიდ წარმატებას რომ მიაღწიოთ, უნდა გაიაროთ “შეუპოვრობის ტესტი”. მაგრამ ეს ტესტი ხშირად მოულოდნელად დაგატყდებათ თავს და ემსგავსება სკოლაში საინსპექციო შემოწმებას, რომელსაც ვერავინ იწინასწარმტეყველებს. რთული სიტუაცია შეიძლება ნებისმიერ დროს შეიქმნას, სავსებით მოულოდნელად და იქ, სადაც საერთოდ არ ელით. თქვენ გადიხართ შეუპოვრობის ტესტს ყოველთვის, როდესაც გაუთვალისწინებელ გართულებას, იმედგაცრუებას, შეფერხებას, მარცხს ან საყოფაცხოვრებო კრიზისს ეჯახებით. სწორედ ასეთ სიტუაციაში აკეთებთ საკუთარი თავისა და გარშემომყოფების წინაშე დემონსტრირებას, თუ რა მასალისგან ხართ შექმნილი სინამდვილეში.

ბერძენმა ფილოსოფოსმა ეპიქტეტემ ერთხელ დაწერა: “გარემოებები არ ქმნიან ადამიანს. ისინი მხოლოდ საკუთარი თავის გამოვლენაში ეხმარებიან”.

ჩვენი ცხოვრების ერთ-ერთი გარდაუვალობა არის მუდმივად განმეორებადი კრიზისები. თუ მოვლენებით დატვირთულ ცხოვრებას ეწევით, ყოველ 2-3 თვის შემდეგ განიცდით კრიზისებს. ამ გარდაუვალი სერიოზული კრიზისებს შორის ადგილი ექნება უფრო წვრილი პრობლემებისა და სიძნელეების უწყვეტ რიგს. და რაც უფრო დიდი მიზნების მიღწევას ცდილობთ, რაც უფრო დიადია თქვენი ოცნებები და რაც უფრო მეტად ხართ სავსე სურვილით გახდეთ მილიონერი, რომელმაც საკუთარი ფული თავად გამოიმუშავა, მით უფრო მეტი პრობლემა და კრიზისბი დაგატყდებათ თავს. ერთადერთი ფაქტორი, რომლის მართვაც თავად შეგიძლიათ – არის თქვენი რეაქცია წამოჭრილ სიძნელეებსა და შეფერხებებზე. მათზე პოზიტიური და კონტრუქციული სახის რეაგირებით თქვენ ყოველ ჯერზე უბრალოდ კი არ ხდებით უფრო ძლიერი და უკეთესი, არამედ იღებთ უფრო მეტ უნარს, გაუმკლავდეთ მომავალ პრობლემებსა და კრიზისებს, როდესაც მათი რიგი მოვა. საბოლოოდ კი ცხოვრებაში მიაღწევთ ისეთ წერტილს, სადა თქვენი შეჩერება აბსოლუტურად შეუძლებელი იქნება.

მაშინ თქვენ ბუნების ერთ-ერთი აულაგმავი ძალა გახდებით. დაუმარცხებელი გახდებით. იმ ადამიანად იქცევით, რომელიც არასოდეს ამბობს ჩაფიქრებულზე უარს იმის მიუხედავად, რამდენად დიდ სიძნელეებს აწყდება. რა გარემოებებიც არ უნდა წარმოიშვას თქვენს გზაზე, ყოველთვის იპოვით მათი გადალხვის, მათზე გადახტომის, მათზე გადაძრომის, მისი შემოვლის ან მასში გასვლის, ერთი სიტყვით მათი დამარცხების საშუალებას. თქვენ დაემსგავსებით კურდღელ-ენერჯაიზერს ყველაზე გამძლე ბატარეების სატელევიზიო რეკლამიდან. ნებისმიერ სიტუაციაში გააგრძელებთ წინსვლას და მხოლოდ წინსვლას, ვერაფერი შეგაჩერებთ.

პრაქტიკული სავარჯიშო

როგორია ყველაზე რთული ცხოვრებისეული სიტუაცია, რომლის წინაშეც დგახართ დღეს? რაშიც არ უნდა მდგომარეობდეს იგი, წარმოიდგინეთ, რომ ის თქვენთვის მოცემულ დროს მოგევლინათ იმისათვის, რომ სასარგებლო გაკვეთილი მოგცეთ, რომლითაც უნდა ისწავლოთ, თუ როგორ გახდეთ მომავალში კიდევ უფრო იღბლიანი. კონკრეტულად რაში შეიძლება მდგომარეობდეს ეს გაკეთილი? თითოეულ წამოჭრილ შეფერხებაში ან სირთულეში მუდამ ეძებეთ რაღაც სასარგებლო გაკვეთილი. ყოველთვის მოახერხებთ მის პოვნას და ეს დაგეხმარებათ ძალისხმევაში, რომელიც მიმართულია იმ მილიონერად გახდომაზე, რომელმაც საკუთარი ფული თავად გამოიმუშავა.

One thought on “წარმატების XXI საიდუმლო. გაიარეთ “შეუპოვრობის ტესტი”

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s