რა გერქაგრეხილებათ?!


ჰექსეს და დოდკას ბლოგებზე რა ამბებია ატეხილიიიი🙂 დაწყნარდით, ქართველებო, ქვეყანა კი არ იქცევა. ეკონომიკის სამინისტრომ ჩაატარა ქართული ბლოგინგის დღეები? მერე რა. მხოლოდ 10 კაცი იყო? მერე რა. დიდი ამბავი, თუ ვერ გაიგეთ ან სათვალავში არ ჩაუგდიხართ ვინმეს. იმასაც არა უშავს, თუ საეჭვო კრიტერიუმებით შეარჩიეს ღონისძიებაში მონაწილე ბლოგერები. გული გწყდებათ, რომ ასეთი საინტერესო შეხვედრა გამოტოვეთ? დაიკიდეთ. ორგანიზატორები ბიუროკრატიასა და ბრძანებებს შეჩვეული ჩინოვნიკები არიან. უფროსმა თუ არ დაავალა, ისე ვერაფერს მოიფიქრებენ. თანაც წარმოდგენა არ აქვთ ბლოგერებზე, ბლოგინგზე. მხოლოდ ის იციან, რომ ეს საჭიროა და უკავშირდებიან იმ რამდენიმე ადამიანს, ვისი სახე და სახელიც თვალში ხვდებათ.

ბლოგინგის მთავარი მუღამი უსაზღვრო დამოუკიდებლობა, უცენზურობა (პახაბნობა კი არა, ფორმალური კონტროლის არარსებობა) და ასევე შეუზღუდავი ფანტაზიაა. გინდათ ბლოგერების დიდი ფუტფუტა შეხვედრის ჩატარება? ვინ გზღუდავთ, შეიკრიბოს საინიციატივო ჯგუფი, რომელიც მოამზადებს პროექტს და მთელ პროცესს ხელმისაწვდომს გახდის სრულიად ქართული ბლოგოსფეროსთვის; რომელიც შერჩევისას დაიცავს სტანდარტულ დემოკრატიულ პროცედურას, რაც გულისხმობს აპლიკაციის შემუშავებას, შერჩევის კრიტერუმების დადგენას (მაგ. ასაკი, მოტივაცია, ბლოგინგში გამოცდილება…), მერე შემოსულ მონაცემებს განიხილავს და საუკეთესოებს ამოარჩევს. დეკლარირებული პრინციპების შემთხვევაში ნაწყენი აღარავინ დარჩება და ყველას ეცოდინება, რის გამო მოიწონეს ან დაიწუნეს. შეხვედრის დროს ჩამოყალიბდეს სამუშაო სექციები – მაგ., პირადი ბლოგები, ხელოვნება, პოლიტიკა, საზოგადოება, რელიგია და ა.შ. დაფიქსირდეს დამოკიდებულებები, პრობლემები, შესაძლებლობები და ამ ყველაფერი ეს გაცილებით მეტი რაოდენობის ბლოგერმა გააკეთოს, ვიდრე ახლაა კვარიათში. ხომ შეიძლება? ჰოდა შეუდექით საქმეს. ერთმა პროექტი დაწეროს, მეორემ სპონსორის მოსაძიებლად ირბინოს, მესამემ მედიასთან ურთიერთობაზე იზრუნოს და ა.შ. ძალა ერთობაშია. თუ გინდათ, შეგიძლიათ ყველას დაანახოთ, რამხელა ძალა აქვს სოციალურ მედიას და რომ ეს ძალა მხოლოდ ვირტუალური აღშფოთებით არ შემოიფარგლება. ერთმანეთზე განაწყენებას და დაშორიშორებას ისევ თანამშრომლობა ჯობია🙂

ზოგადად, მიზანშეწონილად არ მიმაჩნია რაიმე სახით სახელმწიფოს მიერ ბლოგინგის პატრონაჟი. ერთადერთი, რაც დასაშვები მგონია, ეს არის კიბერუსაფრთხოების მძლავრი სისტემის შემუშავება. დანარჩენი – თავისუფალი ბაზრის პრინციპებს უნდა ეყრდნობოდეს. საბლოგეთი უნდა ინარჩუნებდეს დამოუკიდებლობას და დაცული იყოს სახელმწიფოს ნებისმიერი ზეგავლებისგან. მეორე საკითხია, რამდენად რეალურია ეს საფრთხე. ვიღაც შეიძლება “სახელისუფლებო ბლოგერი” გახდეს, მაგრამ მის გვერდით ხომ უამრავი თავისუფალი ადამიანიც არსებობს, ვისაც არავინ აწვდის პოსტებისთვის თემებს?…

