წარმატების XVIII საიდუმლო. განსაკუთრებით იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე


ბედნიერების გასაღები – ჯანსაღი სულია ჯანსაღ სხეულში
თეოდორ რუზველტი

ჩვენ კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე შესანიშნავ დროში ვცხოვრობთ, თუ ვისაუბრებთ მოსახლეობის ცხოვრების გახანგრძლივებისა და ფიზიკური მდგომარეობის გათვალისწინებით. დღეს შესაძლებელია უფრო დიდხანს ცხოვრება და თავის უკეთ გრძნობა, ვიდრე ეს ოდესმე წარსულში შეიძლებოდა. უნდა ესწრაფვოდეთ 80, 90 ან თუნდაც 100 წლამდე სიცოცხლეს, თუნდაც ამ საპატიო ასაკში შესანიშნავი ჯანმრთელობის შენარჩუნებას, და ყოველთვის გექნებათ ამის გაკეთების ძალა, თუ შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებთ.

პირველ რიგში, საკუთარ თავს მიზნად დაისახეთ სულ მცირე, 80 წლამდე ცხოვრება. შემდეგ გააანალიზეთ თქვენი არსებული ჩვევები, რომლებიც ჯანმრთელობაზე ახდენს გავლენას და საკუთარ თავს ჰკითხეთ, ის ცხოვრების წესი, რომელსაც ახლა ეწევით, ნამდვილად მოგცემთ თუ არა 80 წლამდე მიღწევისა და კარგი ფორმის შენარჩუნების საშუალებას.

ხანგრძლივი, ბედნიერი და ჯანმრთელი ცხოვრებისათვის არსებობს სამი წესი. მათგან პირველი – შესაბამისი წონაა. მიზნად დაისახეთ საკუთარ წონის კონტროლი – მისი ნორმაში მოყვანა, შემდეგ კი მთელი დარჩენილი ცხოვრების მანძილზე მოხდენილობისა და ფიზიკური ძლიერების შენარჩუნება. არსებობს ჩამოყალიბებული ფორმულა, რომელიც ხუთი სიტყვისგან შედგება და უზრუნველყოფს წონის დაკლებასა და კარგი ფიზიკური ფორმის შენარჩუნებას. იგი საკმაოდ მარტივად ჟღერს: “ნაკლები საკვები და მეტი ვარჯიში”.

მეორე წესს წარმოადგენს შესაბამისი დიეტა, არჩეული დიეტის მთავარი წესი კი არის – იკვებოთ საუკეთესო საკვები პროდუქტებით, მაგრამ გამოიყენოთ ისინი მცირე რაოდენობით. მიირთვით დაბალკალორიული ცილები, ხილი და ბოსტნეული. რაციონიდან ამოიღეთ ტკბილი დესერტები, დამტკბარი არაალკოჰოლური სასმელები და ყველაფერი მსგავსი, რაც კი შაქარს შეიცავს. შეწყვიტეთ მეტისმეტი მარილის გამოყენება და შეწყვიტეთ თეთრი ხორბლის ფქვილის ნაწარმის მიღება. შეამცირეთ პორციები და სუფრას მიუსხედი დღეში 4 ან 5-ჯერ, მაგივრად დღეში სამჯერ ბევრი საკვების მიღებისა.
როდესაც შეძლებთ კვების საკითხებში თქვენი ჩვევების სრულ კონტროლს, თქვენთვის უფრო გაიოლდება ისეთი ჩვევების კონტროლი, რომლებიც თქვენი ცხოვრების სხვა სფეროებს ეხება.

ხანგრძლივი ცხოვრების მესამე წესი – შესაბამისი ფიზიკური ვარჯიშების შესრულებაა. ეს ნიშნავს ვალდებულებას, დაუთმოთ ენერგიული ფიზიკური ვარჯიშების კეთებას დაახლოებით კვირაში 200 წუთი, ანუ დღეში საშუალოდ 30 წუთი. თქვენ შეიძლება მიიღოთ საჭირო ფიზიკური დატვირთვა, კვირაში 3-დან 5ჯერ ენერგიული გასეირნებით 30-დან 60 წუთამდე. თუ მოცემულ საკითხს ნამდვილად სერიოზულად მოეკიდებით, მაშინ უნდა ჩაეწეროთ სპორტულ კლუბში ან სახლში რომელიმე სატრენაჟორო აღჭურვილობა იყიდოთ, რათა უფრო ხშირად და აქტიურად აკეთოთ ფიზიკური ვარჯიშები.

შესანიშნავ ფიზიკური ჯანმრთელობისა და ხანგრძლივი ცხოვრების საიდუმლო იმაში მდგომარეობს, რომ დაისახოთ კონკრეტული და ნათელი მიზნები, თქვენი ჯანმრთელობისა და ფიზიკური მზაობის შესაბამისად. უნდა შეადგინოთ გეგმა და შემდეგ ყოველდღიურად მიჰყვეთ საკუთარ მონახაზს. გაკაჟების ასეთ ვალდებულებას სჭირდება დიდი თვითკონტროლი, საკუთარი თავის ფლობა და თვითდისციპლინა, მაგრამ ჯილდო შეიძლება უჩვეულოდ დიდი იყოს.

თუ თქვენი ფინანსური გეგმა იმაში მდგომარეობს, რომ მიაღწიოთ ერთი მილიონი დოლარის ქონების დაგროვებას, მაშინ ჯანმრელობის სფეროში თქვენი მიზანი უნდა გახდეს მაქსიმალურად დიდხანს ცხოვრება და ცხოვრების იმ შესანიშნავი შესაძლებლობებით დატკბობა, რომლებიც თქვენმა ფულმა შეიძლება მოგიტანოთ

პრაქტიკული სავარჯიშო

გამოავლინეთ ერთი კონკრეტული ჩვევა ჯანმრთელობის სფეროში, რომელიც უნდა განავითაროთ საკუთარ თავში, რათა უფრო მეტად დატკბეთ ჯანმრთელობითა და ენერგიულობით. შესაძლოა, ეს იყოს სრული უარი დესერტებზე. შემდეგ განიხილეთ მოცემული საკითხი, როგორც პირადი გამოწვევა და მიიღეთ გადაწყვეტილება თვითდისციპლინით მიაღწიოთ ჯანმრთელობის სფეროში ახალი ჩვევების მტკიცედ ჩამოყალიბებას.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s