წარმატების XVII საიდუმლო. იტრიალეთ საიმედო ადამიანებში


ხუთ წელიწადში თქვენ იქნებით ისეთივე ადამიანი, როგორიც დღეს ხართ, გარდა იმ ხალხისა, ვისაც შეხვდებით და წიგნებით რომლებსაც წაიკითხავთ.
ჩარლი ჯონსი

ცხოვრებაში თქვენი წარმატებისა და ბედნიერების არანაკლებ 85% განისაზღვრება იმ ურთიერთობების ხარისხით, რომელთა დამყარებაც მოახერხეთ პირადი და სამსახურებრივი საქმიანობისას. რაც უფრო მეტი რაოდენობის ხალხია, ვისაც იცნობთ და ვინც თქვენ პოზიტიურად გიცნობთ, მით უფრო წარმატებული იქნებით და მით უფრო სწრაფად წაიწევთ წინ.

ფაქტიურად თქვენი ცხოვრების ყოველ გადამწყვეტ მომენტში თქვენს გვერდით აღმოჩნდება ვიღაც, რომელიც ან თქვენს დახმარებას შეეცდება, ანდა პირიქით, ხელს შეგიშლით. წარმატებული ადამიანები თავიანთი ცხოვრების განმავლობაში ფლობენ უნარს, შექმნან, გაამყარონ და მხარი დაუჭირონ მაღალხარისხიანი ურთიერთკავშირების მთელ ქსელს, და შედეგად ისინი იღებენ გაცილებით მეტს, ვიდრე ის ადამიანი, რომელიც ყოველ საღამოს სახლში მიდის და ტელევიზორს უყურებს.

თქვენი ცხოვრების ყველა მოვლენა ასე თუ ისე დაკავშირებულია ურთიერთობებთან. ფაქტიურად ყველა პრობლემა, რომელსაც შეეჯახეთ ცხოვრებაში, იმის შედეგად ჩნდება, რომ არასწორ ადამიანებთან არასწორი ურთიერთობა გაქვთ. ანალოგიურად, პრაქტიკულად ყველა დიდი წარმატება, რომლებსაც ცხოვრებაში მიაღწიეთ, მოჰყვება და განისაზღვრება ურთიერთობებით იმ საიმედო ხალხთან, რომლებიც გეხმარებიან, და თქვენ, თავის მხრივ, მათ ეხმარებით.

თქვენი წარმატების 90%-ზე მეტი განისაზღვრება იმით, რასაც სამეცნიერო ენით “რეფერენტული ჯგუფი” ეწოდება. რეფერენტულ ჯგუფში კი მოიაზრება ხალხი, რომლებთანაც ჩვეულებრივ იდენტიფიცირდებით და ვისთან ერთადაც ატარებთ დროს.

ყოველ ჩვენგანი ქამელეონს ჰგავს, რამდენადაც დამოკიდებულია ფსიქოლოგიური განწყობაზე, ქცევის მოდელზე, ღირებულებასა და იმ ადამიანების მწრამსზე, რომლებთანაც აკავშირებს თავისი დროის დიდი ნაწილი. თუ გსურთ იყოთ წარმატებული ადამიანი, უნდა იმეგობროთ პოზიტიურ ადამიანებთან. განავითარეთ პარტნიორული ურთიერთობები ისეთ ადამიანებთან, რომლებიც არიან ოპტიმისტები, ბედნიერები, საკუთარ თავს სერიოზულ მიზნებს უსახავენ და ცხოვრებაში წინ და ზემოთ მიიწევენ. ამავე დროს თავი შორს დაიჭირეთ მათგან, ვინც არის ნეგატიური, კრიტიკულად გაწყობილი, მუდმივად წუწუნებს და ბუზრუნებს. თუ არწივებთან ფრენა გწადიათ, მაშინ ინდაურებთან არ უნდა იმეგობროთ.

მილიონერები, რომლებმაც საკუთარი ფული თვითონვე გამოიმუშავეს, მუდმივად ურთიერთობენ. ისინი შედიან შესაბამის საწარმოო და სავაჭრო ასოციაციებში, ესწრებიან მათ ყოველ შეკრებას და აქტიურად მონაწილეობენ თავიანთი რეფერენტული ჯგუფების საქმიანობებში. საქმიანი და მაღალი წრის ღონისძიებებზე ისინი ეცნობიან სხვადასხვა ადამიანებს, უცვლიან სავიზიტო ბარათებს და თანამოსაუბრეებს უყვებიან, თუ რითი არიან დაკავებული, რა არის მათი ინტერესთა სფერო.

ახლა კი გთავაზობთ ერთ-ერთ საუკეთესო სტრატეგიას. ყოველთვის, როცა ახალ ადამიანებს ეცნობით, სთხოვეთ მათ მოგიყვნენ, რა სფეროში მოღვაწეობენ და რისი ბიზნესი აქვთ, განსაკუთრებით დაინტერესდით იმ ცნობებით, რომლებიც უნდა გაავრცელოთ მათთვის კლიენტების ან მომხმარებლების გასაგზავნად.
ამის შემდეგ რაც შეიძლება სწრაფად ნახეთ, შეგიძლიათ თუ არა რაიმე წვლილი შეიტანოთ მათ ბიზნესში. იყავით ის ადამიანი, რომელიც გასცემს, ვიდრე ის, ვინც იღებს. ყოველთვის ეძებეთ საშუალება, როგორ დადოთ მანამ, სანამ დაიწყებდეთ აღების საშუალებაზე ფიქრს. კავშირში შესვლისა და ურთიერთობის გამყარების საუკეთესო საშუალებაა, მუდმივად ეძებოთ სხვა ადამიანების დახმარების გზები მათი მიზნების მისაღწევად. რაც უფრო მეტს გასცემთ ისე, რომ სამაგიეროს არ დაელოდებით, მით მეტ ჯილდოს დაიმსახურებთ, სწორედ ყველაზე მოულოდნელი მომენტებში და ყველაზე მოულოდნელი წყაროებიდან.

პრაქტიკული სავარჯიშო

გამოავლინეთ ყველაზე საჭირო ხალხი თქვენს ცხოვრებაშო – როგორც აწმყოში, ისე მომავალში. რით შეგიძლიათ მათი დახმარება ცხოვრებასა და სამსახურში ისე, რომ ისინიც შემდეგ სიხარულით დაგეხმარონ? იფიქრეთ იმ ადამიანებზე, რომლებთანაც ახლო ნაცნობობა გჭირდებათ. რისი გაკეთება შეგიძლიათ იმ მიზნით, რომ მათ წინასწარ დაეხმაროთ, სანამ თქვენ დაგჭრდებათ მათი საპასუხო დახმარება? გახსოვდეთ – ჯერ უნდა დათესოთ, რათა შემდეგ მოიმკოთ.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s