წარმატების VIII საიდუმლო. პირველ რიგში გადაუხადეთ საკუთარ თავს


გამომუშავებული თანხის ნაწილი უნდ გადაიდოს, მაგრამ თუ ფულის ეკონომია არ შეგიძLიათ, მაშIნ თქვენში განდიდების თესლი არ ღვივის
უ. კლემენტ-სტოუნი

დღესვე მიიღეთ გადაწყვეტილება, რომ მთელი შრომითი ცხოვრების განმავლობაში გადაინახავთ და შეინახავთ თქვენი შემოსავლის სულ მცირე 10%-ს. გადადეთ ყოველი ხელფასიდან ან სხვა ნებისმიერი შემოსავლიდან, როგორც კი ამ ფულს მიიღებთ ჩეკით ან ნაღდი სახით, და გადაიტანეთ მოცემული თანხა დაგროვებისთვის განკუთვნილ სპეციალურ საბანკო ანგარიშზე. თუ თქვენი შრომითი სტაჟის განმავლობაშI მოახერხებთ თვეში სულ რაღაც 100$-ის ეკონომიას და ამ ფულის რიგით ან საინვესტიციო ფონდში ან ბანკში ჩადებას, რომელიც წლიურ 10%-ს არიცხავს, პენსიაში გასვლის მომენტისათვის თქვენ მილიონ დოლარზე გექნებათ. აქედან გამომდინარეობს, რომ ნებისმიერი ამერიკელი, ისიც კი, ვინც მინიმლურ შრომის ანაზღაურებას იღებს, თუ ფულის გადადებას საკმაოდ ადრე დაიწყებს და ამას საკმაოდ დიდხანს გააგრძელებს, შეუძლია გახდეს მილიონერი ხანში შესვლამდეც კი. საკუთარ თავში მთელი ცხოვრების განმავლობაში ფულის ეკონომიისა და გონივრულად ინვესტირების ჩვევის განვითარება იოლი არაა. მას სჭირდება გადაწყვეტილების მიღების დიდი უნარი, მიზანმიმართულობა და ნებისყოფა. საკუთარ თავს ასეთი ამოცანა ფორმალური მიზნის სახით უნდა დაისვათ, ჩაიწეროთ ფურცელზე, შეადგინოთ გეგმა და მთელი დრო მის რეალიზაციაზე იმუსავოთ. თუმცა სამაგიეროდ, როგორც კი მსგავსი პრაქიკა ჩვევაში გადაგივათ და ავტომატური გახდება, ფინანსური წარმატება ფაქტიურად გარანტირებული იქნება.

ყველაფერში მოახდინეთ ხელმომჭირნეობა, ხელმომჭირნეობა და კიდევ ერთხელ ხელმომჭირნეობა. ძალიან ფრთხილად იყავით თითოეული გროშის დახარჯვისას. ყველანაირ გასავალს ეჭვის თვალით შეხედეთ. შეაყოვნეთ ან გაწელეთ ნებისმიერი ნისვნელოვანი გადაწყვეტილება შესყიდვის შესახებ ერტი კვირით მაინც, თუ არა ერთი თვით. რაც უფრო გადადებთ ყიდვის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას, მით უკეთესი იქნება თქვენი გადაწყვეტილება და მით უკეთეს ფასს მიაღწევთ ამ დროში.

მთავარი მიზეზი, თუ რატომ გადიან ადამიანები პენსიაში ღარიბად, იმაში მდგომარეობს, რომ ისინი ქონების შესყიდვას ახორციელებენ. ისინი ხედავენ რაღაც საგანს, რომელიც მოსწონთ და მაშინვე ყიდულობენ – მინიმალური განსჯით. ისინი ხდებიან იმ წესის მსხვერპლი, რომელსაც “პარკინსონის კანონი” ჰქვია და შემდეგში მდგომარეობს: “გასავალი იზრდება “შემოსავლის” შესაბამისად”. ეს ნიშნავს, რომ იმისგან დამოუკიდებლად, თუ რამდენს გამოიმუშავეთ, გაგაჩნიათ ტენდენცია, დახარჯოთ ზუსტად იმდენი და მასზე კიდევ ცოტა მეტი. ასეთ შემთხვევაში დაზოგვის საქმეში წინ ვერასოდეს წაიწევთ და ვალებიდანაც ვერასოდეს ამოხვალთ.

