წარმატების XV საიდუმლო. ყველაფერში გამოიმუშავეთ თვითდისციპლინა


თვითდისციპლინა ჰქვია უნარს, აიძულო საკუთარ თავს აგაკეთოს ის, რაც უნდა გაგეკეთებინათ და როცა უნდა გაგეკეთებინათ, იმისგან დამოუკიდებლათ მოგწონთ თუ არა ეს.

ელბერტ ჰაბარდი

თვითდისციპლინა – ყველაზე მნიშვნელოვანი, წმინდათაწმინდა თვისებაა ცხოვრებაში წარმატების მიღწევისა და იმ მილიონერად გახდომისათვის, რომელმაც საკუთარი ფული თვითონვე გამოიმუშავა. თუ შეძლებთ საკუთარი თავის დისციპლინირებას იმგვარად, რომ აკეთოთ ის, რაც უნდა აკეთოთ და როცა უნდა გააკეთოთ ეს იმისგან დაოუკიდებლად, მოგწონთ თუ არა ეს, მაშინ თქვენი ნებისმიერი ჩანაფიქრისათვის წარმატება გარანტირებულია.
იმისათვის, რომ გახდეთ მილიონერი, რომელმაც საკუთარი ფული თავად გამოიმუშავა, უნდა გაგაჩნდეთ გრძელვადიანი პერსპექტივა რომელიც შერწყმულია უნართან, არ შეჩერდეს დაუყოვნებელი ჯილდოს გამო. ეს ნიშნავს უნარს, საკუთარ თავს დაუსახო მატერიალური დამოუკიდებლობის მოპოვების გრძელვადიანი მიზანი და შემდეგ მოახდინო საკუთარი თავის ვარჯიში ისე, რომ ყოველი კონკრეტული დღე იცხოვრო და აწარმოო თითოეული კონკრეტული დანახარჯი იმგვარად, რომ საბოლოო შედეგის სახით გარანტირებული იყოს დასახული პერსპექტიული მიზნის მიღწევა.

თვითდისციპლინას აჭირდება თვითკონტროლი, საკუთარი თავის ფლობა, დამოუკიდელობა, “საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა” და თვისება, რომელიც კარგ რაკეტას ახასიათებს – მიზნისაკენ თვითდამიზნება. წარმატებულ ადამიანებსა და წარუმაებლებს შორის განსხვავება მდგომარეობს იმაში, რომ მდიდარი ადამიანები ფლობენ უნარს აკეთონ ის საქმე, რომლის კეთებაც წარუმატებლებს არ უყვართ. და რა არის ესენი? მერწმუნეთ, რომ რისი კეთებაც არ უყვართ უიღბლოებს, სწორედ ისევე არ უყვართ ეს წარმატებულ ადამიანებს, მაგრამ ისინი, ვინც მდიდრდება, ასე თუ ისე აკეთებენ არც თუ ისე სასიამოვნო საქმეებს, რამდენადაც ესმით, რომ ეს ის ფასია, რომელიც უნდა გადაიხადონ ასე სასურველი წარმატებისათვის.

წარმატებული ადამიანები ყველაზე მეტად ზრუნავენ შედეგებით სიამოვნების მიღებაზე. უიღბლოები უფრო მეტად ზრუნავენ მეთოდებით სიამოვნებაზე. მდიდარი ადამიანები ისეთ ნაბიჯებს დგამენ, რომლებიც ორიენტირებულია მიზნის მიღწევაზე. უიღბლოთა ქცევები კი მიმართულია შინაგანი დაძაბულობის მოხსნაზე. წარმატებული ადამიანები აკეთებენ მას, რაც ძნელია, მაგრამ აუცილებელი და საჭირო. წარუმატებლები, მეორე მხრივ, ამჯობინებენ ისეთი საქმეების კეთებას, რაც სასიამოვნო და იოლია, ასევე რაც მათ დაუყოვნებლივ მოუტანს სიამოვნებას.

თვითდისციპლინის თითოეული აქტი ამავე დროს აძლიერებს და ამყარებს თქვენს სხვა დადებით თვისებებს. ყოველთვის, როცა თვითკონტროლს, ასევე იზრდება საკუთარი თავის მიმართ პატივისცემის გრძნობა. და რაც უფრო ხშირად ცდილობთ ცოტა მაინც დისციპლინას დამორჩილებას, მით უფრო იზრდება თქვენი უნარი, გამოავლინთ ის დიდი დისციპლინა, რომელიც სჭირდება თქვენს წინაშე არსებული დიდ შესაძლებლობებს და ნამდვილად სერიოზულ გამოწვევებს, რომელიც ცხოვრებისეულ ძვრებს იწვევს.

გახსოვდეთ, რომ ყველაფერი, რაც ცხოვრებაში ხდება – ეს გამოცდაა. ყოველ დღე, ყოველ საათს და ხანდახან ყოველ წუთსაც კი თქვენ გამოცდას გადიხართ – თვითკონტროლის, საკუთარი თავის ფლობისა და თვითდისციპლინის. ეს გამოცდა შემოწმებაა, შეგიძლიათ თუ არა აიძულოთ საკუთარ თავს ისეთი რაღაცეების კეთება, რომელიც ყველზე საჭიროა, და აკეთოთ ისინი მანამდე, სანამ ბოლომდე არ მიიყვანთ. მსგავსი გამოცდები არკვევენ, შეგიძლიათ თუ არა გონების კონცენტრირება იმ მიზნისაკენ, რისკენაც ისწრაფვით და აარიდოთ თავი ფიქრსა და საუბრებს ისეთ საქმეებზე, რომელიც თქვენთვის არც ისე მნიშვნელოვანია, ან ისეთ პრობლემებს, რომლებიც წარსულში დარჩა. მსგავსი გამოცდის ყოველი წარმატებული გავლისას თქვენ მცირედ მიიწევთ წინ და ზემოთ, გადადიხართ თვითგანვითარების შემდეგ საფეხურზე. და სანამ გაქვთ ძალა გაუძლოთ ასეთ გამოცდებს, თქვენ გააგრძელბთ ცხოვრებაში წინ და ზემოთ მოძრაობას. წარმატებას დისციპლინის ტონი სჭირდება. სხვათა შორის, , როგორც ჯიმ რონმა განაცხადა: “დისციპლინა უნციებს იწონის, წარომატებლობა კი – ტონებს”.

პრაქტიკული სავარჯიშო

მუდამ იცვლებოდეთ. გამოავლინეთ თქვენი ცხოვრების ერტი კონკრეტული სფერო, სადაც დისციპლინის ნაკლებობა განსაკუთრებით გიშლით ხელს წარმატების მიღწევაში. დღესვე მიიღეთ გადაწყვეტილება რომ განიმტკიცოთ დისციპლინა ამ სფეროში. ამას სერიოზულად მოეკიდეთ. აცნობეტ სხვებს თქვენი გადაწყვეტილების შესახებ. არავითარ შემთხვევაში არ დაუშვათ არანაირი გამონაკლისი, სანამ ახალი ჩვევა საბოლოოდ არ განმტკიცდება. ამ ერთმა გადაწყვეტილებამ შეიძლება ძლიერ შეცვალოს თქვენი ცხოვრება.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s