წარმატების III საიდუმლო. ჩათვალეთ, რომ მხოლოდ საკუთარი თავისთვის მუშაობთ


მე ვარ ჩემი სულის კაპიტანი

და მე ვარ ჩემი ბედის პატრონი

უილიამ ჰენლი

ამიერიდან და სამუდამოდ საკუთარ თავს დააკისრეთ სრული, ასპროცენტიანი პასუხისმებლობა ყველაფერზე, რაც აქამდე გაგიკეთებიათ, რასაც ახლა წარმოადგენთ და რაც ოდესმე გახდებით. უარი თქვით მცდელობებზე, ეძებოთ გამართლება ან მიაწეროთ სხვის დანაშაულს ნებისმიერი შენი პრობლემა ან ნაკლი. შეწყვიტეთ წუწუნი საყოფაცხოვრებო საკითხებზე, რომლებიც გულზე არ გეხატებათ. უარი თქვით სხვა ადამიანების ნებისმიერი მიზეზით კრიტიკის ჩვევაზე. თქვენ და მხოლოდ თქვენ გაკისრიათ ყველაფრის პასუხისმგებლობა. თუ თქვენს ცხოვრებაში არის რაღაც, რითიც უკმაყოფილო ხართ ან თქვენს გემოვნებას არ შეესაბამემება – თქვენი შესაცვლელია, მხოლოდდამხოლოდ თქვენი ამოცანაა. თქვენ ყველაფერზე პასუხს აგებთ.

ამერიკელთა მხოლოდ ზედა 3% თვლის, რომ მუშაობს საკუთარი თავისთვის, თუმცა შეიძლება მათ ხელფასს სხვა უწერდეს. ყველაზე დიდი შეცდომა, რომელიც ოდესმე შეიძლება დაუშვათ – იმ აზრის ამოჩემებაა, თითქოს თქვენ ვინმე სხვისთვის მუშაობდეთ, და არა საკუთარი თავისთვის. სინამდვილეში ყოველთვის საკუთარი თავისთვის მუშაობთ. თქვენ ყოველთვის წარმოადგენთ საკუთარი კორპორაციის პრეზიდენტს საკუთარი თავისთვის პირადი სამსახურის გაწევით იმისგან დამოუკიდებლად, თუ სად მდებარეობს თქვენი ამჟამინდელი სამუშაო ადგილი.

როდესაც ამოჩემებული გაქვთ აზრი, რომ მუშაობთ მხოლოდდამხოლოდ საკუთარი თავისთვის, თქვენს თავში ავითარებთ მეწარმის მენტალიტეტს, სრულიად დამოუკიდებელ, საკუთარ თავზე პასუხისმგებელი და ინიციატივით სავსე ინდივიდის მენტალიტეტს. იმის მაგივრად, რომ დაელოდოთ, როდის მოხდება განსაზღვრული მოვლენები, თქვენ აიძულებთ ამ მოვლენებს მოხდნენ. თქვენ საკუთარ თავს განიხილავთ, როგორც საკუთარი ცხოვრების პატრონს. თქვენ საკუთარ თავს თვლით მთლიანად პასუხისმგებლად პირად ჯანმრთელობაზე, პირად ფინანსურ კეთილდღეობაზე, პირად კარიერაზე, პირად ურთიერთობებზე, პირად ცხოვრების წესზე, საკუთარ სახლზე, საკუთარ ავტომობილზე და საკუთარი არსებობის სხვა ნებისმიერ ასპექტზე. სწორედ ეს არის იმ მილიონერის ფსიქოლოგიური მდგომარეობა, რომელმაც თავად გამოიმუშავა საკუთარი ფული.

ადამიანები, რომლებიც საკუთარ თავზე ატარებენ პასუხისმგებლობას, მთელი ინტენსივობით არიან პრიენტირებული შედეგზე. მათ ყოველთვის გააჩნიათ ინიციატივის მაღალი დონე. ისინი ნებაყოფილობით ეჭიდებიან რთულ ამოცანებს და ყოველთვის ითხოვენ, რომ მათ დააკისრონ რაც შეიძლება მეტი პასუხისმგებლობა. შედეგად, ასეთი ადამიანები თავიანთ ორგანიზაციებში ხდებიან ყველაზე ღირებული და პატივცემული თანამშორმლები. ისინი უწყვეტად ამზადებენ საკუთარ თავს ისეთი პოსტების დასაკავებლად, სადაც მეტი ძალაუფლება და პასუხისმგებლობაა. თქვენც ასევე უნდა მოიქცეთ.

აქ წარმოიშვება კითხვა: დღეს საკუთარი კომპანიის პრეზიდენტი რომ ყოფილიყავით, ან აგეღოთ სრული პასუხისმგებლობა იმ შდეგებზე რომლებსაც თქვენი სამუშაო ადგილის საშუალებით მიაწიეთ, რა ერთადერთ ცვლილებას მოახდენდით დაუყოვნებლივ?

იმისგან დამოუკიდებლად, თუ როგორი აღმოჩნდება თქვენი მსჯელობა, დაწერეთ იგი ქაღალდზე, შეადგინეთ გეგმა და დღესვე დაიწყეთ მისი რეალიზცია. ერთმა კონკრეტულმა ქმედებამ შეიძლება სრულიად შეცვალოს თქვენი ცხოვრება.

პრაქტიკული სავარჯიშო

ჩამოწერეთ თქვენი საყვარელი საბაბები და თავის მართლებები, ახსნა-განმარტებები, რატომ არ ჩადეთ სული და გული საკუთარი ფინანსური მიზნების მიღწევის საქმეში. არის თუ არა თქვენს ცხოვრებაში რაიმე ან ვინმე, ვისაც დაადანაშაულებდით თქვენი განვითარების შეფერხებაში? როგორიც არ უნდა იყოს თქვენი პასუხი, პირად ცხოვრებაზე სრული პასუხისმგებლობა აიღეთ საკუთარ თავზე და დღესვე დაიწყეთ მოქმედება!

One thought on “წარმატების III საიდუმლო. ჩათვალეთ, რომ მხოლოდ საკუთარი თავისთვის მუშაობთ

  1. მშვენიერია, პრინციპში ისედაც ამსე ვარ მაგრამ ეხლა უფრო გავამყარებ პასუხისმგებლობის საკიტხს და ყველაფრის ჩემ თავზე აღებას.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s