ამ კონკრეტულ შეხვედრას კი მეტისმეტად ამბიციური სახელი ჰქვია, თუმცა რეალურად იმისი აჩრდილია, რაც შეიძლებოდა გამოსულიყო😀 გინდათ უფრო წარმომადგენლობითი ღონისძიება? აჰა ბურთი და მოედანი.🙂

წარმატებას გისურვებთ!🙂

7 thoughts on “რა გერქაგრეხილებათ?!

  1. 🙂
    ყველაგნა დავწერე მგონი რომ არც გული არ დამწყვეტია რომ არ წავედი – რომ დავეპატიჟეთ უფრო დამწყდებოდა გული რადგან ვერ წავიდოდი
    და არც იმ ბლოგერების საწინააღმდეგო მაქვს რამე -პირიქით
    ჰოდა ეკ. სამინისტროს კიდე კიდეც დავწერე თუ ის იყო ორგანიზატორი კიდევ მისატევებელი შეცდომის წინაშე ვდგევართ.🙂

  2. ჰექსე, ასეთ სიტუაციებზე მეცინება ხოლმე🙂 იმიტომ რომ ვიცი მსგავსი ღონისძიებები როგორ კეთდება (სამთავრობო და არასამთავორბო სექტორშიც) და … ჩემი პრიორიტეტები მაქვს ხოლმე, რას დავესწრო და რას არა :))
    იმდენად დიდი ემოციური მუხტი წამოვიდა დღეს ამ საკითხთან დაკავშირებით, რომ ეს დაუგეგმავი პოსტი დამაწერინა :)))
    ნებისმიერ შემთხვევაში არ ღირს აღელვება… საქმე ლაპარაკის ნაცვლად😀

  3. სახელმწიფო პატრონაჟი საერთოდ არ სჭირდება საჯარო სივრცეს და არც პირადს.
    და საერთიოდ რაც ნაკლებად გამოჩნდება სახელმწიფო, მით უფრო კარგი ცხოვრება გვექნება ყველას ბლოგერების ჩათვლით.🙂

    მარა ჩვენ ეგ არ გვეჭყანება უახლოესი 50 წელიწადი კიდე.

    • გეთანხმები, მაგრამ სადაა თავისუფლება და კაი ცხოვრება. თავისუფალ საზოგადოებას პასუხისმგებლობით სავსე ინდივიდები უნად ქმნიდნენ. ბევრს ხედავ ირგვლივ ასეთს?🙂

  4. ჰოდა ამიტომა არაა სანერვიულო.🙂
    მე ჩემი დირექტივებით ვბლოგავ და პატრონაჟი და თემების შეკვეთა არ დამჭირვებია ჯერ და იმედია არც დამჭირდება.
    მაგრამ, თუ ვინმეს სჭირდება, არც ეგაა პრობლემა.
    ყველა თვითონ წყვეტს.
    ყოველ შემთხვევაში, მე ხელს არ მიშლიან და რატომ მივიდა ამდენი ბლოგერი ნერვიული აფეთქების ზღვარზე ამ კვარიათის გამო ვერ გავიგე.

  5. “ზოგადად, მიზანშეწონილად არ მიმაჩნია რაიმე სახით სახელმწიფოს მიერ ბლოგინგის პატრონაჟი”
    არც მე. თუმცა ეკონომიკის სამინისტროს კონკრეტულად რა უნდა, ჯერ არ ვიცი

    • ვნახოთ რა იქნება. ეს პირველი პრეცედენტი იყო. ნეტა სხვა სახელმწიფოებში ხდება ასეთი ამბები?
      ჩემი აზრით, ბლოგერები თავადვე უნდა აკეთებდნენ ფორუმებს, შეკრებებს…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s