წარმატების V საიდუმლო. ისწრაფეთ სრულყოფისაკენ


თქვენი ცხოვრების ხარისხი იმით განისაზღვრება, თუ რამდენად ძლიერ ისწრაფვით სრულყოფისაკენ, – იმისგან დამოუკიდებლად, თუ რა სახის საქმიანობა გაქვთ არჩეული.

ვინს ლომბარდი

დღესვე მიიღეთ გადაწყვეტილება, რომ იყოთ საუკეთესო იმაში, რასაც აკეთებთ. მიზნად დაუსახეთ საკუთარ თავს, მოხვდეთ თქვენი საქმიანობის სექტორის საუკეთესო 10%-ში იმისგან დამოუკიდებლად, რისგან შედგება იგი. მოცემული გადაწყვეტილება – მიაღწიოთ უმაღლეს დონეს იმ საქმეში, რომელსაც თავი მიუძღვენით, შეიძლება თქვენს ცხოვრებაში გადამწყვეტი აღმოჩნდეს. ფაქტიურად, ყველა წარმატებულ ადამიანს გარშემომყოფები მათ მიერ არჩეულ სფეროებში მეტად კომპეტენტურებად აღიარებენ.

გახსოვდეთ, რომ არავინაა, ვინც თქვენზე უკეთესი იქნებოდა და არც ისეთია ვინმე, ვინც თქვენზე ჭკვიანი და გონიერი იქნებოდა. თითოეულმა ადამიანმა, ვინც დღეს ზედა 10%-ის შემადგენლობაშია, დაიწყო იქიდან, რომ თავდაპირველად მიეკუთვნებოდნენ ქვედა 10%-ს. ნებისმიერს, ვინც ახლა წარმატებულია, როდესღაც საქმეები ცუდად მისდიოდა. ყველა ადამიანს, რომელიც ახლა თავისი სფეროს პირველ რიგებში მიაბიჯებს, თავის დროზე უკანასკნელი რანგი გააჩნდა. და იმ ყველაფერს, რაც სხვა უამრავმა ადამიანმა, ასეთივე წარმატებით თქვენც განახორციელებთ.
აი წარმატების მიღწევის უდიდესი წესი: თქვენი ცხოვრება გახდება უკეთესი მხოლოდ მის შემდეგ, რაც თქვენ თვითონ გახდებით უკეთესი. და რადგან არ არსებობს თქვენი შესაძლებლობების გაუმჯობესებისა და სრულყოფის არანაირი ზღვარი, არ არსებობს იმის ზღვარიც, თუ რამდენად შეგიძლიათ საკუთარი ცხოვრების გაუმჯობესება.

თქვენი გადაწყვეტილება, მიაღწიოთ სრულყოფილებას იმაში, რასაც აკეთებს და შეხვიდეთ მოღვაწეობის სფეროს საუკეთესო 10%-ის შემადგენლობაში, – თქვენი ცხოვრების გადამწყვეტი ეტაპია. ეს არის ნამდვილი დიდი წარმატების გასაღები. მოცემული გადაწვყეტილება ასევე გევლინებათ საკუთარი თავის პატივისცემის, ღირსების გრძნობისა და პირადი სიამაყის მაღალი დონის მიღწევის საშუალებად. როდესაც ნამდვილად მიეკუთვნებით საქმეში პირველებს, მაშინ საკუთარი თავის შესახებაც ჩინებულად ფიქრობთ. უმაღლესი დონის პროფესიონალიზმი ზემოქმედებს თქვენს პიროვნებაზე, ასევე თქვენი ურთიერთობების ხასიათზე სხვა ადამიანებთან. თავს ბედნიერად და ამაყად გრძნობთ, როცა იცით, რომ თქვენს სფეროში საუკეთესოებს მიეკუთვნებით.
აი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა თქვენს კარიერასა და ცხოვრებაში, რომელიც უნდა დაუსვათ საკუთარ თავს და აუცილებლად უპასუხოთ: რა არის ის უნიკალური უნარი და შესაძლებლობა, რომელიც, მას შემდეგ რაც განვავითარებ და სრულყოფილებამდე მივიყვან, მოახდენდა ყველაზე პოზიტიურ გავლენას ჩემს ცხვრებაზე?

შეუძლებელია სწრაფად განავითაროთ უნარ-ჩვევები, მაგრამ სავსებით შესაძლებელია გამოავლინოთ ის ერთადერთი უნარი, რომელიც ყველაზე მეტად დაგეხმარებათ და შემდეგ მთელი თქვენი სულიერი და ფიზიკური ძალები ამ უნარის განვითარებასა და სრულყოფამდე მიყვანას მოახმაროთ. დაისახეთ ეს მიზნად. მოახდინეთ მისი ფორმულირება ქაღალდზე. დააწესეთ საბოლოო ვადა. შეადგინეთ გეგმა. და ყოველ დღე იმუშავეთ იმაზე, რომ რაც შეიძლება უკეთესი გახდეთ თქვენს სფეროში. დიდად გაგაოცებთ, სრულყოფისაკენ სწაფვას რამდენად შეუძლია თქვენი ცხოვრების შეცვლა. ერთმა კონრეტულმა ვალდებულებამ შეიძლება თქვენი მომავალი კარიერის განმავლობაში გაქციოთ მილიონერად, რომელმაც თავად გამოიმუშავა საკუთარი ფული.

პრაქტიკული სავარჯიშო

გამოვლინეთ თქვენს მიმდინარე სამუშაოში ის ძირითადი სფეროები, რომელზეც ყველაზე მეტადაა დამოკიდებული საბოლოო შედეგი. სამუშაოს რა ელემენტები უნდა შეასრულოთ აბსოლუტურად და უპირობოდ საუკეთესოდ, რომ საქმემ მწვერვალისკენ წაიწიოს? რა არის თქვენი ძლიერი და სუსტი მხარეები? დღესვე შეადგინეთ გეგმა, როგორ გააუმჯობესოთ ის ერთადერთი სფერო, სადაც ჩვევების ან ცოდნის სრულყოფა შეიძლება ყველაზე მეტად დაგეხმაროთ.

One thought on “წარმატების V საიდუმლო. ისწრაფეთ სრულყოფისაკენ

  1. ხო საინტერესოა.დღემდე ვერ შევძელი სრულად.მხოლოდ ცოტათი გავაუმჯობესე..ერთი თვისება..ანუ ხშირად მოღუშული სახე მაქვს..არადა რომ იცოდეთ რა სიმპატიური ვარ…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s