წარმატების XIX საიდუმლო. იყავით გადაწყვეტილების მიღებაზე და მოქმედებაზე ორიენტირებული


იმ მილიონერების ერთ-ერთი თვისება, რომლებმაც საკუთარი ფული თავად გამოიმუშავეს, არის ის, რომ ისინი ყურადღებით ფიქრობენ მოცემული სიტუაციის შესახებ და შემდეგ სწრაფად იღებენ გადაწყვეტილებებს. ისინი აჩვევენ საკუთარ თავს, რომ დაუყოვნებლივ იმოქმედონ და განახორციელონ საკუთარი გადაწყვეტილებები. ისინი სწრაფად აკეთებენ სვლებს და სწრაფად იღებენ უკუქმედებას საკუთარ ქმედებებზე. თუ აღმოაჩენენ, რომ შეცდომა დაუშვეს, სწრაფადვე ასწორებენ მას და ცდილობენ ახალი ზომების მიღებას.

თქვენი წარმატების გასაღები მდგომარეობს იმაში, რომ სცადოთ. ისინი, ვინც წარმატებულია, ყოველთვის მზად არიან გადწყვეტილების მისაღებად და ცდილობენ განახორციელონ უფრო მეტი ქმედება, ვიდრე სხვა ადამიანებმა. ალბათობის კანონის თანახმად, თუ წარმატების მისაღწევად მრავალ სხვადასხვა საშუალებას სცდით, იზრდება შანსი, რომ საბოლოოდ გარკვეულ დროში გარკვეული გზა იპოვოთ.

უიღბლო ადამიანებს გადაწყვეტილების მიღება არ შეუძლიათ. მათ თითქოს იციან, რაც უნდა გააკეთონ, ან პირიქით, რისი გაკეთება უნდა შეწყვიტონ, მაგრამ ხასიათის სიმტკიცე ან ძალა არ ჰყოფნით მტკიცე გადაწყვეტილების მისაღებად. შედეგად ისინი ცხოვრებაში დრეიფობენ და ნელა მიცურავენ დინების მიმართულებით, ვერასოდეს აღწევენ ბედნიერებას, თვითრეალიზაციას და წარმატებას. ისინი ვერასოდეს გახდებიან მდიდრები და ვერც ფინანსურ დამოუკიდებლობამდე მივლენ. ეს უსუსური ადამიანები თანხმდებიან გაცილებით მცირედს, ვიდრე ამას საკუთარი შესაძლებლობები აძლევთ.

როდესაც გახდებით გადაწყვეტილების მიმღები და მოქმედებაზე ორიენტირებული, ამით საკუთარ ცხოვრებას გაცილებით მაღალ სიჩქარეზე გადაიყვანთ. დღის განმავლობაში უფრო მეტს გააკეთებთ, ვიდრე სხვა . გარშემომყოფებზე გაცილებით სწრაფად დაიწყებთ წინსვლას. ფაქტიურად დაექვემდებარებით ენერგიის, ენთუზიაზმისა და მოტივაციის უფრო ძლიერ წყაროს, რომის წყალობითაც იგრძნობთ, თუ როგორ გავსებთ სიხარული და სასიამოვნო შთაგონება. შემდგომში ეს პოზიტიური ენერგია უფრო სწრაფად წაგიყვანთ წინ თქვენი მიზნების მისაღწევად.

პრაქტიკული სავარჯიშო

საკუთარ თავს ჰკითხეთ: რა არის ის ერთადერთი ქმედება, რომელსაც თუ დაუყოვნებლივ შევასრულებ, დადებითად იმოქმედებს ჩემს მიერ მისაღწევ შედებეგზე, მიუხედავად იმისა, თუ როგორი იქნება პასუხი მოცემულ კითხვაზე, დაუყოვნებლივ დაიწყეთ მისი განხორციელება!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s