წარმატების XVI საიდუმლო. გაათავისუფლეთ თქვენი შეკავებული შემოქმედებითი უნარი


წარმოსახვა გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე ფაქტები.
ალბერტ აინშტაინი

აი კიდევ რამდენიმე კარგი ამბავი. თქვენ – პოტენციური გენია ხართ. თქვენ უფრო ჭკვიანი ბრძანდებით, ვიდრე ოდესმე თავში მოგსვლიათ. თქვენში გამოყენებისათვის მზა გაცილებით მეტი შემოქმედებითი უნარი იმალება, ვიდრე აქამდე იყენებდით. თქვენი ტვინი შეიცავს 10 მილიარდამდე ნერვულ ბადეს, რომელთაგან თითოეული ნეირონებისა და დენდრიტების კომპექსური ქსელითაა დაკავშირებული – არ დაიჯერებთ! – მთელი 20 ათასი სხვა უჯრედით ქსელით. ეს ნიშნავს, რომ იმ შესაძლო შეტანხმებათა, ცვლილე ბათა და მსგავსი კომბინაციების რაოდენობა თქვენს ტვინში აჭარბებს თქვენთვის ცნობილ მოლეკულათა რაოდენობას სამყაროში. თქვენი უნარი იდეათა გენერირებისა, რომლებიც უნდა დაგეხმარონ წარმატების მიღწევაში, შეუზღუდავია. ეს ნიშნავს, რომ ასევე შეუზღუდავია თქვენი უნარი, გახდეთ წარმატებული და მდიდარი.

თქვენს შემოქმედებითი პოტენციალის სტიმულირებაზე გავლენას ახდენს შემდეგი სამი ფაქტორი: პირველ რიგში, მიზნები, რომლებისკენაც ინტენსიურად ისწრაფვით; მეორე, გადაუდებელ პრობლემათა ზეწოლა; და მესამე, მკვეთრად ჩამოყალიბებული და ფოკუსირებული საკითხები. რაც უფრო მეტად მოახდენთ აზროვნების კონცენტრირებას თქვენს წინაშე დასმულ მიზნებზე, წამოჭრილ პრობლემებზე ან რთული კითხვების პასუხებზე, რომლებიც თქვენს სამქიან და პირად ცხოვრებას ეხება, მით უფრო გამჭრიახი ხდებით ახლა და მით უკეთ იმუშავებს თქვენი გონება მომავალში.

თქვენი ტვინი და შემოქმედებითი სული ბევრი რამით ემსგავსებიან კუნთებს. რაც უფრო ხშირად იყენებთ მათ, მით უფრო ძლიერი და ელასტიურნი ხდებიან. თქვენ შეგიძლიათ რეალურად გაზარდოთ თქვენი ინტელექტი და ინტელექტის კოეფიციენტი, თუ საკუთარ თავს მიაჩვევთ, რომ მთელი დღე შემოქმედებითად იფიქროთ. და გახსოვდეთ – შემოქმედებითი სული – ეს მხოლოდ სინონიმი, მეორე სახელია “სრულყოფის”. ყოველთვის, როცა თავში იდეა მოგდით, თუ როგორ გააუმჯობესოთ თქვენი სამუშაოს რომელიმე ნაწილი და იპოვოთ შედეგის მიღწევის ახალი, გაუმჯობესებული, უფრო სწრაფი, უფრო იაფი ან უფრო იოლი საშუალება, თქვენ ფუნქციონირებთ თქვენი შემოქმედებითი პოტენციალის უმაღლეს დონეზე.
და, რა თქმა უნდა, როგორც ავითარებთ კუნთებს, ფიზიკური ვარჯიშების შესრულებით, ამგვარადვე ავითარებთ “გონებრივ კუნთებსაც” როდესაც მათ ძაბავთ. აი თქვენ სავაჯიშო, რათა გაიუმჯობესოთ ინტელექტუალური ძალა და გაათავისუფლოთ თქვენში ჩაბუდებული გენია.

აიღეთ სუფთა ფურცელი და ზემოთ კითხვის სახით დააწერეთ თქვენთვის ყველაზე მნივნელოვანი მიზანი, ან ყველაზე გადაუდებელი პრობლემა. მაგალითად, “როგორ შემიძლია გავაორმაგო ჩემი შემოსავალი მომდევნო 24-36 თვის განმავლობაში?”

ახლა მოუხმეთ თვითდისციპლინის დახმარებით თავს აიძულეთ ჩამოწეროთ სულ მცირე 20 პასუხი დასმულ კითხვაზე. ამოირჩიეთ თქვენი პასუხებიდან ერთ-ერთი მათგანი და დაუყოვნებლივ მიიღეთ ზომები მის სარეალიზაციოდ. მიღებული შედეგებით გაოცდებით.

პრაქტიკული სავარჯიშო

დაწერეთ ქაღალდზე თქვენთვის ყველაზე არსებითი და გადაუდებელი პრობლემა, ან ყველაზე სანუკვარი მიზანი. შემდეგ წარმოიდგინეთ, რომ ეს პრობლემა შესანიშნავადაა გადაწყვეტილი ან ჩამოყალიბებული მიზანი იდეალურადაა მიღწეული. როგორ გესახებათ ამგვარი გადაწყვეტა ან მიღწევა? რა შეგიძლიათ დაუყოვნებლივ გააკეთოთ ამგვარი შედეგის მისაღებად? გახსოვდეთ, რომ მოქმედება – ყველაფერია!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s