წარმატების VII საიდუმლო. მთელი ცხოვრება გააგრძელეთ სწავლა


უწყვეტი სწავლა – ეს არის მინიმალურ მოთხოვნა ნებისმიერ სფეროში წარმატების მისაღწევად

დენის უეიტლი

თქვენ გაგაჩნიათ არჩეულ სფეროში სწავლისა და სრულყოფის პრაქტიკულად შეუზღუდავი შესაძლებლობა. საერთოდ, უფრო მეტი ტვინი, უნარი და ინტელექტი გაქვთ, ვიდრე გამოყენება შეგძლიათ, იმ შემთხვევაშიც კი თუ მთელ დარჩენილ ცხოვრებას თვითგანვითარებას დაუთმობთ. თქვენ უფრო გონიერი ხართ, ვიდრე თავად შეგიძლიათ წარმოიდგინოთ. არ არსებობს არანაირი გარემოება, რომლის გადალახვაც არ შეგიძლათ, არანაირი პრობლემა, რომელსაც ვერ მოაგვარებთ და არანაირი მიზანი, რომელსაც ვერ მიაღწევთ, თუკი მთელი გონების ძალას გამოიყენებთ თქვენს კონკრეტულ სიტუაციაში.

თქვენი აზროვნება ბევრი რამით ჰგავს მუსკულატურას. იგი ძლიერდება გამოყენების შედეგად. ზუსტად ისე, როგორც კუნთების განსავითარებლად ისინი ფიზიკურად უნდა დატვირთოთ, ასევე საჭიროა “გონებრივი მუსკულატურის” მუდმივი მუშაობა, რათა გონება განვითარდეს და გაძლიერდეს. რაც უფრო მეტს სწავლობთ, მით უფრო მეტის შესწავლა შეგიძლიათ. სპორტშიც ხომ სწორედ ასე ხდება: რაც უფრო ინტენსიურად მიჰყვებით მის რომელიმე სახეობას, მით უკეთ ითვისებთ მას. რაც უფრო მეტად მიუძღვნით თავს სწავლას მთელი ცხოვრების განმავლობაში, მით უფრო იოლად ისწავლით კიდევ უფრო მეტს.

ლიდერებს უყვართ და შეუძლიათ სწავლა. უწყვეტი სწავლა – წარმატების გასაღებია XXI ასწლეულში. სწავლა მთელი სიცოცხლის მანძილზე – ეს არის მინიმალური მოთხოვნა თქვენს (და ასევე ნებისმიერ სხვა) საქმიანობის სფეროში. დღესვე მიიღეთ გადაწყვეტილება, რომ თქვენს დარგში უნდა იქნებით მუდმივი სტუდენტი, ცხოვრების ბოლომდე გააგრძელებთ სწავლას და უფროდაუფრო უკეთესი გახდებით.

მთელი ცხოვრების განმავლობაში რომ ისწავლო, საჭიროა შემდეგი სამი ძირითადი წესის დაცვა. პირველი წესი – ყოველ დღე, სულ მცირე 30-60 წუთის განმავლობაში იკითხეთ მასალა, რომელიც თქვენი საქმიანობის სფეროს ეხება. გონებისთვის კითხვა – იგივეა, რაც ფიზიკური ვარჯიში სხეულისათვის. ყოველდღიური კითხვა ერთი საათის განმავლობაში ნიშნავს დაახლოებით კვირაში ერთი წიგნის წაკითხვას. თავის მხრივ, ეს იძლევა წელიწადში 50 წიგნს. ხოლო წელიწადში 50 წიგნი მიგიყვანთ იქამდე, რომ მომავალი 10 წლის განმავლობაში წაკითხული გექნებათ 500 წიგნი.

რამდენადაც ზრდასრული საშუალო ამერიკელი წელიწადში ერთ წიგნზე ცოტად კითხულობს, ამიტომ დღეში ერთი საათი და კვირაში ერთი წიგნის წაკითხვის დაწყებით დაუჯერებელ უპირატესობას მიაღწევთ თქვენს სფეროში. თქვენ გახდებით ყველაზე გათვითცნობიერებული, ყველაზე კომპეტენტური და ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპეციალისტი უბრალოდ იმის გამო, რომ ყოველ დღე ერთი საათის განმავლობაში კითხულობთ.

