წარმატების IV საიდუმლო. აკეთეთ ის, რისი კეთებაც გიყვართ


როდესაც იწყებთ იმის კეთებას, რაც ნამდვილად გიყვართ,

მაშინ ცხოვრებაში არასოდეს მოგიწევთ ზედმეტი მუშაობა

ბრაიან ტრეისი

 

აკეთოთ ის, რისი კეთებაც გიყვართ – ეს ფინანსური წარმატების თითქმის ყველაზე დიდი საიდუმლოა. თქვენი ცხოვრების უმთავრესი ამოცანაა – იპოვოთ ის, რისი კეთებაც მართლა გიყვართ, რაც სიამოვნებას განიჭებთ, რისკენაც გაქვთ ბუნებრივი მიდრეკილება. შემდეგ კი მთელი გულით შეეცადეთ, რომ ამ კონკრეტული სამუშაოთი დაკავდეთ, რადგან მისი კეთება უბრალოდ კარგი კი არა, ძალიან კარგია.

მილიონერები, რომლებმაც საკუთარი ფული თვითონ გამოიმუშავეს – ის ხალხია, ვინც იპოვა სფერო, სადაც მათი ჭეშმარიტი, ბუნებისაგან ბოძებული უნარები და ძლიერი მხარეები აღმოჩნდა იმასთან შესაბამისობაში, რაც სჭირდება ამ სამუშაოს შესრულებას და მასში სასურველი შედეგების მიღწევას. იმ მილიონერთა უმრავლესობა, რომლებმაც თვითონ გამოიმუშავეს საკუთარი ფული, ამბობს, რომ მათ “ცხოვრებაში არც ერთი დღე არ შეფერხებულან”. უნდა იპოვოთ დარგი, რომლსაც შეუძლია ჩაგითრიოთ, – ისეთი სამუშაო ან ძალისხმევის გამოვლინების ისეთი სფერო, რითიც იქნებით მუდამ მოხიბლული და გატაცებული, სადაც თქვენი ყურადღება იქნება კონცენტრირებული და განუყოფელი, სადაც თქვენი შრომა იქნება თქვენი კონკრეტული ტალანტისა და უნარების ჭეშმარიტი გამოხატულება.

როდესაც აკეთებთ იმას, რისი კეთებაც გიყვართ, მაშინ გრძნობთ შთაგონების, ენერგიისა და იდეების უწყვეტ ნაკადს იმ მიმართულებით, თუ როგორ შეასრულოთ უკეთ თქვენი მიმდინარე საქმე.

თქვენთან ერთი კითხვა მაქვს: ხვალ რომ გაგიმართლოთ და მიიღოთ მილიონი დოლარი, რომელიც გათავისუფლებულია გადასახადებისგან, გააგრძელებდით იმის კეთებას, რითაც ახლა ხართ დაკავებული?

ეს უმნიშვნელოვანესი კითხვაა. ფაქტიურად იმას გეკითხებით, თუ რის კეთებას დაიწყებდით, მთელი ის დრო და ფული რომ გქონოდათ, რაც გჭირდებათ და თავისუფალი ყოფილიყავით საქმის არჩევაში. მილიონი დოლარი ნაღდი ფული რომ ჩამოვარდნოდა ციდან იმ მილიონერს, რომელმაც საკუთარი ფული თვითონ გამოიმუშავა, იგი გააგრძელებდა იმის კეთებას, რასაც ახლა აკეთებს. უბრალოდ შეიძლებოდა გაეკეთებინა ცოტა სხვანაირად, ან უკეთ, ან უფრო მაღალ დონეზე, მაგრამ ასეთ ადამიანებს ისე ძალიან უყვართ საკუთარი სამუშაო, რომ არც კი იფიქრებდნენ მის შეცვლაზე, იქიდან წასვლაზე ან პენსიაში გასვლაზე.

შესაძლოა, ყველაზე დიდი ამოცანა, რომლის წინაშეც დგახართ თქვენი ზრდასრული ცხოვრებისას, სადაც გარს გარტყიათ პროფესიისა და კარიერის მრავალფეროვანი არჩევანი, შემდგომში მდგომარეობს: გამოარკვიოთ, რისი კეთება გიყვართ ნამდვილად, და შემდეგ გაითავისოთ ამ სფეროს საქმიანობები. და ამას თქვენს გარდა სხვა ვერავინ გააკეთებს.

პრაქტიკული სავარჯიშო:

გაარკვიეთ, რა სახის სამუშაო განიჭებთ კმაყოფილებას. აქამდე რა საქმიანობა დაგხმარებიათ ცხოვრებაში ყველაზე მეტად წარმატების მიღწევაში? თუ გექნებოდათ საშუალება, აგერჩიათ ნებისმიერი საქმე და წარმატებით შეგესრულებინათ იგი, რას აირჩევდით? დასვით ეს ამოცანა მიზნის სახით, შეადგინეთ გეგმა და დღესვე დაიწყეთ ამ მიმართულებით სწრაფვა.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s