სოციალური მედიის დღე 2010. თბილისი. სახელდახელო შენიშვნები


ეს დღე რომ საქართველოშიც აღინიშნა, თავისთავად სასიამოვნო ფაქტია. სოციალური მედიის განვითარების თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანი – შეძლებისდაგვარად ბევრი ბლოგერის ერთად შეკრება და საინტერესო საკითხებზე საუბარი. ბევრი დაწერს, როგორ მოეწონა პრეზენტაციები, რა მაგარი პიცა იყო, თუმცა კრიტიკა ნაკლებად დაიდება. შევეცდები, ეს ნაკლი შევავსო🙂

დადებითი იყო ის, რომ დღის წესრიგი მთლიანად შესრულდა. თუმცა პრეზენტაციები დაგეგმილი ნახევარი საათის ნაცვლად 5-10 წუთი გაგრძელდა, ზოგი უფრო ნაკლები. ღონისძიებაც დაგვიანებითა და ტექნიკური პრობლემებით დაიწყო, მაგრამ საქართველოში ამას არავინ იმჩნევს ხოლმე, დროს ევროპასა და ამერიკაში უფრო აფასებენ. იმედია ორგანიზატორები შემდეგი შეხვედრისთვის უკეთ მოახდენენ დროის დაგეგმვას.

გამომსვლელებმა მეტ-ნაკლები წარმატებით გაართვეს თავი პრეზენტაციებს. გოჩამ რატომ თქვა 400 მილიარდის მაგივრად 400 ათასი მილიონი, ვერ მივხვდი. ვითომ სათქმელის გამარტივება უნდოდა? საერთოდაც, მისმა გამოსვლამ, მეტყველებამ, აუდიტორიასთან კონტსქტმა კრიტიკას ვერ გაუძლო.
ლადო ლომიძე შედარებით უკეთ გამოვიდა, თუმცა დიდად არც ის მომწონებია.
მასობრივ სმა-ჭამაზე შეჩერება ვფიქრობ არ ღირს, ცივილიზებული კაცობრიობა რომ შესვენებას ეძახის ხოლმე🙂

გიორგი გიორგაშვილის “კორპორატიული ბლოგინგი” კი სასარგებლო ინფორმაციით დატვირთული იყო, რაც მთავარია ეტყობოდა, რომ ნაფიქრი და გააზრებული სათქმელი იყო, ვიზუალურადაც კარგად ჩამოყალიბებული. დღის ერთ-ერთი საუკეთესო პრეზენტაცია იყო.

მარი ტალახაძე – მისი ბლოგი გაცილებით მომეწონა, ვიდრე საჯარო გამოსვლა🙂 სხვებისგან განსხვავებით, ზეპირად ყვებოდა სათქმელს, რაც ძალიან კარგია, თუმცა აუდიტორიასთან ვიზუალური კონტაქტი მინიმალური ჰქონდა. ალბათ ამიტომ იყო, რომ რაღაც მომენტში კონტროლი დაკარგა და ხალხმა ზუზუნი დაიწყო.

საბა ლეკვეიშვილი – მედია ბანკის პრეზენტაცია – ყველაზე ხანმოკლე, თუმცა საინტერესო იდეა წარმოადგინა.

დავით ჯიშკარიანის Social Media ROI–იც ძალიან მომეწონა. მიუხედავად იმისა, რომ დამამთავრებელი გამოსვლა იყო, დაღლილი ხალხის ყურადღება მაინც მიიქცია, ალბათ ემოციური მეტყველებით🙂 თუმცა ბოლოს მაინც უმტყუნა ყველას მოთმინებამ და აიშალა.🙂

გარდა ამისა, ველოდი ცოტა სხვა სახის ინფორმაციას. მისი დიდი ნაწილი კი, რაც მოვისმინე, ინტერნეტშიც ხელმისაწვდომია. ძალიან ზოგადი იყო. მომავლისთვის ვისურვებდი უფრო კონკრეტულ თემებს, თანაც პირადი გამოცდილების გაზიარებას.

მოკლედ, კარგი იდეების განხორციელება კარგია, კარგად განხორციელება – კიდევ უკეთესი. ახლა, ასე ვთქვათ, შინაურობაში, შეიძლება ტექნიკური დეტალების გაუმართაობა დიდად არ ყვიროდეს, მაგრამ თუ ვინმეს ამბიციები და შორსმიმავალი გეგმები გააჩნია, მეტად უნდა მოინდომოს. იფიქრეთ პასუხისმგებლობაზე და იმაზე, რომ თქვენი მკითხველი/მსმენელი მეტს ელის თქვენგან. მით უმეტეს, თუ წარმატებული ბლოგერი ხართ და ყოველდღიურად რამდენიმე ასეული ადამიანი მაინც გსტუმრობთ. ამიტომ უნდა განავითაროთ ისეთი უნარ-ჩვევები, რაც კიდევ უფრო მეტ ხალხს მოიზიდავს თქვენკენ. შევეცდები პირადი არქივიდან ამოვქექო საჯარო გამოსვლისათვის საჭირო რჩევები და ბლოგზე დავდო. წაიკითხეთ, ივარჯიშეთ, რადგან ადამიანების წინაშე გამოსვლა თამაში კი არა, ხელოვნებაა. დაეუფლეთ მას და კიდევ უფრო მასშტაბური და მნიშვნელოვანი ღონისძიებები ჩაატარეთ.🙂

წარმატებას გისურვებთ.🙂

8 thoughts on “სოციალური მედიის დღე 2010. თბილისი. სახელდახელო შენიშვნები

  1. მდა
    კარგი კრიტიკა იყო
    გეთანხმები ყველაფერში
    განსაკუთრებით იმაში რომ დრო საქართველოში ყველას კიდია
    და 6-ზე დაგეგმილი 8-ზე იწყება🙂
    და შენ რომელი იყავი?

  2. ოჰ გიჟმაჟ გიჟმაჟ და რომ არ დაეგვიანებინათ ხომ ნახევარსაც ვერ მიუსწრებდით?:)

    გითხარი რომ პიცას შევჭამ მეთქი და არ გამიშვი მსუქანი ხარო..ხედავ რა აქტუალური ყოფილა?:)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s