წარმატების XIV საიდუმლო. მზად იყავით სიმაღლიდან სიმაღლეზე ასასვლელად


გამარჯვება ხანდახან არ უნდა მოდიოდეს. იგი ყოველთვის უნდა მოდიოდეს.
ვინს ლომბარდი

ზუსტად იმ ალპინისტივით, რომელმაც მიაღწია ერთ სიმაღლეს და მეორე პიკზე ასვლამდე დაბლობში უნდა დაეშვას, თქვენი ცხოვრება და კარიერაც სავსე ქნება აღმართებით და დაღმართებით. ალბათ გაგიგიათ: “ცხოვრება – ეს პროცესია, სადაც ორი ნაბიჯით წინ მიდიან, ერთით კი უკან”.

მთელი საქმიანი ცხოვრება შედგება ციკლებისგან და ცვლადი ტენდენციებისგან. არსებობს აღმასვლის ციკლები და დაცემის ციკლები. ხშირად ბიზნესში ახალ ტენდენციებს შეუძლიათ მოიტანონ სრული გადატრიალება საქმის მსვლელობაში და მთელ დარგშიც. ჩვენ ამას ინტერნეტის მაგალითზე ვხედავთ, როდესაც მოცემული ტექნოლოგიის გაფართოება ყველა მიმართულებით ბევრს რამეს ცვლის ჩამოყალიბებულ აზრებსა და წარმოდგენებში იმის შესახებ, თუ როგორ უნდა ავაწყოთ ეფექტური ბიზნესი. განავითარეთ საკუთარ თავში ხანგრძლივი პერსპექტივის შეგრძნება. ყველაფერს, რასაც აკეთებთ, შეხედეთ გრძელვადიან პრიზმაში. დაგეგმეთ 2, 3, 4 და 5 წელი წინასწარ და საკუთარ თავს არ მისცეთ გახდეს ატრაქციონი “რუსული გორების” ემოციური მგზავრი და დამორჩილდეს ხანმოკლე აღმართებს და დაღმართებს ყოველდღიურ ცხოვრებაში.

საკუთარ თავს მუდამ შეახსენეთ, რომ ცხოვრებაში ყველაფერი ექვემდებარება ციკლებსა და ცვლად ტენდენციებს. მშვიდად, თავდაჯერებით და ყოველგვარი ზედმეტი ემოციის გარეშე მიუდექით თქვენი მდგომარეობის მოკელვადიან რყევებს. როდესაც გაგაჩნიათ მკაფიო მიზნები და გეგმები, რომელთა განხორციელებისათვის ყოველდღიურად მუშაობთ, მაშინ თქვენი ცხოვრების განვითარების საერთო ხაზის ტენდენცია წლიდან წლამდე წინ და ზემოთ გაიზრდება.

პრაქტიკული სავარჯიშო

გამოავლინეთ თქვენს ბიზნესში გადამწყვეტი ციკლები და ტენდენციები. რა მიმართულებით მოძრაობს ბაზარი? თქვენს ცხოვრებაში რა იცვლება და როგორ უნდა შეეგუოთ ამ ცვლილებებს? რა ნაბიჯები უნდა გადადგათ დღეს, რომ ხვალ მზად იყოთ ახალი სამყაროს უპირატესობების გამოყენებისთვის? პასუხიგან დამოუკიდებლად, გადადგით მითითებული ნაბიჯები ახლავე!

2 thoughts on “წარმატების XIV საიდუმლო. მზად იყავით სიმაღლიდან სიმაღლეზე ასასვლელად

  1. და ჩამოვარდნის ვარიანტი არ არის ? სიმაღლიდან სიმაღლეზე საშიშიაოოო ასე იტყოდნენ ხოლმე🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s