წარმატების XX საიდუმლო. არასოდეს დაუშვათ წარუმატებლობის შესაძლებლობა


არაფრის უნდა გეშინოდეს, გარდა თავად შიშისა.

ფრანკლინ დ. რუზველტი

წარუმატებლობის შიში – ეს არის ყველაზე დიდი ცალკეული დაბრკოლება ზრდასრული ცხოვრებისას წარმატების მიღწევაში. მიაქცეთ ყურადღება, რომ საუბარი ეხება არა წარუმატებლობას როგორც ასეთს. მარცხი გაქცევთ უფრო ძლიერად, მოქნილად და გადაწყვეტილების მიმღებად. სწორედ შიშს წარუმატებლობის წინაშე ან წარუმატებლობის წინათგრძნობას შეუძლია მოახდინოს თქვენი აზროვნებისა და ქმედებების პარალიზება, შესაბამისაც, შეაკავოს თქვენი ის ქცევები, რომლებიც აუცილებელია დიდი წარმატების მისაღწევად.

ერთხელ ახალგაზრდა ჟურნალისტმა ტომას ჯ. უოტსონ-უფროსს, აიბიემის ფირმის დამაარსებელს ჰკითხა, სწრაფად როგორ მიაღწია წარმატებას. უოტსონმა ემდეგი შესანიშნავი სიტყვებიტ უპასუხა: “თუ გინდათ სწრაფად მიაღწიოთ წარმატებას, უნდა გააორმაგოთ წაურმატებლობის სიხშირე. წარმატება წარუმატებლობის მეორე მხარეა”.

იქონიეთ წინსვლის სიმამაცე. მილიონერები, რომლებმაც საკუთარი ფული თავად გამოიმუშავეს, არ არიან აზარტული მოთამაშეები, მაგრამ ყოველთვის ავლენენ ნებასა და მზაობას, წავიდნენ საჭირო, მოფიქრებულ რისკზე, რომელიც მათი მიერ დასახული მიზნისაკენ მიდის და უფრო მაღალი ჯილდოს მიღების შესაძლებლობას იძლევა. ფაქტიურად თქვენი ფსიქოლოგიური განწყობა რისკის მიმართ, ეს ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი ინდიკატორია თქვენი გამდიდრებისთვის მზაობაში.

სარისკო სიტუაციებთან ყოველი შეჯახებისას საკუთარ თავს ჰკითხეთ: “რა შეიძლება მოხდეს ყველაზე უარესი, თუ წინ წავალ? შემდეგ კი ჟ. პოლ გეტის, მენავთობე მილიონერის მსგავსად, რომელმაც თავად გამოიმუშავა საკუთარი ფული, გამოაცხადეთ თქვენი ამოცანის სახით იმისი გარანტიის აუცილებლობა, რომ ეს ყველაზე უარესი ვარიანტი, რაშიც არ უნდა მდგომაერობდეს, არასოდეს მოხდეს. ის, რომ ყველას ეშინია წარუამტებლობის – უდავო ფაქტია. ნებისმიერ ადამიანს ეშინია კრახისა და სიღარიბის. თითოეულს ეშინია შეცდომის დაშვებისა და უკან გადავარდნის. მაგრამ მილიონებერი, რომლებმაც საკუთარი ფული თვითონვე გამოიმუშავეს – ის ადამიანები არიან, რომლებიც გაცნობიერებულად და წინასწარგანზრახულად ეწინააღმდეგებიან ასეთ შიშს და ნებისმიერ შემთხვევაში ახორციელებენ საჭირო ქმედებებს. რალფ უოლდო ემერსონი წერდა: “მთელი ცხოვრების განმაცლობაში გქონდეთ ჩვევა აკეთოთ ის, რისიც გეშინიათ. თუ აკეთებთ იმას, რისიც გეშინიათ, თქვენი შიში სავარაუდოდ მოკვდება”.

როდესაც თამამად მოქმედებთ, უხილავი ძალები გეხმარებია. და გამბედაობის თითოეულ აქტს მიჰყავხართ თქვენი გამბედაობის ზრდისა და მზადყოფნისკენ, მომავალში გამოავლინოთ კიდევ უფრო მეტი სიმამაცე. ყოველთვის, როცა წარამტების გარანტია არ გაქვს, მაგრამ წინ მიიწევთ, თქვენში შიში მცირდება, ხოლო გამბედაობა და თავდაჯერება იზრდება. საბოლოო კამში კი იმ მდგომარეობას აღწევთ, სადაც უკვე აღარაფერი გემოქრებათ.

ალბათY საუკეთესო დიალოგი ფილმიდან “აპოლო-13” გამოდის იუჯინ კრანციდან, ნასა-ში ფრენის მართვის ცენტრის ხელმძღვანელიდან. როდესაც ადამიანებმა მის გარშემო დაიწყეს ფიქრი კოსოსური ხომალდისა და ასტრონავტების შესაძლო დაკარგვის შესახებ, მან ყველას ადგილი მიუჩინა, გამოაცხადა რა მგრგვინავი ხმით: “ისეთი ვარიანტი, როგორიც წარუმატებლობაა, საერთოდ არ არსებობს!”

თქვენი ამოცანაა მიუძღვნათ თავი იმას, რომ გახდეთ მილიონერი, რომელმაც საკუთAრი ფული თვითონვე გამოიმუშაბა. თქვენი ამოცანაა საკუტარ თავს დაუსახოთ კონკრეტული ამოცანა, ჩაიწეროთ ფურცელზე და ყოველ დღე იმუშავოთ მათ მიღწევაზე. ამიტომ განსაკუთრებით საჭიროა, რომ ყველას წინაშე წამოჭრილი პრობლემებისა და სიძნელეთა დროს თქვენ მუდმივად ახსენებდეთ საკუთარ თავს, რომ “ისეთი ვარიანტი, როგორიც წარუმატებლობაა, საერთოდ არ არსებობს!” მსგავსი ფსიქოლოგიური განწყობა უფრო მეტად, ვიდრე სხვა რამ, გახდება თქვენი გრძელვადიანი წარმატების გარანტია.

პრაქტიკული სავარჯიშო

განსაზღვრეთ თქვენს ცხოვრებაში შიშის ყველაზე მთავარი წყარო – მაგალითად, ეს შეიძლება იყოს წარუმატებლობა, კრიტიკა ან სხვა ამდაგვარი – და მიიღეთ აგდაწყვეტილება, იმოქმედოთ იმგვარად, თითქოს ეს შიში არ არსებობდეს. წარმოიდგინეთ, რომ წარმატება გარანტირებული გაქვთ, თუ კონკრეტულ ქმედებას განახორციელებთ, რომელიც მიმართულია თქვენი მიზნებისა და ოცნებების მისაღწევად. ამის შემდეგ უბრალოდ განახორციელეთ მოცემული ქმედება!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s