წარმატების XII საიდუმლო. საკუთარ თავს დაუსახეთ უმაღლესი პრიორიტეტები და მიზანმიმართულად კონცენტრირდით მათზე


როდესაც განავითარებთ პრიორიტეტების დასახვისა და მიზანმიმართულად მათკენ კონცენტრირებს ჩვევას, თქვენ გამოიმუშავებთ თვისებას მიიღოთ ფაქტიურად ყველაფერი, რასაც კი მოისურვებთ ცხოვრებაში. ეს ძირითადი სტრატეგია გახდა მთავარი მიზეზი, რომლის წყალობითაც ათასობით და მილიონობით ადამიანმა მიაღწია მაღალ შემოსავალს, ხანგრძლივ სიმდიდრეს და სრულ ფინანსურ დამოუკიდებლობას.

თვისება – ამოირჩიო ყველაზე მაღალი პრიორიტეტი და შემდეგ იმუშაო ამ მაღალპრიორიტეტული მიზნის მიმართულებით, სანამ მას არ მიაღწევთ, – მთავარი გამოცდა და ამავე დროს თქვენი ნებისყოფის, თვითდისციპლინის და ხასიათის სიმტკიცის საზომია. ამგვარი ჩვევის გამომუშავება ყველაზე რთულია, მაგრამ იგი ყველაზე საჭიროა, თუ ნამდვილად გსურთ დიდი წარმატების მიღწევა. აი თქვენ მკაფიო გეგმა სარეალიზაციოდ. მანამ, სანამ ნებისმიერი მიზნის მისაღწევად მოქმედებაზე გადახვალთ, შეადგინეთ შესაბამისი ჩამონათვალი ყველაფრისა, რაც მისთვის რაც უნდა გააკეთოთ. შემდეგ დასახეთ პრიორიტეტები ყოველი ამოცანისათვის, რომელიც ამ სიაში ფიგურირებს, ბევრჯერ დაუსვით საკუთარ თავს შემდეგი 4 კითხვა.

კითხვა ნომერი 1 ასეთია: ჩამოთვლილი ქმედებებიდან რომელია ჩემთვის ყველაზე ღირებული? სხვა სიტყვებით, თქვენს მიერ გაკეთებულიდან რომელია თქვენი სამუშაოსთვის და თქვენი ბიზნესისთვის სხვა ნებისმიერთან შედარებით ყველაზე ღირებული?

კითხვა ნომერი 2 ამგვარად ჟღერს: რატომ არის ჩემი გვარი შეტანილი სახელფასო უწყისში? როდესაც სამსახურში მიგიღეს, რა კონკრეტული ამოცანა უნდა გადაგეწყვიტათ? მოახდინეთ კონცენტრირება საბოლოო შედეგებზე, და არა სხვადასხვა სახის შუალედურ ქმედებებზე.

კითხვა ნომერი 3 ამგვარად ფორმულირდება: კონკრეტულად რა შემიძლია გავაკეთო მე და მხოლოდ მე ისეთი, რაც წარმატებით განხორციელების შედეგად რეალურ ცვლილებებს გამოიწვევს? ეს იქნება ის კონკრეტული ამოცანა, რომლის გადაწყვეტაც მხოლოდ თქვენ შეგეძლებათ. თუ მას არ შეასრულებთ, საერთოდ არ განხორციელდება. მაგრამ სამაგიეროდ, თუ მას თავს გაართმევთ, მით უმეტეს თუ კარგად გაართმევთ თავს, შედეგად მოიტანს არსებით ცვლილებებს თქვენს ბიზნესში ან პირად ცხოვრებაში. შეგიძლიათ დაასახელოთ ამგვარი ამოცანა?

და ბოლოს, კითხვა ნომერი 4 ასეთია: ამწუთას როგორ შეიძლება ყველაზე სასარგებლოდ გამოვიყენო ჩემი დრო? ყოველ მომენტში ამ კითხვაზე ერთადერთი პასუხი არსებობს. თქვენი უნარი – ჯერ განსაზღვოთ საკუთარი დროის ერთადერთი და ყველაზე ღირებული გამოყენება, შემდეგ კი დაიწყოთ შესაბამისი ამოცანის შესრულება – არის შრომის მაღალი პროდუქტიულობისა და ფინანსური წარმატების გასაღები.

ამგვარად, მოუძღვენით თავი მიზანმიმართულ შრომას ერთ, ყველაზე მნიშვნელოვან ამოცანაზე, და განაგრძეთ მისი კეთება, სანამ 100%-ით არ შესრულდება. ბეჯითად იმოქმედეთ ერთი მიმართულებით ყოველგვარი გადახვევის ან დაბნეულობის გარეშე. უბიძგეთ საკუთარ თავს მოცემული სამუშაოს გაგრძელებისკენ მანამ, სანამ იგი ბოლომდე არ იქნება მიყვანილი.
კარგი ამბავი იმაში მდგომარეობს, რომ საკუთარი თავისთვის პრიორიტეტების უწყვეტად დასახვით და თქვენთვის ყველაზე ღირებული და საჭირო ამოცანებზე კონცენტრირებით, საკუთარ თავში სწრაფად განავითარებთ მაღალპროდუქტიულად მუშაობის ჩვევას. ეს ჩვევა შემდეგ გახდება ავტომატური და ფაქტიურად ეს გაძლევთ ცხოვრებაში დიდი წარმატების მიღწევის გარანტიას. მხოლოდ მოცემულ თვისებას შეუძლია გაქციოთ მილიონერად, რომელმაც თავად გამოიმუშავა საკუთარი ფული.

პრაქტიკული სავარჯიშო

გამოავლინეთ ყველაზე საჭირო ამოცანა, რომლის გადაჭრა ახავე შეგიძლიათ და რომელიც ყველაზე მეტად დაგეხმარებატ თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მიზნის მიღწევაში, შემდეგ კი ავარჯიშეთ საკუთარი თავი მხოლოდდამხოლოდ მის კეთებაში მანამდე, სანამ 100%-ით არ შეასრულებთ. მხოლოდდამხოლოდ ამის კეთებას შეუძლია თქვენი ცხოვრების შეცვლა.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s