მაგრამ აუცილებელი არ არის რომ პარკონსონის კანონის მსხვერპლი გახდეთ. თუ არ შეგიძლიათ შემოსავლის 10%-ის ეკონომია, მაშიდ დღესვე დაიწყეთ სპეციალურ შემნახველ-საინვესტიციო ანგრიშზე შემოსავლის თუნდაც 1%-ის გადადება. ყოველი თვს დასაწყისში გადარიცხეთ იქ კონკრეტული თანხა, და ეს გააკეთეთ იმაზე ადრე, ვიდრე გადაუდებელ ვალებს გაისტუმრებდეთ. იცხოვრეთ შემოსავლის დარჩენილი 99%-ით. როცა ამ 99%-ში укладываться ისწავლით, ასწიეთ დანაზოდის დონე 2%-მდე, შემდეგ 3%-მდე, 4-მდე და ა.შ.
ერთი წლის განმავლობაში ისწავლით მთელი შემოსავლის 10%-ის, ან თუნდაც 15-20%-ის ეკონომიასა და დანარჩენი თანხით სავსებით კომფორტულად ცხოვრებას. ამავე დროს შემნახველ-საინვესტიციო ანგარიში დაიწყებს ზრდას. თქვენ უფრო ფრთხილად და ყურადღებით მოეკიდებით საკუთარ შემოსავალს, ასევე დაიწყებთ ვალების მუდმივ გდახდას. 1-2 წლის გასვლის შემდეგ მთელ პირად ფინანსურ ცხოვრებას სრულ კონტროლზე აიყვანტ და იმ გზაზე დადგებით, ომელიც მიგიყვანთ მილიონერამდე, რმელმაც თავად გამოიმუშავა საკუთარი ფული. მოცემულმა პროცესმა წარმატება მოუტანა ყველას, ვინც სერიოზულად მოეკიდა მსგავს მოქმედებას. თავად სცადეთ – და პირადად დარწმუნდებით ამაში საკუთარი მაგალითით.

პრაქტიკული სავარჯიშო

დღესვე გახსენით სპეციალური ანგარიში თანხის დასაგროვებლად. შეიტანეთ ამ ანგარიშზე დეპოზიტი, რა მცირეც არ უნდაიყოს. შემდეგ ეზიეთ ამ ანგარიშის შევსების ნებისმიერი გზა. დაიწყეთ ფინანსების შესწავლა, რათა გაიგოთ როგორ გაზარდოთ ესფული. იკითხეთ წიგნები და ჟურნალის სტატიები, რომლებიც დაწერილია ამ თემის ექსპერტების მიერ. წუთითაც არ შეწყვიტოთ დაზოგვა, სწავლა და ზრდა, სანამ არ გახდებით მატერიალურად დამოუკიდებელი.

2 thoughts on “წარმატების VIII საიდუმლო. პირველ რიგში გადაუხადეთ საკუთარ თავს

  1. მე ეს გამომივა
    დიდად დიდი სამუშაო გამოცდილება არა მაქვს ,მაგრამ მქონდა რამოდენიმე თვიანი და ამ რამოდენიმე თვიანი სახელფასო დანაზოგით სწვალის ფული გადავიხადე და ფოტოაპარატიც ვიყიდე და კიდე წვრილმანები

    აი როგორც კი სერიოზული მუდმივი სამუშაო მექნება აუცილებლად გავხსნი ანგარიშს

    • ამ თავის მიზანია, გიბიძგოს ქონების დაგროვების კი არა, ინვესტირებისაკენ. ფულმა უნდა იმოძრაოს, რომ მოგება მოიტანოს.🙂 ანუ აქ იგულისხმება, რომ გარკვეული თანხის დაგროვების შემდეგ საკუთარი საქმის დაწყებაზე უნდა ფიქრობდე.🙂

      წარმატებებს გისურვებ🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s