წარმატების X საიდუმლო. მიუძღვენით თავი სხვების მსახურებას


თქვენ შეძლებთ ცხოვრებაში მიიღოთ ყველაფერი, რაც მოგესურვებათ, თუ დაეხმარებით საკმარისი რაოდენობის ადამიანებს მიიღონ ის, რაც მათ სურთ.
ზიგ ზიგლარი

ჯილდო, რომლესაც ცხოვრებაშიიღებთ, ყოველთვის იმის პროპორციული იქნება რამდენად ემსახურებით სხვა ადამიანებს. ყველა მილიონერისთვის, ვინც საკუთარი ფული თვითონ გამოიმუშავა, კლიენტის ხარისხიანი მომსახურება პირდაპირ აკვიატებული იდეაა. ისინი მთელი დრო ფიქრობენ თავიანთი კლიენტების შესახებ. ისინი შეუწყვეტლად ეძებენ ახალ ოპტიმალურ საშუალებებს კლიენტების მომსახურებისა და იმაზე უკეთესის შეთავაზებისათვის, ვიდრე სხვებს გააჩნიათ. მუდმივად დაუსვით საკუთარ თავს შემდეგი კითხვები: სინამდვილეში რა სურთ ჩემს კლიენტებს? რა სჭირდებათ სინამდვილეში ჩემს კლიენტებს? რას თვლიან ჩემი კლენტები ნამდვილად ღირებულად? რატომ ყიდულობენ დღეს ჩემი კლიენტები საქონელს სხვასთან და ისეთ რა უნდა შემეთევაზებინა, რომ ჩემკენ გადმომებირებინა?

ცხოვრებაში თქვენი წარმატება პირდაპირპორპორციული იქნება იმისა, რას გააკეთებთ იმის შემდეგ, რცა შეასრულებთ ყველაფერს, რასაც თქვენგან ელოდნენ. ყოველთვის ეძიეთ შესაძლებლობა – გააკეთოთ იმაზე მეტი, რისთვისაც გადაგიხადეს. ყოველთვის იპოვეთ საშუალება, როდორ მისცეთ თქვენს კლიენტებს პროგრამით გათვალისწინებულზე მეტი. გახსოვდეთ, რომ პროგრამით გათვალისწინებულზე მეტი ნებისმიერი ნომერი სწრაფად იმსახურებს აპლოდისმენტებს.

თქვენი კლიენტები – ყველა ის ხალხია, რომლებზედაც დამოკიდებულია სამსახურში თქვენი წარმატება. ამგვარი მიდგომა ნიშნავს, რომ თქვენთვის კლიენტები არა მხოლოდ ის ადამიანები არიან, ვინც თქვენს საქონელსა და მომსახურებას ყიდულობს, არამედ თქვენი უფროსი და თანამშრომლებიც. კლიენტების წრეს ეკუთვნიან ისინიც, ვისი წარმატება ან კმაყოფილებაც თქვენზეა დამოკიდებული.

ამასთან დაკავშირებით წარმოიშობა კითხვა, რომელიც ყოველდღიურად უნდა დაუსვათ საკუთარ თავს და მასზე პასუხი ეძიოთ: რა შემიძლია დღეს გავალეთო კლიენტებთან ჩემი მომსახურების ღირებულების გაზრდის მიზნით?

ყოველდღიურად ეძებეთ გზები, როგორ შესძინოთ დამატებითი ღირებულება იმას, რასაც აკეთებთ, ასევე იმ ადამიანებს, რომლებიც თქვენზე არიან დამოკიდებული. კლიენტთა მომსახურებაში ერთი დეტალის სრულყოფა შეიძლება გახდეს თქვენი დიდი ფინანსური წარმატების მიზეზი. არასოდეს შეწყვიტოთ ამ “პატარა” გზების ძიება, რომლებიც დაგეხმარებიან კლიენტების უკეთ მომსახურებაში.

დღეს კლიენტები განსაკუთრებით აფასებენ მომსახურების სისწრაფეს – უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე წარსულში. ყოველთვის, როცა კლიენტი რაიმეს ითხოვთ, თქვენ უნდა უთხრათ: “რა თქმა უნდა, ახლავე!” ეს ყველაზე სასიამოვნო სიტყვებია, რომელიც შეიძლება მოისმინოს თქვენმა კლიენტმა.

პრაქტიკული სავარჯიშო

მოახდინეთ თქვენი ყველაზე საჭირო კლიენტების იდენტიფიცირება როგორც კომპანიის შიგნით, ისე მის გარეთ. ვინ არის ის ხალხი, რომელზეც ყველაზე მეტად ხართ დამოკიდებული? და ვინ არიან ის ადამიანები, ვინც თქვენზეა დამოკიდებული? დღესვე რისი გაკეთება შეგეძლოთ, რომ მათზე უკეთ გეზრუნათ?

One thought on “წარმატების X საიდუმლო. მიუძღვენით თავი სხვების მსახურებას

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s