წარმატების IX საიდუმლო – შეისწავლეთ თქვენი საქმის თითოეული დეტალი


თუ მიაღწევთ მწვერვალებს იმაში, რასაც აკეთებს, ხელს ვერაფერი შეგიშლით მიიროთ მეტი ფული და უფრო სწრაფად დაწინაურდეთ სამსახურში
დენ კენედი

ბაზარი სამუშაოს ბრწყინვალედ შესრულებისა და მაღალი პროდუქტიულობისთვის შესანიშნავ ჯილდოს იძლევა. შრომის საშუალო შედეგებისთვის იგი უფრო ცოტას იხდის, ხოლო საშუალოზე დაბალი დონისათვის დაბალ ამაზღაურებას იძლევა, წარუმატებლობისა და განხიბვლის გრძნობებთან ერთად. მიზნად უნდა დაისახოთ, რომ გახდეთ არჩეული სფეროს მცოდნე და ექსპერტი, შეისწავლოთ მისი თითოეული უმცირესი დეტალი, იმისათვის რომ სამუშაო უფროდაუფრო უკეთ შეასრულოთ.

ყურადღებით წაიკითხეთ ყველა სპეციალური ჟურნალი, რომელიც თქვენს სფეროს ეხება. წაიკითხეთ და ისწავლეთ უკანასკნელი წიგნები. დაესწარით სასწავლო კურსებსა და სემინარებს, რომელსაც დარგის მცოდნე პირები ატარეენ თქვენთვის საინტერესო სფეროში. გახდით თქვენი სამრეწველო ან სავაჭრო ასოციაციის წევრი, დაესწარით მის ყველა შეკრებას და ახლოს ითანამშრომლეთ ამ დარგის სხვა საუკეთესო სპეციალისტებთან.

ჯამური კომპლექსურობის კანონი ამტკიცებს, რომ ის ინდივიდი, რომელსაც შეუძლია ნებისმიერ სფეროში შეაგროვოს, ინტეგრაცია მოახდინოს და გამოიყენოს ინფორმაციის ყველაზე დიდი რაოდენობა, მალე მიაღწევს ამ დარგში მწვერვალებს.

თუ გაყიდვებით ხართ დაკავებული, მაშინ გახდით მუდმივი სტუდენტი, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში ბეჯითად სწავლობს გაყიდვის პროცესს. სავაჭრო აგენტებისა და სხვა სავაჭრო სპეციალისტების ზედა 20% საშუალოდ 16-ჯერ მეტს გამოიმუშავებს, ვიდრე ქვედა 80%, რომელიც მხოლოდ ფორმალურად აკეთებს იგივეს. საუკეთესო 10%, ანუ გაყიდვების ყველაზე ჭკვიანი სპეციალისტები, კიდევ უფრო მეტ ფულს იღებენ.

თუ მენეჯმენტით ხართ დაკავებული, მაშინ მიიღეთ გადაწყვეტილება გახდეთ პროფესიონალი მენეჯერი. თუ საკუთარ ბიზნესს დაიწყებთ, შეისწავლეთ წარმოების პროცესის სტრატეგია და ტაქტიკა, და ყოველ დღე გამოსცადეთ პრაქტიკულად ახალი იდეები და მიდგომები.

მიზნად დაისახეთ თქვენს საქმეში ან პროფესიაში საუკეთესოდ გახდომა. ერთ პატარა დეტალს, მოულოდნელ შთაგონებას ან იდეას შეუძლია გახდეს თქვენი კარიერის გარდამტეხი პუნქტი. არასოდეს შეწყვიტოთ “წვრილმანის” ძიება.

პრაქტიკული სავარჯიშო

გამოავლინეთ თქვენი საქმის ძირითადი ტენდენციები. რა არის ის საბაზისო ინფორმაცია წინაპირობები ან გადამწყვეტი უნარები, რომ მომავალში გახდეთ თქვენს სფეროში წამყვანი სპეციალისტი? დღესვე შეადგინეთ ამ უნარებისა და შესაძლებლობების განვითარების გეგმა, შემდეგ ყოველდღიურად იმუშავეთ მის განსახორციელებლად.

2 thoughts on “წარმატების IX საიდუმლო – შეისწავლეთ თქვენი საქმის თითოეული დეტალი

  1. აი დღეს რა მივწერე მეგობარს..

    ჩემი ფბ-ს ინბოქსიდან;)

    “ისე ეკონომიკა თუ დამაინტერესებდა არ მეგონა,ვგრძნობ რომ თანამედროვე ცოდნა ინტეგრირებული უნდა იყოს ანუ სხვადასხვა დარგები თავმოყრილი და სისტემატიზირებული გონებაში.რაღაც კონდიციამდე მაინც,რომ მიხვდე რა ხდება შენს თავს,რა გჭირდება რეალურად შენ,სხვები რა დროს გაგოიმებენ და გმართავენ და რა დროს თავს იკავებენ(სხვა ვარიანტი ჯერ შეუძლებელია ჩემთვის,)

    მაგრამ ან მადენი დრო სად არის,ან ამდენი რესურსი:)”

    მოკლედ ჯამური კომპლექსურობის კანონი შემომიღია სრულიად დამოუკიდებლად:) კენედის გარეშე,
    ანუ იმის თქმა მინდა რომ ყველა იდეის,სამაგისოდ რომ პრაქტიკულად გამოიყენო მაინს საკუთარ თავში აღმოჩენა, ჩამოყალიბება და განვითარება გიწევს.

    პ.ს გილოცავ ჩემს აქ შემობრძანებას:)

  2. ჯობდა კენედის მაგივრად მამაძაღლი ტრესი დამეწერა.:)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s