წარმატების VI საიდუმლო. იმუშავეთ უფრო დიდხანს და შეუპოვრად


რაც უფრო შეუპოვრად ვმუშაობ, მით უფრო ბედნიერი ვხდები
ჯეიმს ტერბერი

ყველა მილიონერი, რომელმაც თავად გამოიმუშავა საკუთარი გული, შრომობს შეუპოვრად, ძალიან შეუპოვრად და კიდევ უფრო მეტად შეუპოვრად. ეს სპეციალისტები მიდიან ოფისში ადრე, მუშაობენ სხვებზე მუყაითად და სამსახურში გვიანობამდე რჩებიან. მათ აქვთ თავის სფეროში ყველაზე შრომისმოყვარე ხალხის რეპუტაცია. და ეს ყველამ იცის.

პრაქტიკულად გამოიყენეთ “40+” ფორმულა. ეს ფორმულა ამბობს, რომ კვირაში 40 სთ თქვენ მუშაობთ გადარჩენისათვის, ხოლო რასაც 40 საათის ზემოტ აკეთებთ – წარმატებისათვის. თუ მხოლოდ 40 საათის განმავლობაში შრომობდით (ხოლო დასაქმებულთა საშUალო საქმიანობა დღეს ამერიკაში 35 საათს უახლოვდება), მაშინ ერთადერთი, რისი მიღწევაც შეგიძლიათ – გადარჩენაა. წინ ვერასოდეს წაიწევთ. ვერასოდეს მიაღწევთ დიდ ფინანსურ წარმატებას. თქვენი კოლეგები არასოდეს მოგექცევიან პატივისცემით და დიდად დაგაფასებენ. თქვენი სამუშაო დროის კვირაში 40-საათიანი შეზღუდვით, ყოველთვის საშუალო დონეზე დარჩებით.

სამაგიეროდ ამ დროზე მეტად ნამუშევარი თითოეული საათი თქვენს მომავალში ჩადებული ინვესტიციაა. ფაქტიურად შეგიძლიათ თავად იწინასწარმეტყველოთ დიდი სიზუსტით, სად იქნებით 5 წლის შემდეგ, თუკი ნახავთ, 40-ზე მეტ რამდენ საათს იმუშავებთ კვირის განმავლობაში. არ არსებობს ხანგრძლივი სამუშაო დღისა და დამღლელი სამუშაოს რაიმე შემცვლელი. ყველა მილიონერი, რომელმაც თავად გამოიმუშავა საკუთარი ფული, საშუალოდ კვირაში 59 საათს მუშაობს. ბევრი მათგანისათვის ეს მაჩვენებელი აღწევს 70 ან 80 საათს, განსაკუთრებით კარიერის დასაწყისში. ისინი დაკავებულები არიან, საშუალოდ, ხუთის მაგივრად ექვსი დღე კვირაში. ანუ მათი სამუშაო დღეები უფრო გრძელია. თუ გინდათ დაუკავშირდეთ მილიონერს, რომელმაც თავად გამოიმუშავა საკუთარი ფული, დარეკეთ კაბინეტში ნორმალური სამუშაო დღის დაწყებამდე, ან მისი დასრულების შემდეგ. მილიონერი, რომელმაც თავად გამოიმუშავა საკუთარი ფული, უკვე უზსი საქერ მაგიდას, როდესაც რიგითი თანამშრომლები – ყველა, ვინც 10-დან 5-მდე მუშაობს, მხოლოდ შემოდიან ოფისში, და აგრძელებს იქ ყოფნას, როდესაც ისინი უკვე სახლში არიან წასულები.

არსებობს ასევე ერთი გადამწყვეტი მოსაზრება: იმუშავეთ მთელი ის დრო, რაც სამსახურში იმყოფებით. მუშაობისას ნუ გაფლანგავთ დროს უაზროდ. როდესაც დილით ოფისში მიდიხართ, მიუჯექით მაგიდას, დახარეთ თავი ქაღალდებზე და დაუყოვნებლივ დაიწყეთ შრომა. თუ თანამშრომლები საქმისგან მოწყვეტას შეეცდებიან, მოუბოდიშეთ და უთხარით: “სამუშაოს უნდა დავუბრუნდე”.

ეს არ ნიშნავს, რომ სახლის საქმეებზე, მეგობრებთან დარეკვაზე, კოლეგებთან ურთიერთობაზე ან გაზეთის კითხვაზე უარი უნდა
თქვათ. მაგრამ მთელი დრო, სანამ მუშაობთ, აუცილებლად იმუშავეთ. დღესვე მიიღეთ გადაწყვეტილება მიაღწიოთ იმ ადამიანის რეპუტაციას, რომელიც მთელ თქვენს ფირმაში ყველაზე უფრო შეუპოვრად და ინტენსიურად შრომობს. ეს ისეთი ადამიანების ყურადღებას მიიპყრობს, რომელთაც შეუძლიათ იმაზე სწრაფად დაგეხმარონ, ვიდრე მხოლოდ თავად შეძლებდით რამის გაკეთებას.

პრაქტიკული სავარჯიშო

დღესვე შეადგინეთ გეგმა, თუ როგორ გაზრდით იმ საათების რაოდენობას, რომელსაც სამუშაოს უთმობთ. მუუუღეთ აგდაწყვეტილება, მიხვიდეთ ოფისში ადრე, და დღის დაწყებისთანავე წინსვლისკენ უბიძგოთ საკუთარ თავს. იმუშავეთ შესვენებისას, როცა ყველა წასულია, დარჩით ერთი საათით მეტი, რომ კიდევ რაღაც მოასწროთ. მხოლოდ ამ მოცემულ სტრატეგიას – სამუშაო დრისათვის 2 საათის დამატებას – შეუძლია თქვენი შემოსავლის გაორმაგება.

3 thoughts on “წარმატების VI საიდუმლო. იმუშავეთ უფრო დიდხანს და შეუპოვრად

  1. პროფესიის არჩევა ზუსტად ამიტომ არის მნიშვნელოვანი. როცა შენი საქმე გიყვარს, მუშაობისას დრო ისე გადის, ვერც ხვდები, როგორ გაღამდება და გათენდება.

    P.S. შენი ბლოგი ძალიან მომეწონა. ხშირად შემოგივლი ხოლმე😉

    • ვერ წარმოიდგენ რამდენი ხანი დამჭირდა იმის მისახვედრად, რა მინდოდა სინამდვილეში. სექტემბრიდან სტუდენტობის ახალ რაუნდს ვიწყებ უუუუუუუუუუდიდესი ბედნეირებით😀 და იმედი მაქვს ახლო მომავალში მეც მნახავთ იმ მილონერების სიაში, ვინც საკუტარი ფული თვითონვე გამოიმუშავა :))))

  2. რაიმეს შეძლებ თუ ვერ შეძლებ მხოლოდ შენზეა დამოკიდებული.თუმცა ეს სიტყვებიც გაფუყული ტრესისა არ იყოს წარმატებული საზოგადოების გამოზრდილ მამაძაღლს ეკუთვნის..

    ერთი ეგ არის რომ დასავლურ საზოგადოებაში წარმატების შანსი და წარმატებისთვის აუცილებელი მოცემულობები გაცილებით ბევრ ადამიანს აქვს ვიდრე ჩვენში..

    ასე რომ ქართული გამოცდილებები დაწერეთ,თუ ვინმემ იცის..ქართველი მილიონერები ჩემო გიჟმაჟ,,ოღონდ მომავლები არა.ეხლანდელები..თორემ მომავალი მეც ვარ:)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s