წარმატების XIII საიდუმლო. შეიქმენით სწრაფი და საიმედო მუშაკის რეპუტაცია.


დრო – XXI საუკუნის ჭეშმარიტი ვალუტაა. დღეს ყველა საშინელ სიჩქარეში არსებობს. კლიენტებს, რომლებსაც რამდენიმე დღის წინ წარმოდგენაც არ გქონდათ, რომ რაღაც ნივთი ან მომსახურება სჭირდებოდათ, ახლა უნდათ რომ ის მიღებული ჰქონოდათ თუნდათ გუშინ. ადამიანები უფროდაუფრო ნაკლებ მომთმენები ხდებიან, აბსოლუტურად ყველაფერში. ლოიალური კლიენტენი მოულოდნელად, დღიდან დღემდე ცვლიან მომწოდებლებს, თუ ვინმე სხვას შეუზლია მოემსახუროს სულ ცოტა სწრაფად, ვიდრე ის ფირმები, რომლებთანაც ადრე ჰქონდათ საქმე. მოთხოვნის მყისიერი დაკმაყოფილებაც კი აღარ არის საკმაოდ სწრაფი.

თქვენი ამოცანაა – შეიმუშაოთ სწრაფი ადამიანის რეპუტაცია. განავითარეთ საკუთარ თავში მეექვსე გრძნობა – “სისწრაფის გრძნობა”. გამოიმუშავეთ დაუყოვნებელი ქმედებისაკენ სწრაფვა. სწრაფად გადაერთეთ წარმოქმნილ შესაძლებლობებზე. როდესაც ადამიანებს უნდათ ან სჭირდებათ რაიმე, იმოქმედეთ სწრაფად, იმოძრავეთ. თუ ხედავთ, რომ რაღაცის გაკეთებაა საჭირო, გამოავლინეთ სისწრაფე.

როდესაც თქვენი ბოსი ან კლიენტები რამეს გთხოვენ, მიატოვეთ ყველაფერი დანარჩენი და შეეადეთ შეასრულოთ ეს თხოვნა ისე სწრაფად, რომ ისინი გაოცდნენ თქვენი სისწრაფით. თქვენ ალბათ იცით ასეთი გამოთქმა: “თუ გინდათ, რომ რაიმე ამოცანა შესრულდეს, დაავალეთ დაკავებულ ადამიანს”. ადამიანები, ვისაც სისწრაფისა და მობილურობის რეპუტაცია გააჩნიათ, თავისკენ უფრო მეტ შანსსა და შესაძლებლობას იზიდავენ. მათ უფრო ხშირად უვარდებათ ხელსაყრელი შემთხვევი, შეასრულონ უფროდაუფრო მრავალგვარი ამოცანები, რადგან შეუძლიათ მათი გადაწყვეტა სხვებზე სწრაფად, რომლებიც სამუშაოს მხოლოდ იმის შემდეგ ასრულებენ, რაც მას შეეჯახებიან.

როდესაც ისწავლით შეახამოთ ყველაზე მაღალპრიორიტეტული ამოცანის შერჩევის უნარი მის სწრაფად და აკრგად კეთების ვალდებულებასთან, ნახავთ, რამდენად სწრაფად წაიწევთ წინ. თქვენს წინაშე გაიღება გაცილებით მეტი კარი და შესაძლებლობა – უფრო მეტი, ვიდრე დღეს შეგიძლიათ წარმოიდგინოთ.

პრაქტიკული სავარჯიშო

ამოირჩიეთ მხოლოდ ერთი საკვანძო ამოცანა, რომლის დაწყებაც ან დამთავრებაც არ შეგეძლოთ, და მიიღეთ მისი დაუყოვნებლივ გადაჭრის გადაწყვეტილება. მუდამ უმეორეთ საკუთარ თავს შემდეგი 3 ჯადოსნური სიტყვა, რომელიც მაღალ მოტივაციას უზრნველყოფს: “გააკეთე ეს ახლავე! გააკეთე ეს ახლავე!”

One thought on “წარმატების XIII საიდუმლო. შეიქმენით სწრაფი და საიმედო მუშაკის რეპუტაცია.

  1. ვაა აი ტყუილად არ გელოდებოდი.იმდენი რამ მაქვს ახლავე გასაკეთებელი..

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s