წარმატების XI საიდუმლო. იყავით აბსოლუტურად პატიოსანი საკუთარ თავთან და სხვებთან


აზროვნება – აი ყველანაირი სიმდიდრის, ყველანაირი წარმატების, ყველანაირი მატერიალური კეთილდღეობის, ყველა დიდი აღმოჩენისა და გამოგონების, ასევე ყველა მიღწევის თავდაპირველი წყარო.
კლოდ მ. ბრისტოლი

ალბათ ყველაზე ღირებული და პატივსაცემი თვისება, რომელიც საკუთარ ტავში შეგიძლიათ განავითაროთ -აბსოლუტურად წესიერი და პატიოსანი ადამიანის რეპუტაციაა. იყავით იდეალურად პატიოსანი ყვეაფერში, რასაც აკეთებთ, ერთნაირად თითოეულ კომერციულ გარიგებაში თუ საყოფაცხოვრებო საქციელში. არასოდეს მოახდინოთსაკუთარი წეიერებისა და პატიოსნების კომპრომეტირება, არასოდეს დააყენოთ ისინი ეჭვის ქვეშ. გახსოვდეთ, რომ როდესაც საუბარი ბიზნესს ეხება, თქვენი სიტყვა – ეს თქვენი სახელმწიფო ობლიგაციაა, თქვენი პატიოსნება კი – ის საძირკველი, რომელზედაც სხვა ყველაფერი უნდა დაშენდეს.

ყველა წარმატებული საქმიანობა ეფუძნება ნდობას. თქვენი წარმატება იმაში, რომ გახდეთ მილიონერი, რომელმაც საკუთარი ფული თვითონ გამოიმუშავა, განისაზღვრება იმ განსაკუთრებული ადამიანების რაოდენობით, რომელნიც გენდობიან და სურთ თქვენთან უშაობა, რომებიც მზად არიან ცნონ თქვენი ღირსება, გასესხონ ფული, იყიდონ თქვენი საქონელი და მომსახურება, ასევე დაგეხმარონ მძიმე დროს. ხასიათი – აი ყველაზე მნიშვნელოვანი აქტივი, რომელიც შეიძლება მოიპოვოთ მთელი ცხოვრების განმავლობაში, და თქვენი ხასიათის საფუძველში დევს წესიერება და პატიოსნება, რომლებიც თქვენს პრაქტიკული საქმიანობისთვის არსებითია.

წესიერებისა და პატიოსნების პირველი გასაღები მდგომარეობს ჯერ საკუთარ თავთან, შემდეგ კი ყველასთან გამონაკლისის გარეშე გულწრფელობაში. იყავით მაქსიმალურად გულწრფელი. საკუთარ თავთან პატიოსნება და გულწრფელობა ნიშნავს თქვენი საქმის კეთებას საუკეთესოდ. შინაგანი წესიერების დემონსტრირება ხდება პიროვნული პატიოსნებით, ხოლო გარეგნულად – მაღალხარისხიანი მუშაობით.

წესიერებისა და პატიოსნების მეორე გასაღები მდგომარეობს გულწრფელობაში სხვა ადამინების მიმართ, რომლებთანაც ასე თუ ისე შეხება გაქვთ. თითოეულ მათგანთან იცხოვრეთ სიმართლით. არასოდეს გააკეთოთ ან თქვათ რაიმე, თუ ბოლომდე არ ხართ დარწმუნებული, რომ ეს სიმართლე, კეთილგონივრული და პატიოსანია. არავითარ შემთხვევაში და არანაირი მიზეზით არ დააყენოთ საფრთხის ქვეშ საკუთარი წესიერება და პატიოსნება. ყოველთვის იცხოვრეთ ყველაზე მაღალ ნორმებთან შესაბამისობაში, რომელსაც კი იცნობთ.
აი კითხვა, რომელიც რეგულარულად უნდა დაუსვათ საკუთარ თავს და ეძებოთ მისი პასუხი: როგორი გახდებოდა ჩემს გარშემო არსებული სამყარო, თუ მისი ყოველი მკვიდრი ისეთი აღმოჩნდებოდა, როგორიც მე ვარ?

ეს კითხვა გაიძულებთ, საკუთარ თავს დაუწესოთ მაღალი სტანდარტები და სულ უფროდუფრო ზემოთ ასწიოთ ნიშნული. მოიქეცით ისე, თითქოს თქვენი თითოეული სიტყვა და საქციელი ხდებოდეს უნივერსალური კანონი. დაინახეთ საკუთარი თავი იმგვარად, თითქოს გარშემო ყველა თქვენ გაკვირდებათ და თქვენი საქციელის მიხედვით აწყობს ყველაფერს. და ნებისმიერი ეჭვის გაჩენისას ყოველთვის მოიქეცით სწორად – იმისგან დამოუკიდებლად, ეს რას შეიძლება ნიშნავდეს თქვენთვის და იმისგან დამოუკიდებლად, ამისათვის რა საფასურის გადახდა დაგჭირდებათ.

პრაქტიკული სავარჯიშო

თქვენს ცხოვრებაში თითქმის ყოველი პრობლემა შეიძლება გადაიჭრას, თუ თქვენს ძირითად ღირებულებებს დაეყრდნობით. რაში მდგომარეობს ისინი? რისი გჯერათ და რაზე დგახართ? ყოველთვის, როდესაც ნებისმიერი სახის სტრესს განიცდით, ეს ჩვეულებრივ ნიშნავს, რომ საფრთხის წინაშე აყენებთ თქვენს ერთ-ერთ რომელიმე ფასეულობას. იმისგან დამოუკიდებლად, საით მიგიყვანთ ეს, მაშინვე მიიღეთ გადაწყვეტილება არ გადაუხვიოთ იმას, რაც, თქვენი ღრმა რწმენით, ნამდვილად არის თქვენთვის მნიშვნელოვანი და განმსაზღვრელი.

One thought on “წარმატების XI საიდუმლო. იყავით აბსოლუტურად პატიოსანი საკუთარ თავთან და სხვებთან

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s