მთელი ცხოვრების განმავლობაში სწავლის მეორე გასაღებია სპეციალური სასწავლო აუდიომასალების მომსმენა მანქანის მაგნიტფონით. გააკეთეთ ეს, როცა ერთი ადგილიდან მეორისკენ მიემგზავრებით. საშუალოდ, ამერიკელი მანქანის საჭესთან წელიწადში 500-დან 1000 საათამდე ატარებს. ეს არის ეკვივალენტი იმისა, რომ თქვენ მანქანაში გაგეტარაბინოთ 12-დან 24-მდე 40 საათიანი სამუშაო კვირა ან 3-დან 6 თვემდე სამუშაო დრო – უზარმაზარი პერიოდია! სხვანაირად რომ ვიანგარიშოთ, ეს უნივერსიტეტის 1 ან 2 სრული სასწავლო სემესტრის ტოლფასია.

გადააქციეთ თქვენი ავტომობილი სასწავლო მანქანად, ბორბლებიან უნივერსიტეტად. არასოდეს დაუშვათ, რომ თქვენი მანქანის ძრავა საგანმანათლებლო აუდიოპროგრამის გარეშე მუშაობდეს, რომელიც ჩაწერილია კასეტაზე ან კომპაქტ-დისკზე. ბევრი ადამიანი მილიონერი გახდა ყურთსასმენებით მიღებული ცოდნის სასწაულის შედეგად. სწორედ ამიტომ აუდიოსწავლებას ხშირად უწოდებენ ყველაზე გარადმტეხ მიღწევას განათლების სფეროში საბეჭდი მანქანის გამოგონების შემდეგ.

მთელი ცხოვრება სწავლის გაგრძელების შემდეგი გასაღები – თქვენთვის ხელმისაწვდომი ნებისმიერ პოტენციურ სასწავლო კურსსა და სემინარზე დასწრებაა, რომელიც დაგეხმარებათ პროფესიული გეგმის გაუმჯობესებაში. წიგნების კითხვა, სასწავლო აუდიოპროგრამები და სემინარები საშუალებას მოგცემთ, მოახდინოთ ასობით საათისა და ათასობით დოლარის, ასევე მრავალწლიანი მუყაითი შრომის ეკონომია იმ ფინანსური წარმატების დონის მისაღწევად, რომელსაც თქვენთვის სასურველად მიიჩნევთ.

დღესვე მიიღეთ გადაწყვეტილება, რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში ისწავლოთ. გაოცებული დარჩებით, რამხელა ეფექტს მოახდენს ეს თქვენს კარიერაზე. მთელი ცხოვრების განმავლობაში სწავლა შეიძლება აღმოჩნდეს საჭირო ფაქტორი თქვენს გადაქცევაში იმ მილიონერად, რომელმაც თავად გამოიმუშავა საკუთარი ფული.

პრაქტიკული სავარჯიშო

აირჩიეთ საგანი, რომელიც ნამდვილად დაგეხმარებათ თქვენს სფეროში უფრო პროდუქტიულად და ეფექტურად გახდომაში. მიზნად დაისახეთ ამ საგნის  ფლობა. გადააქციეთ ეს “აკეთე თვითონ” ტიპის პროექტად. შემდეგ ყოველდღიურად იკითხეთ ლიტერატურა მოცემულ საგანში. რეგულრულად უსმინეთ ამ საგნის სასწავლო პროგრამების აუდიოკასეტებს ან კომპაქტ დისკებს. დაესწარით სასწავლო კურსებს ამ საგანში. იმუშაეთ ამ პროექტზე ისე, თითქოს ამაზე იყოს დამოკიდებული თქვენი მომავალი, იმიტომ რომ სინამდვილეში სწორედ ასეა!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s